თაყვანისცემა მხოლოდ ღმერთს ბიბლიური ციტატები

1 ნეშტთა 16:25
რადგან დიადია უფალი და დიდად საქებარი; ყველა ღმერთზე შიშისმომგვრელია იგი,

ფსალმუნები 47:1
დიადია უფალი და დიდად საქებარი, ჩვენი ღმერთის ქალაქში, მის წმიდა მთაზე.

ფსალმუნები 95:4-5
რადგან დიადია უფალი და დიდად საქებარი, ყველა ღმერთზე საშიშია იგი. რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, უფალმა კი ცანი შექმნა.

ფსალმუნები 144:3
დიდია უფალი და საქებარია ფრიად, ჩაუწვდომელია მისი სიდიადე.

2 მეფეთა 22:4
მოვუხმე უფალს, დიდად საქებარს და გადამარჩინა ჩემი მტრებისგან.

იოანეს 4:23
მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ მამას თაყვანს, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.

ფილიპელთა 2:11
და ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად.

მათეს 2:11
შიგნით რომ შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, და დამხობილებმა სცეს მას თაყვანი; გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.

მათეს 14:33
ხოლო ნავში მყოფებმა თაყვანი სცეს მას და უთხრეს: „ჭეშმარიტად ღმერთის ძე ხარ შენ”.

იოანეს 20:28
მიუგო თომამ და უთხრა მას: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!”

მათეს 28:16-17
თერთმეტი მოწაფე კი გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ. ნახეს იგი და თაყვანი სცეს, ზოგიერთი კი დაეჭვდა.

იოანეს 9:35-38
იესომ გაიგო, რომ გარეთ გამოაგდეს იგი, მონახა და ჰკითხა: „გწამს ძე კაცისა?” მან უთხრა: „ვინ არის ის, უფალო, რომ ვიწამო?” იესომ უთხრა: „შენ გინახავს იგი და ვინც გელაპარაკება, ის არის”. უპასუხა: „მწამს, უფალო” და თაყვანი სცა მას.

ფილიპელთა 2:9-11
ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი. რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და მიწისქვეშეთესამ; და ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად.

ებრაელთა 1:6
ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად, ამბობს: „დაე, თაყვანი სცეს მას ღვთის ყველა ანგელოზმა”.

გამოცხადება 5:8-14
წიგნი რომ აიღო, ოთხი არსება და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინ; ყოველ მათგანს ხელში ქნარი და საკმევლით სავსე ოქროს თასი ეჭირა, რაც წმიდათა ლოცვებია. ისინი გალობენ ახალ საგალობელს და ამბობენ: „შენ ღირსი ხარ, აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭდები, ვინაიდან დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღვთისთვის ყოველი ტომისა და ენისგან, ხალხისა და ერისგან. და გვქმენი ჩვენ სამეფოდ და მღვდლებად ჩვენი ღმერთისთვის, და ვიმეფებთ დედამიწაზე”. ვიხილე და მოვისმინე მრავალი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველებისა და უხუცესების ირგვლივ; და მათი რიცხვი იყო ათიათასთა ათიათასები და ათასთა ათასები; დიდი ხმით ამბობდნენ: „ღირსია დაკლული კრავი ძალისა და სიმდიდრის, სიბრძნისა და სიმტკიცის, დიდების, პატივისა და კურთხევის მიღებისა”. და გავიგონე, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში და დედამიწაზე, მიწის ქვეშ და ზღვაში, და ყველაფერი, რაც მათშია, ამბობდა: „ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება და ხელმწიფება უკუნითი უკუნისამდე”. და თქვა ოთხმა არსებამ: „ამინ!” და დაემხო ოცდაოთხი უხუცესი და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე.

ფსალმუნები 102:20
აკურთხეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნო, მისი სიტყვის შემსრულებელნო; მისი ნათქვამი სიტყვის მორჩილნო.

ფსალმუნები 28:1-2
უძღვენით უფალს ღვთის შვილნო, უძღვენით უფალს დიდება და ძლიერება. უძღვენით უფალს მისი სახელის დიდება; თაყვანი ეცით უფალს წმიდა ბრწყინვალებით.

ესაია 6:1-4
მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, დიდებულ და აღზევებულ ტახტზე მჯდარი და მისი სამოსლის კალთები ავსებდა ტაძარს. სერაფიმნი იდგნენ მის ზემოთ: თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა, ორით სახეს იფარავდნენ, ორით – ფეხებს და ორით დაფრინავდნენ. გასძახოდნენ ერთიმეორეს და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა ცაბაოთ უფალი! სავსეა მისი დიდებით მთელი დედამიწა!” და შეირყა წირთხლთა საძირკვლები ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი.

ეზეკიელი 10:1-18
გავიხედე და, აჰა, ცის თაღზე, ქერუბთა თავზე რომ არის, რაღაც საფირონის ქვის მსგავსი, თითქოს ტახტი გამოჩნდა. ელაპარაკა სელით შემოსილ კაცს და უთხრა: „შედი ბორბლებს შორის, ქერუბების ქვეშ, აივსე პეშვები ცეცხლის ნაკვერჩხლებით, ქერუბთა შორის რომაა და მოფანტე ქალაქზე”. და ჩემს თვალწინ შევიდა იგი. იმ კაცის შესვლისას ქერუბები ტაძრის მარჯვნივ იდგნენ; ღრუბელმა აავსო შიდა ეზო. ამაღლდა უფლის დიდება ქერუბებისგან ტაძრის ზღურბლისაკენ და ღრუბლით აივსო ტაძარი, ეზო კი – უფლის დიდების ბრწყინვალებით. ქერუბთა ფრთების ხმა გარე ეზომდე ისმოდა, როგორც ხმა ყოვლისშემძლე ღმერთისა, როცა ლაპარაკობს. როცა უბრძანა სელით შემოსილ კაცს – აიღე ცეცხლი ბორბლებს შორის, ქერუბთა შორისო – შევიდა და დადგა ბორბალთან. გაიწოდა ქერუბმა ხელი ცეცხლისკენ, ქერუბთა შორის რომ იყო, აიღო და ჩაუდო პეშვში სელით შემოსილს. მანაც აიღო და გამოვიდა. ქერუბებს ადამიანის ხელის მსგავსი რამ უჩანდათ ფრთებქვეშ. შევხედე და, აჰა, ოთხი ბორბალია ქერუბებთან: თითო ბორბალი თითო ქერუბთან. ბორბლები ქრიზოლიტივით ბრწყინავდნენ. ოთხივე ერთმანეთს ჰგავდა, თითქოს ბორბალი ბორბალში იყო ჩამჯდარი. გადაადგილდებოდნენ ოთხი მიმართულებით, მიბრუნების გარეშე, საკუთარი მიმართულებით; იქითკენ, საითაც თავები ჰქონდათ მიმართული; მიბრუნების გარეშე მიდიოდნენ. მთელი მათი სხეული, ზურგი, ხელები, ფრთები და ბორბლები თვალებით იყო ირგვლივ სავსე, ოთხივე მათი ბორბალი. ჩემს გასაგონად „გრიგალი” უწოდეს ბორბლებს. ოთხი სახე ჰქონდა თითოეულს, ერთი – ქერუბისა, მეორე – ადამიანისა, მესამე – ლომისა და მეოთხე – არწივის სახე. ამაღლდნენ ქერუბნი. იგივე არსებანი იყვნენ, მდინარე ქებართან რომ ვიხილე. დაიძვრებოდნენ ქერუბები და გვერდით მიჰყვებოდნენ ბორბლებიც; ასწევდნენ ფრთებს ქერუბნი, მიწიდან ასამაღლებლად და არ ბრუნდებოდნენ ბორბლები, ისინიც თან მიჰყვებოდნენ. დადგომისას ისინიც დგებოდნენ, ამაღლებისას ისინიც მაღლდებოდნენ, რადგან ცოცხალი სული იყო მათში. გამოვიდა უფლის დიდება ტაძრის ზღურბლიდან და დაივანა ქერუბებზე.

გამოცხადება 4:8-9
ამ ოთხი ცოცხალი არსებიდან თითოეულს ექვსი ფრთა ასხია, ირგვლივ და შიგნიდან თვალებით არიან სავსენი; არც დღისით, არც ღამით არა აქვთ მოსვენება; ამბობენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა”. როცა არსებანი დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნიან ტახტზე მჯდომს, ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე,

გამოსვლა 20:3
არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.

4 მეფეთა 17:35-36
ვისთანაც აღთქმა დადო უფალმა და ამცნო: „ნუ გეშინიათ უცხო ღმერთებისა, ნუ სცემთ თაყვანს, ნუ ემსახურებით და მსხვერპლს ნუ შესწირავთ მათ; მხოლოდ უფლის გეშინოდეთ, რომელმაც დიდი ძალითა და შემართული მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, მისი გეშინოდეთ, თაყვანს სცემდეთ და მსხვერპლს სწირავდეთ.

გამოსვლა 34:14
რადგან თაყვანი არ უნდა სცე სხვა ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი და ეჭვიანია იგი.

მეორე რჯული 6:13-14
გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, მას ემსახურე და საფიცრად გქონდეს მისი სახელი. ნუ გაჰყვები უცხო ღმერთებს, შენს გარშემო მყოფი ხალხების ღმერთებს,


მსგავსი თემები:

თაყვანისცემა         თაყვანისცემის დამაბრკოლებლები          თაყვანისცემის ელემენტები        თაყვანისცემის შედეგები