ბიბლიის მუხლები თემაზე
თაყვანისცემის დამაბრკოლებლები
16 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
1 მეფეთა 15:23
მაგრამ მიუგო სამუელმა: „განა ისევე ეამება უფალს სრულადდასაწველნი და მსხვერპლნი, როგორც უფლის ხმის მორჩილება? აჰა, მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია და მოსმენა - ვერძის ლურთებზე.
-
ესაია 1:13
აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ისევე როგორც ახალმთვარობის და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები; ვერ ვიტან - ურჯულოებას და დღესასწაულს!
-
ეზეკიელი 33:31
ჩემი ხალხი მოდის შენთან ჩვეულებისამებრ, სხდებიან შენს წინაშე და ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; ბაგეებით სიყვარულს გამოხატავენ, მათი გული კი მხოლოდ ანგარებას მიჰყვება.
-
ოსია 6:6
რადგან წყალობა მსურს და არა მსხვერპლი, ღვთის შემეცნება და არა სრულადდასაწველნი.
-
მათეს 6:5
როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, ხალხის დასანახად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
-
2 ტიმოთეს 3:5
გარეგნულად ღვთისმოსავნი, სინამდვილეში კი ღმერთის ძალის უარმყოფელნი. ასეთებს ერიდე.
-
ფსალმუნები 65:18
სიმრუდე რომ შეემჩნია ჩემს გულში, არ შეისმენდა უფალი.
-
მათეს 15:7-9
თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა: ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან. ამაოდ მეთაყვანებიან, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან”.
-
ესაია 29:13
და თქვა უფალმა: „იმის გამო, რომ ეს ხალხი მხოლოდ სიტყვებით მიახლოვდება და მხოლოდ ბაგეთა მსახურებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან და მათი მოშიშება ჩემდამი გაზეპირებულ წესებად იქცა.
-
ფსალმუნები 32:5-6
ცოდვა ჩემი ვაღიარე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა. ამიტომ, დაე ილოცოს შენ მიმართ ყველა ღვთისმოსავმა სანამ შეიძლება შენი პოვნა; ვერ მისწვდება ასეთს ნიაღვრები წყლისა.
-
ესაია 59:2
არამედ თქვენი ურჯულოება გახდა გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის, თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და არ ისმენს!
-
ესაია 64:7
არავინაა შენს სახელს რომ მოუხმობდეს, თავს რომ იფხიზლებდეს, რათა მოგეჭიდოს, რადგან სახე დაგვიმალე და ჩვენსავე უმართლობას გადაგვეცი.
-
იაკობის 4:3
ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ბოროტი განზრახვით ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმებისთვის გაფლანგოთ.
-
ესაია 1:11-17
რად მიმრავლებთ შესაწირს? ამბობს უფალი. გამძღარი ვარ სრულადდასაწველი ვერძებითა და მსუქანი საქონლის ცხიმით; არ მახარებს მოზვერთა, ცხვართა და ვაცთა სისხლი. ჩემს წინაშე წარსადგომად რომ მოდიხართ, ვინ მოგთხოვათ ჩემი ეზოების გათელვა? აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ისევე როგორც ახალმთვარობის და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები; ვერ ვიტან - ურჯულოებას და დღესასწაულს! თქვენი ახალმთვარობანი და კრებულნი შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა, მიმძიმს მათი ზიდვა. ხელებს რომ იწვდით, მე თვალს გარიდებთ, რამდენიც უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ - ხელები სისხლით გაქვთ სავსე. განიბანეთ, განიწმიდეთ, მოიშორეთ ავი საქმენი ჩემს წინაშე, ბოროტებას ნუ სჩადიხართ. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.
-
მათეს 5:23-24
ამიტომ, თუ ძღვენს მიიტან სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენი საწინააღმდეგო, მიატოვე შენი ძღვენი სამსხვერპლოს წინ, წადი და ჯერ შენს ძმას შეურიგდი, შემდეგ დაბრუნდი და შესწირე შენი ძღვენი!
-
ამოსი 5:21-24
მძულს და მეზიზღება თქვენი დღესასწაულები, აღარ მსიამოვნებს თქვენი ზეიმები. აღარ მივიღებ თქვენს სრულადდასაწველებსა და ძღვენს; არც კი შევხედავ ნასუქალ ხარებს, სამადლობელ მსხვერპლად რომ მწირავთ. მომაშორეთ თქვენი სიმღერების ხმაური, თქვენი ქნარების ხმის მოსმენა აღარ მსურს. მაგრამ წყალივით იდინოს სამართალმა და სიმართლემ - დაუშრეტელ ნაკადულივით.