უიოანეს 4:6
და იყო იქ იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა. ასე ექვსი საათი იქნებოდა.
მარკოზის 4:38
ის კი კიჩოზე იყო და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: “მოძღვარო, ნუთუ არ განაღვლებს, რომ ვიღუპებით?”
მარკოზის 6:31
უთხრა მათ: „წამოდით უდაბურ ადგილას მხოლოდ თქვენ და მცირედ მოისვენეთ”. რადგან მრავლად იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცლიდნენ.
ლუკას 9:58
იესომ უთხრა: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ – ბუდეები. კაცის ძეს კი თავის მისადრეკი არ გააჩნია”.
გამოცხადება 17:1
მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, შვიდი თასი რომ ჰქონდათ, დამელაპარაკა და მითხრა: “მოდი და გაჩვენებ მრავალ წყალზე მჯდომი დიდი მეძავის სამსჯავროს.
მათეს 11:28-30
მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ! იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ თქვენი სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქი!”
ფსალმუნები 4:8
მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უსაფრთხოდ.
ფსალმუნები 126:2
ამაოდ დგებით ადრიანად, ამაოდ სხედხართ გვიანობამდე და ჭმუნვით ჭამთ პურს; უფალი კი იმას აძლევს ძილს, ვინც უყვარს.
გამოსვლა 34:21
ექვსი დღე იმუშავე, მეშვიდე დღეს კი დაისვენე; ხვნისა და მკის დროსაც დაისვენე.
მარკოზის 2:27
უთხრა: „შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.
გამოსვლა 20:8-11
გახსოვდეს შაბათი დღე, რათა წმიდად შეინახო იგი. ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე; ხოლო მეშვიდე დღე – უფლის, შენი ღმერთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთო არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა და არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენთან ცხოვრობს. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცანი და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.
მეორე რჯული 5:12-15
დაიცავი შაბათი დღე, რათა წმიდად შეინახო იგი, როგორც აქვს ნაბრძანები უფალს, შენს ღმერთს. ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე, ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთო არც შენ, არც შენმა ძემ და ასულმა, არც შენმა მონამ და მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა და ხიზანმა, რომელიც შენს კარზეა, რათა შენსავით დაისვენოს შენმა მონამ და მხევალმა. გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და უფალმა, შენმა ღმერთმა გამოგიყვანა იქიდან ძლიერი ხელითა და შემართული მკლავით; ამიტომ გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, შაბათი დღის შენახვა.
გამოსვლა 31:15
ექვს დღეს აკეთონ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე – შაბათი, უფლისმიერი უქმეა, უფლისთვის წმიდა; და ყოველი, ვინც შაბათ დღეს საქმეს გააკეთებს, უსათუოდ მოკვდება.
გამოსვლა 35:2
ექვსი დღე აკეთეთ საქმე და მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის, უფლის საზეიმო შაბათი, დასასვენებლად; ყველა, ვინც ამ დღეს საქმეს გააკეთებს, მოკვდება.
ლევიანნი 23:3
ექვსი დღე აკეთე საქმე, მეშვიდე დღე კი სრული დასვენების შაბათია, წმიდა შეკრება; არავითარი საქმე არ აკეთოთ; ეს უფლის შაბათია ყოველი თქვენგანის სადგომში.
ნეემია 13:15
იმ დღეებში ვნახე იუდაში, რომ ზოგიერთნი ყურძენს წურავდნენ შაბათობით, ძნები მოჰქონდათ და ასაპალნებდნენ სახედრებზე, როგორც ღვინოს, ყურძენს და ლეღვს, ასევე ყოველ ტვირთს და ეს ყველაფერი შაბათ დღეს მოჰქონდათ იერუსალიმში; და შევაგონებდი მათ სანოვაგის გაყიდვის დღეს.
ესაია 40:29-31
დაქანცულს ძალას აძლევს და უძლურს ძლიერებას ჰმატებს. უძლურდებიან ყმაწვილნი და იქანცებიან ჭაბუკნი, ირყევიან და ბორძიკდებიან. უფლის მომლოდინენი კი ძალას განიახლებენ, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან.
მათეს 6:25-34
ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ წუხხართ თქვენთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისთვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული – სამოსელზე? შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესები არა ხართ? ანდა, რომელ თქვენგანს შეუძლია დარდით ერთი წყრთა მაინც შემატოს თავის სიმაღლეს? სამოსელზე რაღად დარდობთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი მთელ თავის დიდებაში არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არა, მცირედ მორწმუნენო? მაშ, ნუ დარდობთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ, ან რა ვსვათ, ან რით შევიმოსოთო? რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან იცის თქვენმა ზეციერმა მამამ, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე. თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ. მაშ, ნუ დარდობთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი”.
ფსალმუნები 3:5
ვწვებოდი, ვიძინებდი და ვიღვიძებდი, რადგან უფალი იყო ჩემი შემწე.
ფსალმუნები 15:8
მუდამ ჩემს წინ წარმოვიდგენ უფალს; რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ წავბორძიკდები.
იგავნი 3:24
როცა დაწვები, არ შეგეშინდება და ტკბილი იქნება შენი ძილი.
3 მეფეთა 5:4
ახლა კი ყოველმხრივ მომასვენა უფალმა, ჩემმა ღმერთმა: აღარ მყავს მოწინააღმდეგე და არც ხიფათი მელის რაიმე.
1 ნეშტთა 22:9
აჰა, შეგეძინება ძე, რომელიც მშვიდი კაცი იქნება. მოვასვენებ ყველა მტრისგან, ვინაიდან სოლომონი იქნება მისი სახელი. მშვიდობას და სიმყუდროვეს მივცემ ისრაელს მის დღეებში.
იგავნი 1:33
ხოლო ვინც მომისმენს, მშვიდად იცხოვრებს და ბოროტების შიშის გარეშე მოისვენებს”.
ესაია 14:3
და იქნება: იმ დღეს, როცა მოგასვენებს უფალი შენი ტკივილისგან, შფოთისა და ჯაფისაგან, რომლითაც იტანჯებოდი,
1 თესალონიკელთა 4:11
გულმოდგინედ ეცადეთ იცხოვროთ წყნარად; აკეთეთ თქვენი საქმე საკუთარი ხელით, როგორც ჩვენ დაგავალეთ.
ებრაელთა 12:14
ეცადეთ მშვიდობა და სიწმიდე იქონიოთ ყველასთან, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს.
1 პეტრეს 3:8
და ბოლოს, იყავით ყველანი ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათამოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი,