ესაია 7:14
ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად — იმანუელს!”
ესაია 8:10
გეგმას დააწყობთ, მაგრამ დაირღვევა, სიტყვას იტყვით და არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი!”
მათეს 1:23
„აჰა, დაორსულდება ქალწული, გაუჩნდება ძე და უწოდებენ მას სახელად იმანუელს, რაც ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი!”
ესაია 8:8
გადმოდინდება, გადაუვლის და წალეკავს იუდას, ყელამდე მისწვდება, ფრთებს გაშლის და აავსებს ქვეყანას მთელ სიგანეზე, იმანუელ!
ფსალმუნები 53:4
აჰა, ღმერთია ჩემი შემწე, ღმერთია ჩემი სულის განმამტკიცებელი.
რიცხვნი 14:9
ოღონდ ნუ ამბოხდებით უფლის წინააღმდეგ და იმ ქვეყნის ხალხისა ნუ გეშინიათ, რადგან ჩვენი ნადავლია იგი. ვინაიდან განერიდა მათ მფარველი, ჩვენს შორის კი თავად უფალია, ნუ გეშინიათ”.
ფსალმუნები 45:7
ცაბაოთ უფალი ჩვენთანაა; ჩვენი სიმაგრეა იაკობის ღმერთი.
დაბადება 21:22
იმ დროს იყო, რომ დაელაპარაკნენ აბრაამს აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი და უთხრეს: „ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც აკეთებ.
ესაია 45:14
ასე ამბობს უფალი: „ეგვიპტის ნაყოფები, ქუშის ნავაჭრი და შებაელნი, ზორბა ხალხი, შენი გახდებიან, შენ გამოგყვებიან, ბორკილებში ივლიან, მოიდრიკებიან შენ წინაშე და შემოგღაღადებენ: ნამდვილად მხოლოდ შენშიაო ღმერთი და მის გარდა სხვა არავინაა ღმერთი.
რიცხვნი 23:21
ბოროტება არ შეუმჩნევია იაკობში და უმართლობა არ დაუნახავს ისრაელში; უფალი, მისი ღმერთი, მასთანაა და სამეფო ყიჟინაა მასში.
მეორე რჯული 20:1
როდესაც მტრის წინააღმდეგ გახვალთ საბრძოლველად და დაინახავთ თქვენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ცხენებსა და ეტლებს, არ შეშინდეთ, რადგან თქვენთანაა უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან.
მეორე რჯული 20:4
რადგან უფალი, თქვენი ღმერთი გამოდის თქვენს მტრებთან საბრძოლველად, რათა გადაგარჩინოთ.
დაბადება 26:24
იმავე ღამით გამოეცხადა უფალი და უთხრა: „მე ვარ აბრაამის, მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ; გაკურთხებ და თესლს გაგიმრავლებ, აბრაამის — ჩემი მსახურის გამო”.
ანგია 1:13
თქვა ანგიამ, უფლის მაცნემ, უფლის უწყებაში: მე თქვენთანა ვარ, — ამბობს უფალი.
ანგია 2:4
ახლა კი განმტკიცდი, ზერუბაბელ — ამბობს უფალი — და გამხნევდი, მღვდელმთავარო იესო, იეჰოცადაკის ძევ; გამაგრდი, ქვეყნის მთელო ხალხო — ამბობს უფალი — იმუშავეთ, რადგან თქვენთან ერთად ვარ – ამბობს ცაბაოთ უფალი.
ესაია 41:10
ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.
ესაია 43:5
ნუ გეშინიათ, ვინაიდან თქვენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან თქვენს თესლს და დასავლეთიდან შემოგკრებთ.
იერემია 42:11
ბაბილონის მეფის ნუ შეგეშინდებათ; რომლისაც გეშინიათ, ნუღარ შეგეშინდებათ, ამბობს უფალი, რადგან თქვენთან ვარ, რომ გიხსნათ და გადაგარჩინოთ მისი ხელიდან.
იერემია 46:28
ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, ამბობს უფალი, რადგან შენთან ვარ; ბოლოს მოვუღებ ყველა ერს, ვისთანაც გაგაძევე, შენ კი არ მოგიღებ ბოლოს, მაგრამ სამართლიანად დაგსჯი; არავითარ შემთხვევაში დაუსჯელს არ დაგტოვებ”.
ფსალმუნები 15:8
მუდამ ჩემს წინ წარმოვიდგენ უფალს; რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ წავბორძიკდები.
ზაქარია 8:23
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმ დღეებში ათი კაცი ყველა ერისა და ენისგან მოეჭიდება იუდას კაცის სამოსელის კიდეს და იტყვიან: წამოვალთ თქვენთან, რადგან გავიგეთ, რომ თქვენთანაა ღმერთი.
ზაქარია 10:5
და იქნებიან გმირებივით, ბრძოლაში რომ მტერს თელავენ ტალახივით; იბრძოლებენ, რადგან უფალია მათთან და შეარცხვენენ მტრის მხედრიონებს.
ეზეკიელი 34:30
და მიხვდებიან, რომ მე, უფალი, მათი ღმერთი ვარ მათთან და რომ ისინი, სახლი ისრაელისა — ჩემი ხალხია! — ამბობს უფალი ღმერთი.
გამოსვლა 17:7
და ეწოდა იმ ადგილს სახელად მასახი და მერიბახი, ისრაელის ძეთა შუღლისა და უფლის გამოცდის გამო, როცა თქვეს: „არის კი ჩვენს შორის უფალი თუ არა?”
1 ნეშტთა 22:18
„განა თქვენთან არაა უფალი, თქვენი ღმერთი? განა მან არ მოგცათ ყველა მხრიდან სიმშვიდე? რადგან ჩემს ხელს გადასცა ამ ქვეყნის მკვიდრნი და დამორჩილდა ეს ქვეყანა უფალსა და მის ხალხს.
ფსალმუნები 22:4
სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
იოანეს 14:17
ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია წუთისოფელს, რადგან ვერ ხედავს და არც იცნობს მას; თქვენ კი იცნობთ, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება.