იესო ნავეს ძე 24:15-25
და თუ ბოროტებად თვლით თქვენს თვალში უფლის მსახურებას, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ – იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ იორდანეს გაღმა, თუ – ამორელთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც მკვიდრობთ; მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით”. მიუგო ხალხმა და თქვა: „შორს იყოს ჩვენგან ისეთი საქმე, რომ უფალი მივატოვოთ და სხვა ღმერთებს ვემსახუროთ! რადგან უფალია ჩვენი ღმერთი, მან ამოგვიყვანა ჩვენ და ჩვენი მამები ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, მან მოიმოქმედა ჩვენს თვალწინ დიადი სასწაულები და გვიცავდა ყოველ გზაზე, რომელზეც დავდიოდით და ყველა ხალხში, რომელთა შორისაც გავიარეთ. განდევნა უფალმა ჩვენგან ყველა ხალხი და ამორელნიც, ამ ქვეყნის მკვიდრნი. ჩვენც ვემსახურებით უფალს, რადგან ისაა ჩვენი ღმერთი”. უთხრა იეშუამ ხალხს: „ვერ შეძლებთ უფლის მსახურებას, რადგან წმიდა ღმერთია იგი – ეჭვიანი ღმერთია, არ გაპატიებთ დანაშაულსა და ცოდვებს. თუ მიატოვებთ უფალს და უცხო ღმერთებს დაუწყებთ მსახურებას, მოგიბრუნდებათ, ბოროტებას დაგათევთ და ბოლოს მოგიღებთ, მას შემდეგ, რაც სიკეთე გიყოთ”. უპასუხა ხალხმა იეშუას: „არა, მხოლოდ უფალს გვინდა ვემსახუროთ!” უთხრა იეშუამ ხალხს: „თქვენვე ხართ თქვენი თავის მოწმენი, რომ უფალი აირჩიეთ, რათა მას ემსახუროთ!” უპასუხეს: „მოწმენი ვართ!” „ახლა მოიშორეთ უცხო ღმერთები, თქვენ შორის რომ არიან და მომართეთ თქვენი გული უფლის, ისრაელის ღმერთისკენ”. უთხრა ხალხმა იეშუას: „უფალს, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და შევისმენთ მის ხმას”. იმ დღეს დადო იეშუამ აღთქმა ხალხთან და მისცა მათ წესი და სამართალი შექემში.
1 მეფეთა 17:32-37
უთხრა დავითმა საულს: „ნურავის შეუდრკება გული ამის გამო! წავა შენი მსახური და შეებრძოლება იმ ფილისტიმელს”. უთხრა საულმა დავითს: „ვერ შეძლებ იმ ფილისტიმელთან შებრძოლებას, რადგან ყმაწვილი ხარ, ის კი, სიყრმიდან მებრძოლი კაცია”. მიუგო დავითმა: „მწყემსავდა შენი მსახური თავის მამის ცხვარს და როცა ლომი ან დათვი დაგვეცემოდა და ფარიდან კრავს გაიტაცებდა, უკან მივდევდი, ვკლავდი და პირიდან ვგლეჯდი კრავს. ხოლო თუ ჩემზე გამოიწევდა, ფაფარში ჩავავლებდი ხელს და იქვე ვკლავდი. ორივე მოუკლავს შენს მსახურს, ლომიც და დათვიც; ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივეს ვუზამ, რადგან ცოცხალი ღმერთის მხედრობა გალანძღა”. თქვა დავითმა: „უფალი, რომელმაც ლომისა და დათვისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელისგანაც მიხსნის!” მიუგო საულმა დავითს: „წადი და უფალი იყოს შენთან”.
ეზეკიელი 14:14
და რომ იქ აღმოჩნდეს სამი კაცი: ნოე, დანიელი და იობი, ისინი თავიანთი სიმართლით გადარჩებიან! – ამბობს უფალი ღმერთი. –
იაკობის 5:10-11
ჩემო ძმებო, ტანჯვისა და სულგრძელობის მაგალითად გყავდეთ წინასწარმეტყველები, რომლებიც უფლის სახელით ლაპარაკობდნენ. აჰა, ჩვენ შევნატრით მათ, რომლებმაც დაითმინეს. იობის მოთმინება გაგიგონიათ და უფლისმიერი ბოლო გინახავთ, რადგან შემბრალე და თანამგრძნობია უფალი.
ფილიპელთა 3:17
ძმებო, იყავით ჩემი მომბაძველები და დაუკვირდით მათ, ვინც იმ ნიმუშის თანახმად იქცევა, ჩვენში რომ გაქვთ.
იოანეს 13:15
მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ.
1 კორინთელთა 11:1
მომბაძეთ მე, როგორც მე – ქრისტეს.
მსგავსი თემები:
მაგალითების დანიშნულება სულში ცხოვრების მაგალითები რწმენის მაგალითები წინამძღოლობის მაგალითები მოთმინების მაგალითები ცუდი მაგალითები მიძღვნის მაგალითები გამბედაობის მაგალითები თანაგრძნობის მაგალითები მსჯავრის დადების მაგალითები გამხნევების მაგალითები გულმოდგინების მაგალითები ღვთიური დაცვის მაგალითები აშენების მაგალითები დამსაქმებელთა