15 ზოგიერთი ამბობდა: „ეშმაკთა მთავრით, ბელზებულით, დევნის ეშმაკებს.“ 16 სხვანი გამოსაცდელად მოითხოვდნენ მისგან ნიშანს ციდან. 17 ხოლო მან იცოდა მათი ფიქრები და უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ არის გაყოფილი, გაუდაბურდება და სახლი სახლზე დაემხობა. 18 და თუ სატანა გაყოფილია თავისი თავის წინააღმდეგ, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? – რადგან ამბობთ, რომ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს. 19 თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი შვილები ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები. 20 თუ მე ღმერთის თითით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სასუფეველი.