ძველი აღთქმა
ნეემია
101 აჰა ისინი, ვინც ბეჭდები დაუსვეს: ნეემია ხაქალიას ძე – განმგებელი, ციდკია, 2 სერაია, ყაზარია, იერემია, 3 ფაშხური, ამარია, მალქია, 4 ხატუში, შებანია, მალუქი, 5 ხარიმი, მერემოთი, ყობადია, 6 დანიელი, გინეთონი, ბარუქი, 7 მეშულამი, აბია, მიამინი, 8 მაყაზია, ბილგაი, შემაყია – ესენი მღვდლები იყვნენ. 9 და ლევიანები: იესო აზანიას ძე, ბინუი ხენადადის ძე, კადმიელი. 10 და მათი ძმები: შებანია, ჰოდია, კელიტა, ფელაია, ხანანი, 11 მიქა, რეხობი, ხაშაბია, 12 ზაქური, შერებია, შებანია, 13 ჰოდია, ბანი, ბენინუ. 14 ხალხის თავკაცები: ფაყროში, ფახათ-მოაბი, ყელამი, ზათუ, ბანი, 15 ბუნი, ყაზგადი, ბებაი, 16 ადონია, ბიგვაი, ყადინი, 17 ატერი, ხიზკია, ყაზური, 18 ჰოდია, ხაშუმი, ბეცაი, 19 ხარიფი, ყანათოთი, ნებაი, 20 მაგფიყაში, მეშულამი, ხეზირი, 21 მეშეზაბელი, ცადოკი, იადუაყი, 22 ფელეტია, ხანანი, ყანაია, 23 ოსია, ხანანია, ხაშუბი, 24 ჰალოხეში, ფილხა, შობეკი, 25 რეხუმი, ხაშაბნა, მაყასეია, 26 ახია, ხანანი, ყანანი, 27 მალუქი, ხარიმი და ბაყანა. 28 და დანარჩენი ხალხი, მღვდლები, ლევიანები, კარისმცველნი, მგალობელნი, ტაძრის მსახურები და ყველა სხვა ქვეყნების ხალხებს გამორიდებულნი და ღვთის რჯულისაკენ მოქცეულნი, მათი ცოლები, მათი ძეები, მათი ასულები ყველა მცოდნე და გამგები 29 შეუერთდნენ თავიანთ ძმებს, თავიანთ დიდებულებს, და წყევლითა და ფიცით შეიკრნენ, რათა ევლოთ ღვთის რჯულით, რომელიც მოსეს, ღვთის მსახურის, ხელით იყო მოცემული, და დაეცვათ და შეესრულებინათ უფლის, ჩვენი ღმერთის, ყველა მცნება, მისი სამართალი და მის წესები, 30 და რათა არ მიგვეცა ჩვენი ასულები სხვა ქვეყნის ხალხებისთვის და არც მათი ასულები შეგვერთო ჩვენი ძეებისთვის. 31 და რათა ქვეყნის სხვა ხალხთაგან, რომელთაც შაბათობით მიაქვთ გასაყიდად საქონელი და ყველანაირი ხორბლეული, არაფერი შეგვეძინა შაბათსა და წმიდა დღეს; და ყოველ მეშვიდე წელს თანანადები მიგვეტევებინა. 32 და წესად დავიდეთ, რომ წელიწადში გაგვეღო შეკელის მესამედი ჩვენი ღვთის სახლის სამსახურისათვის: 33 საწინაშეო პურისათვის, ყოველდღიურ პურთათვის და მუდმივი ძღვენისათვის, მუდმივი სრულადდასაწველისათვის, შაბათებისათვის, ახალმთვარობებისათვის, დღესასწაულებისათვის და წმიდა ნივთებისათვის, ისრაელის ცოდვის გამომსყიდველი მსხვერპლებისა და ჩვენი ღვთის სახლის ყოველნაირი საქმისათვის. 34 და წილი ვუყარეთ მღვდლებს, ლევიანებს და ხალხს შესაწირავი შეშის მოზიდვაზე, რათა ღვთის სახლში ეზიდათ მამისსახლთა მიხედვით დაწესებულ დროს, წლითიწლობით, უფლის, ჩვენი ღმერთის, სამსხვერპლოზე დასაწვავად, როგორც რჯულში სწერია. 35 და ჩვენ ვიკისრეთ ჩვენი მიწის პირველნაყოფისა და ყოველი ხეხილის პირველნაყოფის წლითიწლობით უფლის სახლში მიტანა, 36 ასევე ჩვენი ძეებიდან პირმშოების, ჩვენი პირუტყვიდან პირველმოგებულებისა, როგორც რჯულში სწერია და ჩვენი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის პირველმოგებულების მიტანა მღვდლებთან, ღვთის სახლში რომ მსახურობენ. 37 ასევე ჩვენი პირველი ცომისა, ჩვენი შესაწირავისა, ყველა ხეხილის ნაყოფისა, მაჭრისა და ზეთისა მღვდლებთან, ღვთის სახლის ოთახებში მიტანა. ასევე ჩვენი მიწიდან მეათედისა ლევიანთათვის; სწორედ ეს ლევიანები არიან, მეათედს რომ იღებენ ჩვენი სამსახურის ქალაქებიდან. 38 აარონიანი მღვდელი იქნება ლევიანებთან, როცა ლევიანები მეათედს მიიღებენ. ლევიანები ამ მეათედიდან მეათედს ჩვენი ღვთის სახლის საგანძურის ოთახებში მიიტანენ, 39 რადგან ისრაელის ძეთ და ლევიანებმა ამ ოთახებში უნდა მიიტანონ ხორბლის შესაწირავი, მაჭარი და ზეთი. იქ არის საწმიდარის ჭურჭელი, და იქ არიან მღვდლები და ტაძრის მსახურები, კარისმცველები და მგალობლები. და არ მივატოვებთ ჩვენი ღვთის სახლს.