ამოსი 4:13
რადგან, აჰა, მთები მან გამოსახა და ქარი მან შექმნა, თავის ზრახვებს უცხადებს ადამიანს და წყვდიადად აქცევს ცისკარს, დედამიწის მწვერვალებია მისი ფეხსადგამი; უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.
დაბადება 8:1
და გაიხსენა ღმერთმა ნოე, ასევე ყოველი ცხოველი და ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყვნენ კიდობანში; და მოავლინა ღმერთმა ქარი დედამიწაზე და დაცხრა წყალი.
გამოსვლა 4:21
გაიწოდა მოსემ ხელი ზღვაზე და უკან დაახევინა ზღვას უფალმა აღმოსავლეთის ძლიერი ქარით მთელ იმ ღამეს. გაიპო წყალი და მშრალ მიწად აქცია ზღვა.
გამოსვლა 15:10
დაჰქროლე შენი სუნთქვით და ზღვამ დაფარა ისინი – ტყვიასავით ჩაიძირნენ აბობოქრებულ წყალში.
რიცხვნი 11:31
ამოვარდა ქარი უფლისგან, მოზიდა ზღვიდან მწყერი და დაყარა ბანაკიდან ერთი დღის სავალზე იქით და ერთი დღის სავალზე აქეთ, ბანაკის ირგვლივ, მიწიდან თითქმის ორი წყრთის სიმაღლეზე.
ფსალმუნები 106:25
თქვა მან და ამოვარდა ქარიშხალი და ზეაღიმართნენ ზვირთები.
იონა 4:8
მზე რომ ამოვიდა, მოუხმო ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელ ქარს და დასიცხა მზემ იონა, ისე დასუსტდა, რომ სიკვდილს ნატრობდა; ამბობდა: სიკვდილი მიჯობს ასეთ სიცოცხლესო!
იონა 1:4
მაგრამ ძლიერი ქარი ამოაგდო უფალმა, დიდი ქარიშხალი ამოვარდა, ისეთი, რომ დალეწვის პირას მიიყვანა ხომალდი.
ესაია 5:8
მათი ისრები წამახულია და ყველა მშვილდი მოზიდულია; მათი ცხენების ფლოქვები კაჟივითაა და ეტლების ბორბლები – გრიგალივით.
ესაია 29:6
ქუხილით მოგინახულებს ცაბაოთ უფალი – მიწისძვრითა და დიდი ხმით, ქარიშხლით, გრიგალითა და მშთანმთქმელი ცეცხლის ალით.
იობი 28:25
როდესაც ქარს წონას უწესებდა და წყალს საწყაულით წყავდა,
იგავნი 30:4
ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ დაიჭირა მუჭით? წყალი ვინ შეკრა მოსასხამით? ვინ დაადგინა დედამიწის ყოველი კიდე? რა არის მისი სახელი და რა არის მისი ძის სახელი, თუ იცი?
ფსალმუნები 134:7
ქვეყნის კიდეებიდან ამოჰყავს ღრუბლები, ელვას წვიმად აქცევს და ქარი გამოჰყავს თავისი საცავებიდან.
იერემია 10:13
ხმას გამოცემს და წყლები ხმაურობენ ცაში, ღრუბლები ამოჰყავს ქვეყნის კიდეებიდან, ელვას წარმოშობს წვიმაში და ქარი გამოჰყავს სანახებიდან.
ფსალმუნები 147:7
წარმოგზავნის თავის სიტყვას და ადნობს მათ; დაუბერავს თავის ქარს და ჩამოედინებიან წყლები.
ფსალმუნები 148:8
ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და ნისლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო,
ეზეკიელი 13:13
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მე დავანგრევ, ჩემი რისხვის ქარიშხლით, ჩემი წყრომის კოკისპირული წვიმით და რისხვის სეტყვის ქვებით – მოვსპობ მას.
ფსალმუნები 103:4
რომელმაც ქმნა ქარები თავის ანგელოზებად, და ცეცხლი და ალი – თავის მსახურებად.
ებრაელთა 1:7
ხოლო ანგელოზებზე ამბობს: „მან ქმნა თავისი ანგელოზები ქარებად, და თავისი მსახურები – ცეცხლის ალებად.“
4 მეფეთა 2:1
როცა უფალი ელიას ცად ატაცებას აპირებდა ქარბორბალათი, ელისესთან ერთად გილგალიდან მოდიოდა ელია.
4 მეფეთა 2:11
როცა მიდიოდნენ და საუბრობდნენ, აჰა, გამოჩნდა ცეცხლოვანი ეტლი და ცეცხლოვანი ცხენები, განაშორა ორნი ერთმანეთს და ზეცაში ავიდა ელია ქარბორბალით.
იობი 30:22
ამწიე და ქარზე ამამხედრე, დამაქროლებ და მაცამტვერებ;
ოსია 13:15
თუმცა ნაყოფიერია იგი ძმათა შორის, მაგრამ ამოვარდება აღმოსავლეთის ქარი, უფლის ქარი ამოვარდება უდაბნოდან და დაშრება მისი წყაროები, დაიშრიტება მისი სათავეები და ის გაძარცვავს მთელი მისი ძვირფასი ჭურჭლეულის საგანძურს.