ღვთის სამყაროზე პასუხისმგებლობა ბიბლიური ციტატები

რომაელთა 13:3-4
რადგან მთავარნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისათვის, არამედ ბოროტთათვის. თუ გსურს, რომ ხელმწიფებისა არ გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან. ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს. ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე.

იგავნი 16:12
სისაძაგლეა მეფეთათვის უკანონობის ქმნა, რადგან სიმართლით ფუძნდება ტახტი.

იგავნი 31:4-5
მეფეებს არ შეეფერებათ, ლემუელ, მეფეებს არ შეეფერებათ ღვინის სმა, და არც მთავრებს შეეფერებათ მაგარ სასმელთა სიყვარული,  რათა არ სვამდეს და არ ივიწყებდეს კანონებს, არ ამრუდებდეს ჩაგრულთა სამართალს.

მეორე რჯული 27:19
‘წყეულიმც იყოს, ვინც გაამრუდოს სამართალი ხიზნისა, ობლისა და ქვრივისა!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’

იგავნი 14:31
გლახაკის მჩაგვრელი გმობს თავის გამჩენს, ღატაკის შემწყალე კი მისი პატივისმცემელია.

იგავნი 17:5
ღარიბის აბუჩად ამგდები თავის გამჩენს გმობს. მოყვასის უბედურების მოხარული ვერ გაექცევა სასჯელს.

იგავნი 29:4
მეფე სამართლით დააფუძნებს ქვეყანას, ხოლო მექრთამე კაცი დაამხობს მას.

1 პეტრეს 5:2
მწყემსეთ ღვთის სამწყსო, რომელიც თქვენს შორისაა, არა იძულებით, არამედ ნებით და ღვთისათვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებისათვის, არამედ გულმოდგინებით.

იოანეს 21:15-17
რომ ისაუზმეს, იესო ეუბნება სიმონ-პეტრეს: „სიმონ იოანესო, ამათზე მეტად გიყვარვარ?” ეუბნება მას: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.” ეუბნება მას: „აძოვე ჩემი კრავები.” ეუბნება მას კვლავ მეორედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?” ეუბნება მას: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.” ეუბნება მას: „დამწყსე ჩემი ცხვრები.” ეუბნება მას მესამედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?” პეტრე დაღონდა, მესამედ რომ უთხრა: „გიყვარვარ”? და ეუბნება მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ!” ეუბნება მას იესო: „აძოვე ჩემი ცხვრები.

საქმეები 20:28
გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.

2 ტიმოთეს 2:15
ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად.

2 ტიმოთს 4:2
იქადაგე სიტყვა, დაჟინებით, დროულად და უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი სულგრძელებითა და სწავლებით.

ეზეკილი 33:6
გუშაგი კი, თუ დაინახავს მომავალ მახვილს და არ ჩაჰბერავს საყვირს და ხალხი არ გაფრთხილდება, მაშინ მოვა მახვილი და წაართმევს მათ სულს. ის მისი ურჯულოების გამო იქნება წაყვანილი, მის სისხლს კი გუშაგის ხელიდან მოვიკითხავ.’

ეფესელთა 5:25
მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,

ტიტეს 4:2
რათა ასწავლონ ყმაწვილქალებს, უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები,

ეფესელთა 5:22
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.

1 პეტრეს 3:7
თქვენც, ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უუძლურეს ჭურჭელს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.

1 პეტრეს 3:1
ასევე ცოლები დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს, რათა ისინი, ვინც არ ერწმუნებიან სიტყვას, სიტყვის გარეშე გახდნენ მოგებულნი თავიანთი ცოლების საქციელით,

ეფესელთა 6:4
თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.

მეორე რჯული 6:7
ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას.

იაგვნი 13:24
ვინც თავის შოლტს ზოგავს, სძულს თავისი ძე, ხოლო ვისაც უყვარს, სჯის მას.

იგავნი 22:6
აღზარდე ყმაწვილი მისი გზის მიხედვით, კიდევაც რომ მოხუცდეს, არ გადაუხვევს მისგან.

1 ტიმოთეს 3:4
თავისი სახლის კარგი განმგებელი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით.

ეფესელთა 6:1-3
დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია  „პატივი ეცი შენს მამას და დედას, – ეს არის პირველი მცნება აღთქმით, –  რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე.”

მეორე რჯული 5:16
პატივი ეცი მამაშენს და დედაშენს, როგორც გიბრძანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, რათა დღეგრძელი იყო და კარგად იყო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენ.

მათეს 5:13
თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთაგან გასათელად.

მათეს 28:19-20
ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით.  ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე. ამინ.”

მარკოზის 16:15
უთხრა მათ: „მოედეთ მთელს სოფელს და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას.

საქმეები 1:8
არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე.”

ლუკას 10:27
მან მიუგო და უთხრა: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.”

მათეს 22:37-39
მან უთხრა მას: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.’ ეს არის პირველი და დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’

ლევიანნი 19:18
„არ იძიო შური და არ იღვარძლო შენი ხალხის ძეთა მიმართ და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.

1 მეფეთა 20:17
და კიდევ თავისი მისდამი სიყვარულით დააფიცა იონათანმა დავითი, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.

Close
Close