ლევიანნი 26:11
ჩემს სავანეს დავიდებ თქვენში და არ შეგიძულებთ ჩემი სული.
ოსია 11:8
როგორ ვთქვა უარი შენზე, ეფრემ? როგორ გაგწირო, ისრაელ? როგორ გაქციო ადმასავით? როგორ მოგექცე ცებოიმივით? გული მომიბრუნდა ჩემს შიგნით, ერთიანად სიბრალულმა ამიტანა.
იობი 8:20
ღმერთი არ უკუაგდებს უმწიკვლოს და ბოროტმოქმედს არ შეეწევა.
ლევიანნი 26:44
და მაინც, ტყვეობის ქვეყანაში მათი ყოფნისას, არ უკუვაგდებ მათ და ისე არ მოვიძულებ, რომ მოვსპო ისინი და დავარღვიო ჩემი აღთქმა მათთან; რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
გოდება იერემიასი 3:31
რადგან არ მიატოვებს უფალი საუკუნოდ.
ესაია 62:4
აღარ იტყვიან შენზე – „მიტოვებული“ და შენს ქვეყანაზე – „უკაცრიელი,“ არამედ – „ჩემი სასურველი“ გეწოდება შენ და შენს ქვეყანას – „გათხოვილი“ რადგან სასურველი ხარ უფლისთვის და მასზე იქნება გათხოვილი ქვეყანა შენი.
ესაია 62:12
და უწოდებენ მათ წმიდა ხალხს, უფლის მიერ გამოსყიდულთ. შენ კი მოძებნილი, მიუტოვებელი ქალაქი დაგერქმევა.
ფსალმუნები 93:14
რადგან არ მიატოვებს უფალი თავის ხალხს და თავის სამკვიდროს არ დატოვებს.
ეზეკიელი 39:28
მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, რადგან მე განვდევნე ისინი ერებში და მევე შემოვკრიბე თავიანთ მიწაზე; არც ერთ მათგანს აღარ დავტოვებ იქ.
ფსალმუნები 15:10
რადგან არ მიმატოვებ საფლავში და არც გასახრწნელად გაიმეტებ შენს წმიდას.
ფსალმუნები 36:33
მაგრამ უფალი არ მიატოვებს მას მის ხელში და განკითხვის ჟამს არ გაამტყუნებს.
ფსალმუნები 36:25
ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი შთამომავლობა პურზე ხელგაწვდილი.
ფსალმუნები 36:28
რადგან სამართლის მოყვარულია უფალი და არ მიატოვებს მის ერთგულებს – სამარადისოდ დაცულნი იქნებიან; ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება.
1 მეფეთა 12:22
არ მიატოვებს უფალი თავის ხალხს თავისი დიდებული სახელის გამო, რადგან თვითონ ინება უფალმა, რომ მისი ხალხი ყოფილიყავით.
მეორე რჯული 4:31
რადგან მოწყალეა უფალი, თქვენი ღმერთი; არ მიგატოვებთ და არ დაგღუპავთ; არ დაივიწყებს თქვენს მამებთან დადებულ აღთქმას, რომელიც შეჰფიცა მათ.
მეორე რჯული 31:6
გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთია შენთან; არ მოგშორდება და არ მიგატოვებს“
იესო ნავეს ძე 1:5
წინ ვერავინ დაგიდგება მთელი შენი სიცოცხლე; როგორც მოსესთან ვიყავი, ისე ვიქნები შენთანაც; არ მიგატოვებ და თავს არ დაგანებებ.
1 ნეშტთა 28:20
უთხრა დავითმა სოლომონს, თავის ძეს: „მტკიცედ იდექი, გაბედული იყავი და შეუდექი საქმეს. ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთანაა და არ მიგატოვებს, უფლის სახლის მსახურების ყოველი საქმის აღსრულებამდე.
ებრაელთა 13:5
ვერცხლისმოყვარენი ნუ იქნებით; დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ.“
დაბადება 28:15
შენთან ვარ და დაგიფარავ ყველგან, სადაც კი წახვალ; დაგაბრუნებ ამ მიწაზე და არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ იმას, რაც გითხარი.“
3 მეფეთა 6:13
დავმკვიდრდები ისრაელიანთა შორის და არ მივატოვებ ჩემს ხალხს – ისრაელს.“
ესაია 41:17
ჩაგრულნი და გაჭირვებულნი წყალს ეძებენ და არ არის; წყურვილისგან უშრებათ ენა. მე, უფალი, ვუპასუხებ და ისრაელის ღმერთი, არ მივატოვებ.
იოანეს 14:18
ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.
ეზრა 9:9
რადგან მონები ვართ, თუმცა მონობაშიც არ მივუტოვებივართ ჩვენს ღმერთს და წყალობა გაგვიმრავლა სპარსეთის მეფეთა წინაშე, რათა გამოვეცოცხლებინეთ, ჩვენი ღვთის სახლის ასაშენებლად და მისი ნანგრევების აღსადგენად, რომ ზღუდე მოგვცემოდა იუდასა და იერუსალიმში.
იერემია 51:5
რადგან არ დაქვრივებულა ისრაელი და იუდა მათი ღმერთის, ცაბაოთ უფლისგან, თუმცა დანაშაულითაა სავსე მათი მიწა ისრაელის წმიდის წინაშე.
რომაელთა 11:1
მაშ, ვამბობ: ნუთუ უარყო თავისი ხალხი ღმერთმა? არამც და არამც! რადგან მეც ისრაელიანი ვარ, აბრაჰამის თესლისაგან, ბენიამინის ტომისაგან.
ნეემია 9:17
არ ინებეს მოსმენა და არ გაიხსენეს შენი საკვირველებანი, რომლებიც მოიმოქმედე მათ შორის; ქედები გაიმაგრეს და წინამძღოლი დაიყენეს, რათა ურჩობით მონობაში დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ შენ, ღმერთო მიმტევებელო, მადლიანო, შემბრალებელო, სულგრძელო და დიდად მოწყალევ, შენ არ მიატოვე ისინი.
ნეემია 9:19
მაგრამ შენი დიდი სიბრალულის გამო არ მიატოვე ისინი უდაბნოში, დღისით ღრუბლის სვეტი არ განშორებია მათ გამძღოლად და ღამით ცეცხლის სვეტი, იმ გზის გასანათებლად, რომელსაც მიუყვებოდნენ.
ნეემია 9:31
და მაინც, შენი დიდი სიბრალულის გამო, ბოლომდე არ გაგინადგურებია და მიგიტოვებია ისინი, რადგან მწყალობელი და შემბრალე ღმერთი ხარ შენ.
ფსალმუნები 9:10
შენ მოგენდობიან შენი სახელის მცნობელნი, ვინაიდან არ მიატოვებ შენს მაძიებელს, უფალო.
2 კორინთელთა 4:9
დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი; გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი.
ზაქარია 10:6
გავამაგრებ იუდას სახლს და ვიხსნი იოსების სახლს! მოვაქცევ მათ, რადგან შევიწყნარე ისინი და იქნებიან ისე, თითქოს არც მიმიტოვებია, რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი და შევისმენ მათ ხმას.