რიცხვნი 22:17-18
რადგან ძალიან დიდ პატივს გცემ, და ყველაფერს, რასაც მეტყვი, გავაკეთებ. წამოდი, დამიწყევლე ეს ხალხი.’” „თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, ვერ გადავალ ჩემი ღმერთის ბრძანებას. ვერც მცირეს რასმე გავაკეთებ, ვერც დიდს.
მსაჯული 16:4-5
და ამის შემდეგ მას ქალი შეუყვარდა სორეკის ხეობაში, და მისი სახელი იყო დალილა. და მივიდნენ ქალთან ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: „შეაცდინე იგი და ნახე, რაშია მისი დიდი ძალა, რა უნდა ვიღონოთ მის დასაძლევად და შესაკრავად, რომ დავიმორჩილოთ იგი; და თითოეული ჩვენგანი ათას ვერცხლს მოგცემს.”
1 მეფეთა 8:3
არ გაჰყვნენ შვილები მამის გზას, ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ.
3 მეფეთა 15:18-19
და აიღო ასამ მთელი ოქრო-ვერცხლი, რაც კი სამეფო სახლის საგანძურებში იყო დარჩენილი, და მისცა ხელში თავის მსახურთ. მიაგზავნა ისინი მეფე ასამ ბენ-ჰადადთან, ტაბრიმონის ძესთან, ხეზიონის ძისა, არამის მეფესთან, დამასკოში რომ იჯდა, და შეუთვალა: „იყოს კავშირი ჩვენს შორის, როგორც ჩვენს მამებს შორის იყო. აჰა, გიგზავნი ძღვნად ოქრო-ვერცხლს; გაწყვიტე კავშირი ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან, და ჩამომეხსნება.”
ნეემია 6:10-13
შემაყიას, დელაიას ძის, მეჰეტაბელის ძის, ვაჟს მივაკითხე და შინ იყო ჩაკეტილი; და მითხრა: „წავიდეთ ღვთის სახლში, შიგ ტაძარში, და ჩავკეტოთ ტაძრის კარი, რადგან შენს მოსაკლავად მოდიან; და ამაღამ მოვლენ შენს მოსაკლავად.” და ვუთხარი: „ჩემნაირი კაცი უნდა გაიქცეს? განა ჩემისთანა კაცი სიცოცხლის გადასარჩენად ტაძარში შევა? არ შევალ!” მივხვდი, ღვთის გამოგზავნილი რომ არ იყო. თუმცა კი წინასწარმეტყველურად მელაპარაკა, და, რომ ტობიასა და სანბალატს ჰყავდათ იგი მოსყიდული. მოსყიდული იმისთვის იყო, რომ შემშინებოდა, იმგვარად მოვქცეულიყავი და ცოდვა ჩამედინა; ამით ისინი სახელს გამიტეხდნენ და ჩემს დასაცინად გამოიყენებდნენ.
ესთერი 3:8
და უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: „არის ერთი ხალხი განთესილი და გაფანტული სხვა ხალხებს შორის შენი სამეფოს ყველა სამთავროში. მათი რჯული განსხვავდება ყველა ხალხის რჯულისაგან, და არ ასრულებენ მეფის კანონებს, და არ შეშვენის მეფეს მათი დატოვება.
მათეს 27:3-9
როცა იუდამ, მისმა გამცემმა, დაინახა, რომ მას მსჯავრი დასდეს, ინანა და უკან მიუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებს და უხუცესებს, და უთხრა: „შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი.” მათ უთხრეს: „ჩვენ რა? შენ იცი.” და დაყარა ვერცხლი ტაძარში, გამოვიდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. მღვდელმთავრებმა აიღეს ის ვერცხლი და თქვეს: „არ იქნება ამის ტაძრის საგანძურში დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია.” მოითათბირეს და იყიდეს იმით მეთუნის მინდორი უცხოთა დასამარხად. ამის გამო იმ მინდორს დღემდე ეწოდება სისხლის მინდორი. მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელმაც თქვა: „და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასი შეფასებულისა, ვინც შეფასდა ისრაელიანთა მიერ,
მათეს 28:12-15
ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, მოითათბირეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს და უთხრეს: „თქვით, მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს იგი, როცა ჩვენ გვეძინა-თქო. და თუ ამას განმგებელი გაიგებს, ჩვენ დავარწმუნებთ მას და აგარიდებთ უსიამოვნებას.” მათაც აიღეს ვერცხლი და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. გავრცელდა ეს ნათქვამი იუდეველებს შორის დღევანდელ დღემდე.
საქმეები 8:18
როცა დაინახა სიმონმა, რომ მოციქულთა ხელების დასხმით ეძლეოდათ სულიწმიდა, ფული მიუტანა მათ.
საქმეები 24:25
როცა ის ლაპარაკობდა სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ განკითხვაზე, ფელიქსი შეშინდა და მიუგო: „ახლა წადი და, როცა მოვიცლი, დაგიძახებ.”