მთავარითემები „მ"მოთმინების მაგალითები

მოთმინების მაგალითები

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 4:12
    ვშრომობთ ჩვენი ხელით. გვლანძღავენ – ვლოცავთ, გვდევნიან – ვითმენთ,
  2. 1 თესალონიკელთა 1:3
    განუწყვეტლივ ვიხსენებთ თქვენი რწმენის საქმეს და სიყვარულის შრომას და ჩვენი უფლის იესო ქრისტესადმი, ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე, თქვენს იმედიან მოთმინებას,
  3. 2 თესალონიკელთა 1:4
    ამიტომ ვიქადით თქვენით ღმერთის ეკლესიებში, თქვენი მოთმინებით და რწმენით ყოველ დევნასა და გასაჭირში, რასაც ითმენთ.
  4. 2 ტიმოთეს 3:10-11
    შენ კი მომყევი მე მოძღვრებაში, ქცევაში, განზრახვაში, რწმენაში, დიდსულოვნებაში, სიყვარულში, მოთმინებაში, დევნებში, ტანჯვებში, რაც შემემთხვა მე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრაში. რა დევნანი არ გადავიტანე და ყველაფრისაგან მიხსნა უფალმა.
  5. იაკობის 5:11
    აჰა, ჩვენ ნეტარად მივიჩნევთ მათ, ვინც დაითმინა. იობის მოთმინება გსმენიათ და მისი უფლისმიერი ბოლო გინახავთ, რადგან მრავალმოწყალე და შემწყნარებელია უფალი.
  6. გამოცხადება 2:3
    და ითმენ და იტანჯები ჩემი სახელისათვის და არ მოქანცულხარ.

← ყველა თემა „მ"-ზე

Close
Close