საიდუმლო ბიბლიური ციტატები

იობი 11:7
ნუთუ გამოიკვლევ ღვთის სიღრმეებს და მიაღწევ ყოვლადძლიერის საზღვრებს?

დანიელი 2:28
მაგრამ არის ზეცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამმჟღავნებელი; მან აუწყა მეფე ნაბუქოდონოსორს, რაც უკანასკნელ დღეებში იქნება; ესაა შენი სიზმარი და ჩვენებანი, შენს საწოლზე რომ იხილე:

დანიელი 4:9
ბელტეშაცარ, გრძნეულთა უფროსო! ვიცი, რომ წმიდა ღმერთების სულია შენში და არავითარი საიდუმლო არ არის შენთვის დაფარული. აი, ხილვანი ჩემი სიზმრისა, მე რომ ვნახე. ამიხსენი მისი მნიშვნელობა.

დანიელი 4:18
ეს არის სიზმარი, მე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ ვიხილე და შენ, ბელტეშაცარ, ამიხსენი, რადგან ჩემი სამეფოს ბრძენთაგან არავის ძალუძს მისი მნიშვნელობის ახსნა; შენ კი ძალგიძს, იმიტომ, რომ წმიდა ღმერთების სულია შენში”.

ამოსი 3:7
რადგან, არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, ვიდრე არ გაუმხელს თავის საიდუმლოს თავის მსახურებს, წინასწარმეტყველებს.

მათეს 13:11
პასუხად კი უთხრა მათ: „იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცათა სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა, მათ კი არ მიეცათ.

ლუკას 8:10
მან თქვა: „თქვენ მოგეცათ ღმერთის სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა, სხვებს კი იგავებით მიეცათ ისე, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ.

ეფესელთა 3:4-9
და როცა წაიკითხავთ, შეგეძლებათ ჩაწვდეთ ჩემს ცოდნას ქრისტეს საიდუმლოში, რაც ადრინდელ თაობებში არ გამოცხადებიათ ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადა მის წმიდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით. რომ წარმართებიც თანამემკვიდრეები, სხეულის ნაწილები და აღთქმის თანაზიარნი არიან ქრისტეში ხარების მეშვეობით. სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი ღვთის მადლის ნიჭით, ჩემთვის მოცემული მისი ძალის მოქმედებით. მე, ყველა წმიდას შორის უმცირესს, მომეცა ეს მადლი, რათა წარმართთათვის მეხარებინა ქრისტეს აურაცხელი სიმდიდრე და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს გამგებლობა, ყოვლის შემქმნელ ღმერთში.

რომაელთა 16:25-27
ხოლო – მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება, ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც მიდუმებული იყო საუკუნეთაგან, ახლა კი გაცხადდა წინასწარმეტყველური წერილებით და მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას -ერთადერთ ბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

1 კორინთელთა 2:6-8
ხოლო სიბრძნეს ვლაპარაკობთ მოწიფულთა შორის, ოღონდ არა სიბრძნეს ამ წუთისოფლისას ან წუთისოფლის მთავრებისას, რომლებიც წარმავალნი არიან, არამედ ვლაპარაკობთ ღვთის სიბრძნეს, იდუმალებაში დაფარულს, რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისთვის. რაც ვერავინ შეიცნო წუთისოფლის მთავართაგან; ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს არ აცვამდნენ დიდების უფალს.

კოლოსელთა 1:25-27
რომლის მსახურიც გავხდი მე, ღვთის განგებით, თქვენთვის რომ მომეცა, რათა აღვასრულო ღვთის სიტყვა, ეს არის საიდუმლო, რომელიც დაფარული იყო საუკუნეებისა და თაობებისგან, და ახლა გაემხილათ მის წმიდებს, რომელთათვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, რა არის ამ საიდუმლოს დიდების სიმდიდრე ერებს შორის: რომელიც არის ქრისტე თქვენში, დიდების იმედი,

ეფესელთა 1:9-10
გვაუწყა რა თავისი ნების საიდუმლო თავისი სურვილით, წინასწარ რომ განიზრახა მასში. რათა განეგო ჟამთა სისავსე და ქრისტეში მოეყარა თავი ყოველივეს, რაც ცაშია და რაც დედამიწაზეა;

კოლოსელთა 2:2
რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონიერების ყოველგვარი სიმდიდრის მისაღებად, რათა შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო,

1 ტიმოთეს 3:16
უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის ეს საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცში, გამართლებულ იქნა სულში, დანახულ იქნა ანგელოზების მიერ, ნაქადაგები იქნა ერებს შორის, რწმენით იქნა მიღებული ქვეყნიერებაზე და ამაღლდა დიდებაში.

რომაელთა 11:25
რადგან არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყრდნობოდეთ თქვენს სიბრძნეს: ნაწილობრივ სიჯიუტე მოუხდა ისრაელს, ვიდრე წარმართთა სისავსე არ მივა ღმერთთან.

1 კორინთელთა 15:51-53
აი, საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით; ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას; ახმიანდება საყვირი და უხრწნელად აღდგებიან მკვდრები, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს.

გამოცხადება 10:7
მაგრამ მეშვიდე ანგელოზის ხმის დღეებში, როცა ის დააყვირებს საყვირს, აღსრულდება ღვთის საიდუმლო, თავის მსახურ წინასწარმეტყველებს რომ ახარა.

გამოცხადება 17:5-8
შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: „დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედა”. და დავინახე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწმეთა სისხლით, და როცა ვიხილე, დიდად გამიკვირდა. მაშინ მითხრა ანგელოზმა: „რატომ გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ამ დედაკაცისა და შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცისა, მას რომ ატარებს. მხეცი, შენ რომ იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ უფსკრულიდან ამოვა და დაღუპვისკენ წავა; დედამიწის მკვიდრთ, რომელთა სახელებიც ქვეყნიერების შექმნიდან არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, გაუკვირდებათ, მხეცს რომ დაინახავენ, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.

ეფესელთა 6:19
ჩემთვისაც, რათა მომეცეს სიტყვა – ჩემი პირით თამამად ვაუწყო სახარების საიდუმლო,

კოლოსელთა 4:3
ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა სიტყვის კარი გაგვიღოს ღმერთმა, ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც შებორკილი ვარ,

2 თესალონიკელთა 2:7
ვინაიდან ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, ოღონდ ახლა არის შემკავებელი, სანამ გაყვანილ იქნება შუაგულიდან.

1 კორინთელთა 13:2
წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი ცოდნა, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი.

1 კორინთელთა 14:2
ვინაიდან ენებით მოლაპარაკე ადამიანებს კი არა, ღმერთს ელაპარაკება და არავის ესმის, რადგან საიდუმლოებებს ლაპარაკობს სულით.

ეფესელთა 5:31-32
ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას და მიეწებება თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან. დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტესა და ეკლესიაზე.

მეორე რჯული 29:29
დაფარული – უფალს, ჩვენს ღმერთს ეკუთვნის, გაცხადებული კი ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რათა შევასრულოთ ამ რჯულის ყოველი სიტყვა”.

რომაელთა 11:33-36
ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები! რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება. ვინ იყო მისი მრჩეველი? ან ვინ რა მისცა მას წინასწარ, რომ უკან დაუბრუნოს? რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ!

რომაელთა 9:11-23
ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული კარგი ან ცუდი, რათა ღმერთის განზრახვა, მისი არჩევნის თანახმად მომხდარიყო; საქმეთა მიხედვით კი არა, მომწოდებლისაგან ეთქვა მას: „უფროსი დაემონება უმცროსს”. როგორც წერია: „შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე”. თუ ასეა, რაღა ვთქვათ, ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც! რადგან ეუბნება მოსეს: „მოწყალე ვიქნები მათთვის, ვისაც შევიწყალებ და შემბრალე – მათთვის, ვისაც შევიბრალებ”. ამრიგად, ეს დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე. ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს: „სწორედ ამისათვის დაგადგინე, რომ ჩემი ძალა ვაჩვენო შენზე და ჩემი სახელი განითქვას მთელს დედამიწაზე”. ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინც სურს, მას გააჯიუტებს. შენ მეტყვი: აბა, რაღატომ სდებს ბრალს? მის ნებას ვინ აღუდგებაო წინ? ვინ ხარ შენ, ადამიანო, რომ ეკამათები ღმერთს? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენიო ასე? ნუთუ მექოთნეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ ერთი და იგივე თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო? მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელობით იტანდა დასაღუპად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს, რათა აუწყოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად,

1 პეტრეს 1:10-12
ამ ხსნას იძიებდნენ და იკვლევდნენ წინასწარმეტყველნი, თქვენთვის განკუთვნილ მადლზე რომ წინასწარმეტყველებდნენ. იკვლევდნენ, როგორ და რა დროზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ უმოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და ტანჯვის შემდგომ დიდებას. რომელთაც გამოეცხადათ, რომ მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ახლა გეუწყათ მახარებლისგან, ციდან მოვლენილი სულიწმიდის მიერ, და რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები.

რომაელთა 8:29-30
ვინაიდან, ვინც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს პირმშო მრავალ ძმას შორის; ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ მოუწოდა კიდეც, და ვისაც მოუწოდა, ისინი გაამართლა კიდეც; და ვინც გაამართლა, ისინი განადიდა კიდეც.

1 ტიმოთეს 3:8-9
დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, არა ანგარნი, რათა წმიდა სინდისში ინახავდნენ რწმენის საიდუმლოებას.


მსგავსი თემები:

ღმერთი ამჟღავნებს საიდუმლოებებს     ღვთის სასუფევლის შესახებ ცოდნა      ღვთის ნების ცოდნა