53 ისროლა ერთმა დედაკაცმა წისქვილის ქვის ნატეხი, მოხვდა აბიმელექს თავში და გაუტეხა თავის ქალა. 54 მაშინვე მოუხმო თავის საჭურველთმტვირთველს და უთხრა: „იშიშვლე მახვილი და მომკალი, რათა არა თქვან, დედაკაცმა მოკლაო”. უგმირა მისმა მსახურმა და მოკლა.
ბიბლია ქართულად — თემები, მუხლები, აუდიო
ძველი აღთქმა · მსაჯულნი