ღმერთი ბიბლიის მუხლები

ესაია 40:28
განა არ იცი და არ გსმენია? მარადიული ღმერთი უფალი, შემქმნელი ქვეყნის კიდეებისა, არ იღლება და არ იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება.

იერემია 10:10
მაგრამ ჭეშმარიტია უფალი ღმერთი, ის არის ცოცხალი ღმერთი და საუკუნო მეფე, მისი რისხვისას დედამიწა იძრვის და ვერ დაუდგებიან ხალხები მის წყრომას.

იერემია 10:12-13
მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, განამტკიცა სამყარო თავისი სიბრძნით, და თავისი გონიერებით განავრცო ცა. ხმას გამოსცემს და წყალი ხმაურობს ცაში და ღრუბლები ამოჰყავს მას ქვეყნის კიდიდან, ელვებს აგზავნის წვიმაში და ქარი გამოჰყავს მის საუნჯეთაგან.

რომაელთა 1:18-20
ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უსამართლობაზე, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას. იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც ღმერთზე შეიძლება იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ. ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, მათ პატიება არა აქვთ.

გალატელთა 3:6-9
როცა ღმერთი ირწმუნა აბრაამმა, ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას. ამიტომ, გაიგეთ, რომ ვინც რწმენისაგან არიან, აბრაამის შვილები არიან. წერილმა, როცა წინასწარ განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებს წარმართებს, წინასწარ ახარა აბრაამს: „და იკურთხება შენში ყველა ერი.” ამიტომ ისინი, ვინც რწმენისაგან არიან, მორწმუნე აბრაამთან ერთად იკურთხებიან.

4 მეფეთა 5:13-15
და მიეახლნენ მისი მსახურნი, ელაპარაკნენ და ასე უთხრეს: „ჩემო მამავ! საძნელო რამე რომ მოეთხოვა შენგან მაგ წინასწარმეტყველს, ხომ შეასრულებდი? მით უფრო, როცა გეუბნება: ‘იბანე და განიწმიდები.’“ და ჩავიდა, და შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში ღვთისკაცის სიტყვისამებრ და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და განიწმიდა. და დაბრუნდა ღვთისკაცთან ის და მთელი მისი ამალა. და მივიდა და გაჩერდა მის წინ და უთხრა: „აჰა, დავრწმუნდი, რომ მთელს ქვეყანაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი. ახლა, მიიღე საჩუქარი შენი მსახურისგან.”

ლუკას 12:8-10
ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, კაცის ძე აღიარებს ღვთის ანგელოზთა წინაშე. ხოლო, ვინც უარმყოფს ადამიანთა წინაშე, ისიც უარყოფილი იქნება ღვთის ანგელოზთა წინაშე. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება, მაგრამ სულიწმიდის წინააღმდეგ გმობა არ მიეტევება.

ესაია 44:6
ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და მისი გამომხსნელი, უფალი ცაბაოთი: ‘მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.’

ესაია 57:15
რადგან განდიდებული და ამაღლებული ამბობს ასე, მარადმყოფი და რომლის სახელი წმიდაა: „მაღალ და წმიდა ადგილზე ვდგავარ მე, მაგრამ შემუსვრილთან და სულით თვინიერთან, რათა გამოაცოცხლოს თვინიერთა სული, და გამოაცოცხლოს შემუსვრილთა გული.

გამოცხადება 4:11
„შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ”.

იერემია 9:24
არამედ მაქებელმა იმითი შეიქოს თავი, რომ მიხვდა და მიცნობს მე, რადგან მე, უფალი, ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე, რადგან ეს არის ჩემთვის სასურველი!” – სიტყვა უფლისა.-

ეკლესიასტე 3:11
ყოველივე მშვენივრად შექმნა თავის ჟამს, თვით მარადიულობა ჩადო მათ გულებში, მაგრამ საქმეს, რაც ღმერთმა მოიმოქმედა თავიდან ბოლომდე, ვერ ხვდება ადამიანი.

ესაია 52:10
გაიშიშვლა უფალმა თავისი წმიდის მკლავი ყველა ხალხის თვალწინ და დაინახავს დედამიწის ყოველი კიდე ჩვენი ღმერთის მიერ ხსნას.

იოანეს 12:37-40
ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ ერწმუნენ მას, რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელმაც თქვა: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?” იმიტომაც ვერ ირწმუნეს, რომ, როგორც კიდევ თქვა ესაიამ: „მან თვალები დაუბრმავა მათ და გული დაუხშო, რათა თვალებით ვერ ეხილათ და გულით ვერ მიმხვდარიყვნენ და არ მოქცეულიყვნენ, რომ განმეკურნა ისინი.”

ფსალმუნები 32:4-6
რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია. უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა; უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით მთელი მისი საკრებულო.

იერემია 11:1-5
რადგან შეჭამეს მათ იაკობი და მოსპეს ის და ააოხრეს მისი ბინა. სიტყვა უფლისა, რომელიც ესმა იერემიას: „ისმინეთ აღთქმის სიტყვები და ელაპარაკეთ იუდას კაცებსა და იერუსალიმის მცხოვრებთ. და უთხარი მათ, რომ ასე ამბობს უფალი ისრაელის ღმერთი: წყეულია კაცი, რომელიც არ მოისმენს ამ აღთქმის სიტყვებს, რომელიც მე ვუბრძანე თქვენს მამებს ეგვიპტის ქვეყნიდან, რკინის ბრძმედიდან, მათი გამოყვანის დღეს, რომ ვუთხარი: ისმინეთ ჩემი ხმა და გააკეთეთ ყოველივე, რასაც მე გიბრძანებთ და იქნებით ჩემი ერი და მე ვიქნები თქვენი ღმერთი. რათა აღვადგინო ფიცი, რომლითაც შევფიცე თქვენს მამებს, რომ მივცემდი მათ ქვეყანას, მადინებელს რძისა და თაფლისა, რომელსაც ფლობ დღეს.” და მე ვუპასუხე: „ამენ, უფალო!”

იობი 38:1-9
მაშინ მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა: „ვინ არის ეს, უგუნური სიტყვებით განგებას რომ აბნელებს, იმ საგნებზე რომ ლაპარაკობს, რაც არ ესმის? წელი შემოისარტყლე კაცურად, მე შეგეკითხები და შენ პასუხი გამეცი: შენ სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება, ვინ დაადგინა მისი ზომები, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი? რაზე დგას მისი საძირკველი? ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი, როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები, და ღვთის ძენი ყიჟინებდნენ? ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭეები, როცა ამოხეთქა, როგორც საშოდან? როცა ღრუბელი მივეცი სამოსლად და წყვდიადი – სახვევებად?

1 პეტრეს 2:3-5
რადგან იგემეთ, რომ ტკბილია უფალი, რომელთანაც მიხვედით – ცოცხალ ლოდთან, ადამიანებმა რომ დაიწუნეს, ღვთისაგან კი რჩეული და პატივცემულია. და თქვენც აშენდით, როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა შესწიროთ ღვთის მოსაწონი სულიერი მსხვერპლები იესო ქრისტეს მეშვეობით.

1 კორინთელთა 1:25-26
რადგან უგნურება ღვთისა ადამიანებზე უბრძენესია და უძლურება ღვთისა – ადამიანებზე უძლიერესი. ნახეთ, ძმანო, ვინ ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული.

1 პეტრეს 4:11
თუ ვინმე ლაპარაკობს, ილაპარაკოს როგორც ღვთის სიტყვით. თუ ვინმე ემსახურება, ღვთის მიერ მინიჭებული ძალით ემსახუროს, რათა იდიდებოდეს ღმერთი ყველაფერში იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც აქვს დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

1 ნეშტთა 16:11
ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის.

გამოსვლა 15:2
ჩემი ძალა და გალობაა უფალი. ის მყავდა მხსნე­ლად, იგია ჩემი ღმერთი, და განვადიდებ მას; ჩემი მამის ღმერთია და ავამაღლებ მას.

ესაია 48:17
ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელიც გასწავლის სარგებლობას, რომელიც მიგიძღვის იმ გზაზე, რომელზეც უნდა დადიოდე.

ესაია 33:22
რადგან უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეფე, ის გვიხსნის.

ესაია 41:10
ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.’

იერემია 17:5
ამბობს უფალი: „წყეულია კაცი, რომელიც ადამიანზეა დანდობილი და ხორცისგან მოიცემს ძალას, უფალს კი შორდება მისი გული.

საქმეები 17:24-27
ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივესი, რაც მასშია, უფალი ცისა და მიწისა, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს, არც ადამიანთა ხელიდან სამსახურს საჭიროებს, თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ტომი, რათა დედამიწის ზურგზე დამკვიდრებულიყვნენ. წინასწარ დააწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები, რათა ეძიონ ღმერთი. ვინძლო იგრძნონ იგი და იპოვონ, შორს როდია თითოელი ჩვენთაგანისაგან.

გამოცხადება 19:6
გავიგონე ხმა, როგორც ბევრი ხალხის ხმა და როგორც ბევრი წყლის ხმა, როგორც ძლიერ ქუხილთა ხმა, რომელიც ამბობდა: „ალილუია! რადგან გამეფდა ჩვენი უფალი, ღმერთი ყოვლისმპყრობელი.

გამოცხადება 11:17
და თქვეს: „გმადლობთ შენ, უფალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, რომელიც იყავი და რომელიც მოხვალ, რომ მოიღე შენი დიდი ძალა და გამეფდი.