ლუკას 2:1-14

By
ნოემბერი 18, 2014
1 იმ დღეებში გამოვიდა ავგუსტუს კეისრის ბრძანება, აღეწერათ მთელი ქვეყანა. 2 ეს აღწერა პირველი იყო და მოხდა ის სირიაში კვირინიუსის გამგებლობისას. 3 და მიდიოდა ყველა აღსაწერად, თითოეული თავის ქალაქში. 4 იოსებიც
ავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც
ეწოდება ბეთლემი, რადგან იგი დავითის სახლიდან და საგვარეულოდან იყო. 5 რათა აღწერილიყო თავის დანიშნულთან, მარიამთან, ერთად, რომელიც ორსულად იყო. 6 მათი იქ ყოფნისას დაუდგა მარიამს მშობიარობის ჟამი. 7 და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და დააწვინა ბაგაში, რადგან სასტუმროში მათთვის ადგილი არ იყო. 8 იმ მხარეში მწყემსები მინდვრად იყვნენ გასული და ღამის დარაჯად უდგნენ თავიანთ სამწყსოს. 9 და, აჰა, უფლის ანგელოზი დაადგა მათ თავზე და უფლის დიდება გამოუბრწყინდა მათ და შეეშინდათ დიდი შიშით. 10 და უთხრა მათ ანგელოზმა: „ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისთვის იქნება: 11 რადგან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. 12 და ეს გექნებათ ნიშნად: იპოვით ჩვილს, შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს.“ 13 და უეცრად გაჩნდა ანგელოზთან ერთად დიდძალი ციური ლაშქარი და აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: 14 „დიდება მაღალთა შინა ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე კეთილი ნების ადამიანებს!“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close