Homeდაბადება

დაბადება 10

ძველი აღთქმა
დაბადება

101 ეს არის ნოეს ძეთა – სემის, ქამისა და იაფეთის მოდგმა, რომლებმაც წარღვნის შემდეგ შვეს შვილები: 2 იაფეთის ძენი: გომერი და მაგოგი, მადაი და იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი. 3 და გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა. 4 და იავანის ძენი: ელიშა და თარშიში, ქითიმი და როდანიმი. 5 და მათგან დასახლდნენ ხალხთა კუნძულები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის საგვარეულოებში, თავიანთ ხალხებს შორის. 6 ქამის ძენი: ქუში და მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი. 7 და ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა და საბთექა. და ძენი რაყმასი: შება და დედანი. 8 და ქუშმა შვა ნიმროდი. მან იწყო თავისი ძალოვანების გამოჩენა მიწაზე. 9 ის იყო ძალოვანი მონადირე უფლის წინაშე. ამიტომაც თქმულა: „ნიმროდივით ძალოვანი მონადირეა უფლის წინაშე.” 10 და მისი მეფობის დასაბამი იყო: ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე შინყარის ქვეყანაში. 11 ამ ქვეყნიდან წავიდა ის აშურში და ააშენა იქ ნინევე, რეხობოთ-ყირი, ქალახი, 12 და რესენი, რომელიც იყო ნინევესა და ქალახს შორის, დიდი ქალაქი. 13 მიცრაიმი იყო მამა ლუდელთა, ყანამელთა, ლეჰაბელთა, ნაფთუხელთა, 14 ფათრუსელთა, ქასლუხელთა (საიდანაც გამოვიდნენ ფილისტიმელები) და ქაფთორელთა. 15 და ქანაანს ეყოლა ციდონი, მისი პირმშო, და ხეთი. 16 იებუსეველნი, ამორეველნი, გირგაშელნი, 17 ხიველნი, ყარკელნი, სინელნი, 18 არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. და შემდგომ განიფანტნენ ქანაანელთა ტომები. 19 და იყო ქანაანელთა საზღვარი ციდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე, სოდომის, გომორას, ადმას და ცებოიმის მიმართულებით ლაშაყამდე. 20 ესენი იყვნენ ძენი ქამისა თავ-თავის საგვარეულოთა და ენათა მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხებში. 21 და სემსაც, ყებერის ყველა შვილის მამას, იაფეთის უფროს ძმას, შეეძინა შვილები. 22 სემის ძენი: ყელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი. 23 და არამის ძენი: ყუცი, ხული, გეთერი და მაში. 24 და არფაქშადს შეეძინა შალახი, და შალახს ყებერი. 25 და ყებერს შეეძინა ორი ძე: სახელი ერთისა ფელეგი, რადგან მის დღეებში გაიყო ქვეყანა. და სახელი მისი ძმისა იოკტანი. 26 და იოკტანს შეეძინა ალმოდადი, შალეფი, ხაცარმავეთი და იერახი, 27 ჰადორამი, უზალი და დიკლა, 28 ყობალი, აბიმაელი და შება, 29 ოფირი, ხავილა და იობაბი. ესენი ყველანი იოკტანის ძენი იყვნენ. 30 და მათი დასახლება იყო მეშაყიდან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე. 31 ესენი იყვნენ ძენი სემისა თავ-თავის საგვარეულოთა, ენათა მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხებში. 32 ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა, თავ-თავის ხალხებში, თავ-თავის მოდგმათა მიხედვით. და წარღვნის შემდეგ მათგან განშტოვდნენ ხალხთა კუნძულები მთელ მიწაზე.

თავი მეცხრე                                                                                                                                     თავი მეთერთმეტე

COMMENTS