ღვთიური დაცვის მაგალითები – ბიბლიური ციტატები

დაბადება 35:5
და აიყარნენ ისინი. და იყო ღვთის შიში გარშემო ქალაქებზე და არ დაედევნენ უკან იაკობის ძეთ.

გამოსვლა 14:20
და ჩადგა ეგვიპტელთა და ისრაელის ბანაკთა შორის – და იყო ღრუბელი და სიბნელე – და გაანათა ღამე, და არ მიახლოვებიან ერთმანეთს მთელ იმ ღამეს.

4 მეფეთა 6:17
და ილოცა ელისემ და თქვა: „უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს.“ და აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.

ეზრა 8:31
და დავიძარით მდინარე აჰავადან იერუსალიმში წასასვლელად პირველი თვის მეთორმეტე დღეს; და ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე და გვიხსნიდა ჩვენი მტრის ხელიდან და გზაში ჩასაფრებულთაგან.

დანიელი 6:22
ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი მოავლინა, ლომებს პირები აუკრა და მათაც არა მავნეს რა, რადგან ღვთის წინაშეც სუფთა აღმოვჩნდი და შენს წინაშეც ბრალი არა მაქვს, მეფეო.“

გამოცხადება 7:3
„ნუ ავნებთ მიწას, ზღვასა და ხეს, ვიდრე ჩვენი ღმერთის მსახურთ ბეჭდებს დავასვამთ შუბლზე.“