ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება
22 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ფსალმუნები 137:6
ამაღლებულია უფალი, მაგრამ ხედავს თავმდაბალს; მედიდურს კი, შორიდანვე ცნობს.
-
იგავნი 8:13
უფლის შიში ბოროტების სიძულვილია; მძულს სიამაყე, ქედმაღლობა, ბოროტი გზა და უკუღმართი ბაგე.
-
იერემია 50:31
აჰა, შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, მედიდურო, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, რადგან შენი დღე დადგა, შენი დასჯის ჟამი.
-
იგავნი 6:17
ამპარტავანი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის დამღვრელი ხელები,
-
ამოსი 6:8
თავისი თავი დაიფიცა უფალმა ღმერთმა. ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: მძაგს იაკობის დიდგულობა და მისი სასახლეები, ამიტომ, მტრებს გადავცემ ქალაქს და მთელ მის სისავსეს.
-
იაკობის 4:6
თუმცა, უფრო მეტ მადლსაც იძლევა; ამიტომაც ამბობს: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.
-
1 პეტრე 5:5
ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.
-
ესაია 2:12
რადგან ცაბაოთ უფლის დღე დაუდგება ყოველ ქედმაღალს, ამპარტავანსა და მედიდურს; დამცირდებიან ისინი;
-
ესაია 23:9
ცაბაოთ უფალმა გადაწყვიტა შეებღალა ქედმაღლობა ყოველგვარი მშვენიერებისა და დაემცირებინა ყველა წარჩინებული ქვეყნიერებისა.
-
2 მეფეთა 22:28
დაჩაგრულ ხალხს შველი, ქედმაღლებს კი მზერით დაამდაბლებ;
-
ფსალმუნები 30:23
შეიყვარეთ უფალი, ღვთისნიერნო მისნო; ერთგულს იცავს უფალი და მრავალგზის მიუზღავს ამაყებს.
-
დანიელი 4:37
ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვაქებ, აღვამაღლებ და პატივს მივაგებ ზეციურ მეფეს, რომლის ყველა საქმეც მართალია და გზა სამართლიანი, და რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი.
-
ლუკას 1:51
გვიჩვენა თავისი მკლავის ძლიერება; გაფანტა ამპარტავანნი თავიანთ გულის ზრახვებთან ერთად;
-
ეზეკიელი 7:24
უვარგისზე უვარგისს მოვიყვან ხალხებიდან და დაეპატრონებიან მათ სახლებს. ძლიერთა სიამაყეს დავამხობ და შეიბილწებიან მათი სიწმინდენი.
-
ფსალმუნები 17:27
რადგან ჩაგრულ ხალხს იხსნი და მედიდურ თვალებს ამდაბლებ.
-
ფსალმუნები 118:21
შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან.
-
ფსალმუნები 93:2
აღსდექ, მსაჯულო ქვეყნიერებისა, საზღაური მიაგე ამპარტავნებს.
-
იგავნი 15:25
ამპარტავანთა სახლს უფალი დაანგრევს, ქვრივის საზღვარს კი განამტკიცებს.
-
ესაია 10:12
და იქნება, როცა დაასრულებს უფალი მთელ თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინღა მოინახულებს აშურის მეფის დიდგულობის ნაყოფს და მისი ქედმაღლური მზერის შედეგს.
-
იერემია 13:9
ასე ამბობს უფალი: „ასე დავალპობ იუდას სიამაყეს და იერუსალიმის უზომო მედიდურობას.
-
ზაქარია 9:6
უცხო მოდგმა იცხოვრებს აშდოდში; აღვგვი ფილისტიმელთა ამპარტავნებას.
-
ფსალმუნები 21:29
შეჭამს და თაყვანს გცემს ქვეყნის ყველა ამაყი; მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა.