1 პეტრეს 2:12
კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს.
იგავნი 6:16-19
ექვსი რამ სძულს უფალს და შვიდი რამ ეზიზღება: ამპარტავანი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის დამღვრელი ხელები, ბოროტების მზრახველი გული, საბოროტოდ აჩქარებული ფეხები, ცრუ მოწმე, სიცრუის გამავრცელებელი და ძმათა შორის განხეთქილების მთესველი.
ფსალმუნები 118:115
განმშორდით ბოროტმოქმედნო, რათა დავიცვა ჩემი ღმერთის მცნებანი.
რომაელთა 13:1-4
ყოველი სული უნდა ემორჩილებოდეს უმაღლეს ხელისუფლებას; ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებულნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე, ღმერთის დადგენილებას ეწინააღმდეგება, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე. რადგან მთავრები კეთილის მოქმედთათვის კი არ არიან საშიშნი, არამედ ბოროტ საქმეთა ჩამდენთათვის. გინდა, რომ არ გეშინოდეს ხელისუფლების? კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან; ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს; ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე.
ფსალმუნები 33:16
უფლის სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა, რათა დედამიწიდან წარხოცოს მათი სახსენებელი.
ფსალმუნები 36:16
მართლის მცირედი სჯობია უკეთურთა დიდ სიმდიდრეს.
ფსალმუნები 36:1-4
ნუ განრისხდები ბოროტმოქმედთა გამო, უკანონობის ჩამდენების ნუ შეგშურდება. რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან. მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი; დამკვიდრდი ქვეყანაზე და შეინარჩუნე ერთგულება. ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის საწადელს.
ფსალმუნები 100:8
ყოველ დილით მოვსპობ ყველა ბოროტს ქვეყნისას, რომ ამოიძირკვოს უფლის ქალაქიდან ყოველი მოქმედი სიმრუდისა.
გამოცხადება 21:8
ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შემბილწველთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით. ეს არის მეორე სიკვდილი”.
იგავნი 17:4
ბოროტმოქმედი უსამართლოს ბაგეს უსმენს, ცრუ ადამიანი დამანგრეველ ენას უგდებს ყურს.
1 პეტრეს 2:13-14
დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ მმართველობას უფლის გულისთვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მმართველი, თუ გამგებლები, მისგან წარმოგზავნილები ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად.
იობი 8:20
ღმერთი არ უკუაგდებს უმწიკვლოს და ბოროტმოქმედს არ შეეწევა.
ფსალმუნები 13:3-4
ყველამ გადაუხვია გზიდან, ერთიანად გაბინძურდნენ; არ არის მქმნელი სიკეთისა, ერთიც არ არის. ნუთუ ვერ შეუგნიათ ბოროტების ჩამდენთ, პურივით რომ ჭამენ ჩემს ხალხს და ღმერთს არ უხმობენ?
ფსალმუნები 25:5
მძულს უკეთურთა კრებული, ბოროტთა გვერდით არ დავჯდები.
ფსალმუნები 35:12
იქ დაეცნენ მოქმედნი უსამართლობისა, დაენარცხნენ და აღარ ძალუძთ წამოდგომა.
ფსალმუნები 52:4
ნუთუ ვერ შეიგნეს სიმრუდის მქმნელებმა, ჩემს ერს რომ ჭამენ, თითქოს პურს ჭამდნენ? ღმერთს კი არ უხმობენ.
ფსალმუნები 58:2
მიხსენი სიავის მქმნელთაგან და სისხლისმღვრელთაგან გადამარჩინე.
ფსალმუნები 93:4
სიტყვებს აფრქვევენ ქედმაღლურად, ტრაბახობენ სიავის მოქმედნი.
ფსალმუნები 124:5
სიმრუდისკენ მიბრუნებულთ კი უფალი მოაშორებს ბოროტმოქმედებთან ერთად; მშვიდობა ისრაელს!
იგავნი 21:15
სიმართლის ქმნა – სიხარულია მართლისთვის და შიშის ზარი – ბოროტის მქმნელისთვის.
ესაია 1:4
ჰოი, ცოდვილო ერო, დანაშაულით დამძიმებულო ხალხო, ბოროტმოქმედთა თესლო, გახრწნილების ძენო; მათ მიატოვეს უფალი, შეიძულეს ისრაელის წმიდა, ზურგი აქციეს.
ესაია 31:2
მაგრამ ის ბრძენია; და მოაწევს უბედურებას, და თავის სიტყვებს არ გააუქმებს; წინ აღუდგება ბიწიერთა სახლს და ავისმოქმედთა შემწეთ.
იერემია 23:14
იერუსალიმის წინასწარმეტყველებში საშინელება დავინახე: მრუშობენ, სიცრუეში დადიან და ბოროტმოქმედებს უჭერენ მხარს, რათა არც ერთი მათგანი არ მობრუნდეს თავისი ბოროტებისგან. ყველანი სოდომივით გახდნენ, გომორას მკვიდრებივით.
მალაქია 3:14-15
ამბობდით: ფუჭია ღმერთის წინაშე მსახურება, რას გვარგებს მისი ბრძანებების დაცვა და მწუხარედ სიარულიო ცაბაოთ უფლის წინაშე? კურთხეულნი არიანო ამპარტავანნი, აშენდნენ ბოროტმოქმედნი, ღმერთიც კი გამოსცადეს და გაექცნენ სასჯელს.
მალაქია 4:1
რადგან, აჰა, მოდის დღე ღუმელივით აგიზგიზებული; და იქნება ყველა ქედმაღალი და ბოროტმოქმედი ჩალასავით; და გადაბუგავს მათ მომავალი დღე – ამბობს ცაბაოთ უფალი – არ შეარჩენს არც ფესვსა და არც ყლორტს!
მათეს 5:45
რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.
მათეს 7:23
მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ, გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა.
ლუკას 13:27
მაგრამ ის მოგიგებთ: გეუბნებით, არ გიცნობთ, საიდან ხართ. გამშორდით, ყოველნო მოქმედნო უსამართლობისა!
საქმეები 24:15
და მაქვს ღმერთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თავად ესენიც მოელიან.
ფილიპელთა 3:2
ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ბოროტ მუშაკებს, ერიდეთ დაცვეთას,
1 პეტრეს 3:18
რადგან ერთხელ ქრისტეც მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო, მართალი – უმართლოთა გამო, რათა ღმერთთან მივეყვანეთ; მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით,
2 პეტრეს 2:9
ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისგან ღვთისმოსავნი, ხოლო განკითხვის დღისთვის დასასჯელად შემოინახოს უკეთურნი;