ღვთის სასუფევლის შესახებ ცოდნა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 58:13
მოსპე რისხვით, მოსპე რომ აღარ იყვნენ და შეიტყონ, რომ ღმერთი ბატონობს იაკობზე, ქვეყნიერების კიდით-კიდემდე.

დანიელი 5:21
განიდევნა კაცთა ძეთაგან; გულით მხეცს დაემსგავსა და ველურ ვირებთან ცხოვრობდა; ხარივით ბალახს აჭმევდნენ და სხეული ციური ნამით უსველდებოდა, ვიდრე არ მიხვდა, რომ უზენაესი ღმერთი განაგებს ადამიანთა სამეფოს და ვისაც უნდა, იმას აყენებს მასზე.

იოველი 2:27
მიხვდებით, რომ ისრაელის წიაღში ვარ და მე, უფალი ვარ თქვენი ღმერთი! სხვა არავინაა! და არ შერცხვება ჩემი ხალხი საუკუნოდ.

ლუკას 1:4
რათა შეიცნო იმ მოძღვრების საიმედოობა, რომლითაც განისწავლე.

ლუკას 1:77
რათა მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა, მათი ცოდვების მიტევების მეშვეობით,

ლუკას 8:10
მან თქვა: „თქვენ მოგეცათ ღმერთის სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა, სხვებს კი იგავებით მიეცათ ისე, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ.

ლუკას 10:11
თქვენი ქალაქის მტვერს, ფეხებზე რომ მოგვეკრო, ვიბერტყავთ თქვენს წინაშე; ოღონდ ესეც იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ-თქო ღმერთის სამეფო.

ლუკას 21:31
ასევე, როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოა ღმერთის სამეფო.

იოანეს 4:10
უპასუხა იესომ: „შენ რომ იცოდე ღვთის საჩუქარი და ის, თუ ვინ გთხოვს, წყალი დამალევინეო, შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს“.

ეფესელთა 1:18
და გაანათლოს თქვენი გონების თვალნი, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის;

იოანეს 10:38
და თუ ვაკეთებ და ჩემი არ გწამთ, საქმეებს მაინც ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ მამა ჩემშია და მე მამაში ვარ“.

იოანეს 14:20
იმ დღეს გაიგებთ, რომ მე მამაჩემში ვარ, თქვენ ჩემში ხართ, და მე – თქვენში.

1 იოანე 5:20
ვიცით ისიც, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონიერება, რა­თა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ ღმერთის ჭეშმარიტ ძეში, იესო ქრისტეში. ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.

გამოცხადება 3:9
აჰა, გადმოგცემ სატანის სინაგოგიდან მათ, ვინც იუდეველს უწოდებს თავის თავს და არ არის, არამედ ცრუობს. აჰა, ისე მოვაწყობ, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენს ფერხთა წინაშე, და გაიგებენ, რომ მე შეგიყვარე.

ესაია 49:26
თავისივე ხორცს შევაჭმევ შენს შემჭირვებელთ; საკუთარი სისხლით ისე დათვრებიან, როგორც ტკბილი ღვინით. შეიტყობს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალი ვარ შენი მხსნელი, და შენი გამომსყიდველი – ძლიერი იაკობისა“.

1 კორინთელთა 2:12
ჩვენ კი მივიღეთ არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღვთისგან, რათა ვიცოდეთ ღვთის მიერ ჩვენთვის მონიჭებული.