დაბადება 4:4
აბელმაც მიართვა ძღვენი უფალს – თავის ცხვართა პირმშოთაგან და მათი ცხიმიდან და გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ძღვენს.
ფსალმუნები 106:22
შესწირონ სამადლობელი მსხვერპლები და სიხარულით ილაპარაკონ მის საქმეებზე.
დაბადება 28:20-22
დადო იაკობმა აღთქმა და თქვა: “თუ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიცავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგავარ, მომცემს პურს საჭმელად, სამოსს შესამოსად და მშვიდობით დამაბრუნებს მამაჩემის სახლში, მაშინ უფალი იქნება ჩემი ღმერთი. და ეს ქვა, რომელიც აღვმართე სვეტად, ღვთის სახლი იქნება და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი”.
ლევიანნი 27:30
ყოველი მეათედი მიწისა: მიწის თესლისა, ხის ნაყოფისა, უფლისაა, უფლის წმიდაა.
გამოსვლა 40:29
დადგა სამსხვერპლო სრულადდასაწველთათვის საკრებულო კარვის სავანის შესასვლელში და აღავლინა მასზედ სრულადდასაწველი და პურის შესაწირი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
რომაელთა 12:1
ამიტომ, გევედრებით ძმებო, ღვთიური თანაგრძნობის მეშვეობით წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად, ანუ თქვენი გონივრული მსახურება.
გამოსვლა 22:29
პირველნაყოფი შენი მოსავლის სისავსისა და პირველდაწურული საწნახელისა, შემომწირე, არ დააგვიანო; შენს ძეთაგან პირმშო მე მომეცი.
ნეემია 10:35
რომ მოგვეტანა ჩვენი მიწის პირველნაყოფი და ყველა ხის პირველნაყოფი წლიდან წლამდე უფლის სახლში.
ლევიანნი 23:38
გარდა უფლის შაბათებისა, თქვენი ძღვენისა, აღთქმული შესაწირისა და ნებაყოფლობითი მისატანისა, რომელთაც თქვენ მისცემთ უფალს.
4 მეფეთა 12:4-5
უთხრა იოაშმა მღვდლებს: “მთელი შენაწირი ფული, რომელიც უფლის სახლში შემოდის, სულადობის მიხედვით გადახდილი ფულის მთელი შემოსავალი და მთელი ფული, რასაც გულით სწირავს უფლის ტაძარს ხალხი, აიღონ მღვდლებმა, თითოეულმა თავისი ახლობლისგან და შეაკეთონ ტაძარში ყველაფერი, რაც შესაკეთებელია.
ეზრა 3:5
ამის შემდეგ მუდმივად აღავლენდნენ სრულადდასაწველს ახალმთვარობისას და უფლის ყოველ წმიდა დღესასწაულზე; ყველასთვის, ვინც კეთილი ნებით სწირავდა შესაწირს უფალს.
მარკოზის 12:41-43
დაჯდა საგანძურის წინ იესო და აკვირდებოდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. მრავალმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა. მოვიდა ერთი ღარიბი ქვრივი და ჩაყარა ორი ლეპტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს. დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველაზე მეტი ჩადო.
მათეს 5:23-24
ამიტომ, თუ ძღვენს მიიტან სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენი საწინააღმდეგო, მიატოვე შენი ძღვენი სამსხვერპლოს წინ, წადი და ჯერ შენს ძმას შეურიგდი, შემდეგ დაბრუნდი და შესწირე შენი ძღვენი!
ამოსი 4:4-5
მიდით ბეთელში და შესცოდეთ, გაამრავლეთ დანაშაული გილგალში; ყოველ დილით შესწირეთ თქვენი მსხვერპლები და ყოველ მესამე დღეს – თქვენი მეათედები. სამადლობელ შესაწირს გაფუებული ცომისგან სწირავთ და ახმაურებთ თქვენს ნებაყოფლობით მსხვერპლებს, სახალხოდ ამზეურებთ, რადგან ასე გჩვევიათ, ძენო ისრაელისა! – ამბობს უფალი ღმერთი.
ლუკას 18:12
კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.
მათეს 23:23
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს რომ იხდით და ივიწყებთ უმთავრესს რჯულში – სამართალს, წყალობასა და რწმენას. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის მიგევიწყებინათ.
ფსალმუნები 75:11
აღუთქვით და აღუსრულეთ აღთქმანი უფალს, თქვენ ღმერთს; მის ირგვლივ ყველამ ძღვენი მიართვას საშიშს.
1 კორინთელთა 16:1-4
რაც შეეხება წმიდანებისთვის შეგროვებას, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით. ყოველი კვირის პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა თავისთან გადადოს და გადაინახოს თავისი შემოსავლიდან, რათა მანდ რომ მოვალ, მაშინ არ გროვდებოდეს. ხოლო, როცა მოვალ, ვისაც თქვენ ცნობთ სანდოდ, იმათ მივავლენ წერილებით თქვენი ძღვენის იერუსალიმში წასაღებად. და თუ იქ ჩემი წასვლაც საჭირო იქნება, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ.
ებრაელთა 13:16
არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და მოზიარეობა, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღმერთისთვის.
1 მეფეთა 6:3
უპასუხეს: “თუ ისრაელის ღმერთის კიდობნის გაგზავნა გინდათ, ძღვენის გარეშე ნუ გაგზავნით, შესწირეთ დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი; მაშინ განიკურნებით და გაიგებთ, რატომ არ გცილდებათ მისი ხელი”.
ლევიანნი 6:6
თვითონ კი მიიტანოს უფალთან ფარის უნაკლო ვერძი, შენი შეფასებით, როგორც დანაშაულის შესაწირი მღვდელთან.
1 მეფეთა 15:22
მაგრამ მიუგო სამუელმა: “განა ისევე ეამება უფალს სრულადდასაწველნი და მსხვერპლნი, როგორც უფლის ხმის მორჩილება? აჰა, მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია და მოსმენა – ვერძის ლურთებზე.
ფსალმუნები 39:6
მსხვერპლი და შესაწირი არ ისურვე, მაგრამ სასმენელი გამიხსენი; ცოდვის მსხვერპლი და სრულადდასაწველი არ მოგითხოვია;
1 მეფეთა 3:14
ამიტომაც დავუფიცე ყელის სახლეულს, რომ უკუნისამდე არ გამოისყიდება მისი სახლეულის ბრალი, არც მსხვერპლით და არც ძღვენით”.
ნეემია 13:31
შეშისა და პირველნაყოფთა შესაწირები დავადგინე განსაზღვრულ დროს. სასიკეთოდ გამიხსენე მე, ღმერთო ჩემო.
ეფესელთა 5:2
იარეთ სიყვარულში ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირად და მსხვერპლად, სასიამოვნო კეთილსურნელებად.
ამოსი 4:5
სამადლობელ შესაწირს გაფუებული ცომისგან სწირავთ და ახმაურებთ თქვენს ნებაყოფლობით მსხვერპლებს, სახალხოდ ამზეურებთ, რადგან ასე გჩვევიათ, ძენო ისრაელისა! – ამბობს უფალი ღმერთი.
ესაია 1:13
აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ისევე როგორც ახალმთვარობის და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები; ვერ ვიტან – ურჯულოებას და დღესასწაულს!
მალაქია 1:10
ნეტა რომელიმე თქვენგანს კარიბჭე ჩაეკეტა, რომ ფუჭად არ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე. ვერ მოგიწონებთ! – ამბობს ცაბაოთ უფალი, და ვერც თქვენი ხელით მორთმეულ ძღვენს მივიღებ.
ფსალმუნები 49:8
მსხვერპლისთვის კი არ გისაყვედურებ; შენი შესაწირები ყოველთვის ჩემს წინაშეა.