HomeUncategorized

მსაჯული 17

ძველი აღთქმა
მსაჯული
171 და იყო კაცი ეფრემის მთიდან, და სახელად ერქვა მიქაიეჰუ. 2 და უთხრა მან თავის დედას: „ათას ასი ვერცხლი, რომელიც წაღებულია შენგან და რომლის გამოც დაიწყევლე და ჩემს გასაგონადაც თქვი, აჰა, ეს ვერცხლი ჩემთანაა, ჩემი აღებულია.” და თქვა დედამისმა: „კურთხეულ იყავ, შვილო ჩემო, უფლის მიერ!” 3 და დაუბრუნა მან ათას ასი ვერცხლი თავის დედას. და თქვა დედამისმა: „შეწირვით შემიწირავს ჩემი ხელით ეს ვერცხლი უფლისათვის ჩემი ძის სახელზე, რათა გაკეთდეს მისგან ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი. და ახლა შენთვის დამიბრუნებია.” 4 და როცა მან დაუბრუნა ის ვერცხლი დედამისს, და აიღო დედამისმა ორასი ვერცხლი, და მისცა გადამდნობელს, და გააკეთა მან ქანდაკი; და იდგა იგი მიქაიეჰუს სახლში. 5 ამ კაცს, მიქას, ჰქონდა ღვთის სახლი. და გააკეთა მან ეფოდი და თერაფიმი. და აკურთხა ერთ-ერთი თავისი ვაჟი. და ჰყავდა იგი მღვდლად. 6 იმ დღეებში ისრაელს მეფე არ ჰყავდა და, ვისაც რა უნდოდა, იმას აკეთებდა. 7 და იყო ერთი ყმაწვილი იუდას ბეთლემიდან, და ლევიანი იყო იგი და იქ ცხოვრობდა. 8 და ეს კაცი წავიდა ქალაქიდან, იუდას ბეთლემიდან, რათა იქ შეხიზნულიყო, სადაც ადგილს ნახავდა, და მიადგა მიქას სახლს ეფრემის მთაში, თავისი გზით მიმავალი. 9 და ჰკითხა მას მიქამ: „საიდან მოდიხარ?” და უთხრა: „ლევიანი ვარ იუდას ბეთლემიდან და მივდივარ, რომ ხიზნად დავდგე, სადაც ადგილს ვნახავ.” 10 და უთხრა მას მიქამ: „დარჩი ჩემთან და გამიხდი მამად და მღვდლად; წლიურად ათ ვერცხლს მოგცემ, ასევე სამოსელსა და საზრდოს. 11 და დაყაბულდა ლევიანი დარჩენილიყო იმ კაცისას, და გახდა ყმაწვილი მისთვის, როგორც ერთი მისი ძეთაგანი. 12 და აკურთხა მიქამ ლევიანი, და გახდა ეს ყმაწვილი მისი მღვდელი და ცხოვრობდა მიქას სახლში. 13 და თქვა მიქამ: „ახლა ვიცი, სიკეთეს მომაგებს უფალი, რადგან ლევიანი მყავს მე მღვდლად.”
თავი მეთექვსმეტე                                                                                                                       თავი მეთვრამეტე
Newer Post

COMMENTS