მთავარი › ბიბლია › ლუკას სახარება

ახალი აღთქმა · ლუკას სახარება

ლუკას 20:20-26

20 და უთვალთვალებდნენ მას, მიუგზავნეს მსტოვრები, რომლებიც თავს მართალ ადამიანებად აჩვენებდნენ, რათა სიტყვაში დაეჭირათ და ხელისუფლებისათვის და გამგებლის ხელმწიფებაში გადაეცათ. 21 ჰკითხეს მას და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ სიმართლეს ლაპარაკობ და ასწავლი, არავის მიჰკერძებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას. 22 უნდა მივცეთ თუ არა ხარკი კეისარს?“ 23 მიუხვდა მათ მზაკვრობას და უთხრა: 24 „მიჩვენეთ დინარი: ვისია ეს სახე და წარწერა?“ თქვეს: „კეისრისა.“ 25  უთხრა მათ: „მაშ, მიეცით კეისრისა კეისარს და ღმერთისა – ღმერთს.“ 26 ვერ შეძლეს მისი სიტყვაში დაჭერა ხალხის წინაშე. გაუკვირდათ მისი პასუხი და დადუმდნენ.

ლუკას სახარება — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
Close
Close