Homeბიბლიაახალი აღთქმა

გამოცხადება 10

ახალი აღთქმა
იოანე მოციქულის გამოცხადება
ძლიერი ანგელოზი გადაშლილი წიგნით

101 ვიხილე სხვა ანგელოზი, ძლიერი, ციდან ჩამომავალი, ღრუბლით შემოსილი, თავზე ცისარტყელით. მისი სახე იყო, როგორც მზე, და მისი ფეხები, როგორც ცეცხლის სვეტები. ხელთ ჰქონდა გადაშლილი პატარა წიგნი. მარჯვენა ფეხი ზღვას დააბიჯა, ხოლო მარცხენა – მიწას. და დაიძახა დიდი ხმით, როგორც ლომი ღრიალებს, და როდესაც დაიძახა, თავ-თავისი ხმით ალაპარაკდა შვიდი ქუხილი. როცა შვიდი ქუხილი ლაპარაკობდა თავისი ხმით, ჩაწერა დავაპირე და ჩამომესმა ხმა ციდან, რომელმაც მითხრა: „დაბეჭდე, რასაც ლაპარაკობდა შვიდი ქუხილი, და ნუ დაწერ ამას“. ანგელოზმა კი, რომელიც ვიხილე ზღვასა და მიწაზე მდგომი, ცისაკენ აღაპყრო თავისი მარჯვენა ხელი და დაიფიცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი, რომელმაც შექმნა ცა და რაც მასშია, მიწა და რაც მასშია, ზღვა და რაც მასშია, რომ დრო აღარ იქნება. ანგელოზის ხმის დღეებში, როცა ის დააყვირებს საყვირს, აღსრულდება ღვთის საიდუმლო, როგორც მან ახარა თავის მსახურთ – წინასწარმეტყველებს.
ხმა, რომელიც მოვისმინე ციდან, კვლავ დამელაპარაკა და მითხრა: „მიდი და აიღე გადაშლილი პატარა წიგნი, რომელიც იმ ანგელოზის ხელშია, ზღვასა  და მიწაზე რომ დგას“. მივედი ანგელოზთან და ვუთხარი მას: „მომეცი მომცრო წიგნი“. მან მითხრა: „აიღე და შეჭამე იგი, და მწარეს გახდის შენს მუცელს, მაგრამ შენს პირში თაფლივით ტკბილი იქნება“. 10 ავიღე პატარა წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბო პირში და, როცა შევჭამე იგი, მუცელი გამიმწარდა. 11 მითხრეს: „შენ მოგიწევს კვლავ იწინასწარმეტყველო ხალხებსა და ერებზე, ენებსა და მრავალ მეფეებზე“.

თავი მეცხრე                                                                                                                                თავი მეთერთმეტე

COMMENTS