თაყვანისცემის ელემენტები ბიბლიური ციტატები

მეორე რჯული 10:12
ახლა რას ითხოვს უფალი, შენი ღმერთი შენგან, ისრაელ? მხოლოდ იმას, რომ გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, დადიოდე მისი გზით, გიყვარდეს უფალი ღმერთი და ემსახურო მას მთელი შენი გულით და მთელი შენი არსებით;

ლევიანნი 10:1-3
აიღეს ნადაბმა და აბიჰუმ, აჰარონის ძეებმა, თავისი საცეცხლურები, ჩადეს შიგ ცეცხლი, დაადეს ზედ საკმეველი და უცხო ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე, რაც არ იყო ნაბრძანები. გამოვიდა ცეცხლი უფლისგან, შთანთქა ისინი და დაიხოცნენ უფლის წინაშე. უთხრა მოსემ აჰარონს: „ესაა, რასაც ამბობდა უფალი: წმინდად უნდა მომეპყრას ვინც მომიახლოვდება და განვდიდდები მთელი ხალხის წინაშე”. და დადუმდა აჰარონი.

2 ნეშტთა 7:3
როცა დაინახეს ისრაელის ძეებმა სახლზე გადმოსული ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაემხნენ ქვაფენილზე და თაყვანისცეს. და აქებდნენ უფალს, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

ფსალმუნები 2:11
ემსახურეთ უფალს მოშიშებით, გიხაროდეთ და თრთოდეთ.

ფსალმუნები 95:9
თაყვანი ეცით უფალს წმიდა მოწიწებით; თრთოდე მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ!

ფსალმუნები 4:5
შესწირეთ სიმართლის შესაწირნი და მიენდეთ უფალს.

ებრაელთა 11:6
ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;

ფსალმუნები 21:22
ვუამბობ ჩემს ძმებს შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგასხამ ხოტბას.

ფსალმუნები 106:32
დაე, აღამაღლონ ხალხის კრებულში და ხოტბა შეასხან უხუცესთა შორის.

ებრაელთა 13:15
მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს.

2 ნეშტთა 31:2
დააყენა ხიზკიაჰუმ მღვდლები და ლევიანები, თავ-თავისი დასების მიხედვით, თავ-თავისი მსახურების შესასრულებლად. მღვდლები და ლევიანები – სრულადდასაწველების და სამშვიდობო შესაწირების მსახურებად, უფლის ბანაკის კარიბჭეში, მადლიერებისა და ქების აღსავლენად.

ნეემია 9:5-6
ამის შემდეგ ლევიანები – იეშუა, კადმიელი, ბანი, ხაშაბნეია, შერებია, ჰოდია, შებანია, ფეთახია ამბობდნენ: “ადექით და აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი უკუნითი უკუნისამდე! და კურთხეულ იყოს შენი დიდებული სახელი, რომელიც ყოველ კურთხევასა და ქებას აღემატება. შენ, შენ ხარ უფალი, მხოლოდ შენ, შენ შექმენი ცანი, ცანი ცათანი და მთელი მათი მხედრობა, დედამიწა და ყოველივე, რაც მასზეა, ზღვები და ყოველივე, რაც მათშია; შენვე აცოცხლებ ყველას და შენ გცემს თაყვანს ციური ლაშქარი.

ფსალმუნები 149:1-6
ადიდეთ უფალი. ახალი სიმღერა უმღერეთ უფალს – მისი ქება წმიდათა კრებულში. იხაროს ისრაელმა თავისი შემოქმედით, იზეიმონ სიონის ძენმა თავისი მეფით. განადიდონ მისი სახელი ცეკვით, დაფით და ქნარზე სიმღერით, რადგან კეთილგანწყობილია უფალი თავისი ხალხის მიმართ და ხსნით დაამშვენებს თავმდაბლებს. იმხიარულონ ღვთისმოსავებმა ღირსებით, სიხარულით იყიჟინონ თავიანთ სარეცლებზე. ღვთის განდიდება იყოს მათ ხორხში და ორლესული მახვილი – მათ ხელში.

გამოცხადება 7:11-12
ყველა ანგელოზი, ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ რომ იდგა, პირქვე დაემხო ტახტის წინაშე. მათ თაყვანი სცეს ღმერთს12და ამბობდნენ: „ამინ! კურთხევა და დიდება, სიბრძნე და მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე, ამინ!”

ფსალმუნები 99:4
მადლიერებით შედით მის კარიბჭეში და ქებით – მის ეზოებში; მადლობდეთ მას და აკურთხეთ მისი სახელი,

ეფესელთა 5:19-20
ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნით, გალობითა და სულიერი საგალობლებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში. მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისთვის ღმერთს და მამას, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით.

ფილიპელთა 4:6
არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს,

ფსალმუნები 94:1
მოდით, ვუგალობოთ უფალს, სიხარულით შევძახოთ ჩვენი ხსნის ბურჯს.

ფსალმუნები 27:6
კურთხეულ იყოს უფალი, რადგან შეისმინა ჩემი ვედრების ხმა.

ფსალმუნები 99:2
სიხარულით ემსახურეთ უფალს, მიდით მის წინაშე სიმღერით.

საქმეები 2:45-47
მამულებსა და ქონებას ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, თითოეულს საჭიროების მიხედვით. ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ და მხიარულებითა და გულუბრალოებით ღებულობდნენ საზრდოს. აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის წინაშე იხვეჭდნენ კეთილგანწყობას, ხოლო უფალი ყოველდღე მატებდა ეკლესიას გადარჩენილებს.

ოსია 14:2
შეისმინეთ სიტყვები და მიუბრუნდით უფალს, უთხარით: მოგვაცილე ჩვენი ურჯულოება და მადლით მიგვიღე; რათა მოზვრებივით მოგიძღვნათ-თქო ჩვენი ბაგეთა ნაყოფი.

ნეემია 9:2
გამოეყვნენ ისრაელის შთამომავალნი ყველა უცხოელს, დადგნენ და თავიანთი ცოდვები და მამების უმართლობა აღიარეს.

ფსალმუნები 65:18
სიმრუდე რომ შეემჩნია ჩემს გულში, არ შეისმენდა უფალი.

კოლოსელთა 3:16
უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში სრული სიბრძნით; ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, გალობით და სულიერი სადიდებლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.

1 ტიმოთეს 4:13
სანამ მოვალ, ყურადღება გაამახვილე კითხვაზე, შეგონებასა და მოძღვრებაზე.


მსგავსი თემები:

თაყვანისცემა         თაყვანისცემა მხოლოდ ღმერთს           თაყვანისცემის დამაბრკოლებლები         თაყვანისცემის შედეგები