თანაზიარება ქრისტესთან ბიბლიის მუხლები

მათეს 12:48-50
მან კი ამის მთქმელს პასუხად უთხრა: „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?” გაიშვირა ხელი თავისი მოწაფეებისკენ და თქვა: „აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები. რადგან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებასურვილს შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც”.

მათეს 18:20
ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის”.

მარკოზის 9:37
„ვინც ჩემი სახელით ერთ ასეთ ბავშვს მიიღებს, ის მე მღებულობს. ხოლო ვინც მე მღებულობს, ის მე კი არ მღებულობს, არამედ ჩემს მომავლინებელს”.

ლუკას 24:32
უთხრეს ერთმანეთს: „განა არ გიზგიზებდა ჩვენში გული, როცა გველაპარაკებოდა გზაში და განგვიმარტავდა წერილებს?”

იოანეს 6:56
ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის მსმელი ჩემში რჩება, მე კი – მასში.

იოანეს 14:20-23
იმ დღეს გაიგებთ, რომ მე მამაჩემში ვარ, თქვენ ჩემში ხართ, და მე – თქვენში. ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ის არის ჩემი მოყვარული, ჩემს მოყვარულს კი მამაჩემიც შეიყვარებს; მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები”. იუდამ, არა ისკარიოტელმა, ჰკითხა: „უფალო, რას ნიშნავს, რომ ჩვენ გამოგვეცხადები და არა წუთისოფელს?” მიუგო იესომ და უთხრა: „ვისაც ვუყვარვარ, ის დაიცავს ჩემს სიტყვას და მამაჩემიც შეიყვარებს მას, ჩვენც მივალთ და მასში დავიდებთ ბინას.

იოანეს 15:4-7
დარჩით ჩემში, მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩა, ასევე თქვენც – თუ არ დარჩებით ჩემში. მე ვაზი ვარ, თქვენ კი – ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და გახმება; მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ. თუ ჩემში დარჩებით და ჩემი ნათქვამი თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც ისურვებთ და გექნებათ.

იოანეს 17:21-23
რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამავ, მე კი – შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში და ირწმუნოს წუთისოფელმა, რომ შენ წარმომგზავნე. დიდება, შენ რომ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთი. მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთობაში და იცოდეს წუთისოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.

იოანეს 17:26
მე განვუცხადე მათ შენი სახელი და კვლავაც განვუცხადებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათშიც იყოს და მეც ვიყო მათში”.

რომაელთა 7:4
ასე თქვენც, ჩემო ძმებო, რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულის მეშვეობით, რომ სხვისი, მკვდრეთით აღმდგარის კუთვნილება გახდეთ, რათა ნაყოფი მოვუტანოთ ღმერთს.

რომაელთა 8:1
ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის არა ხორციელად, არამედ სულიერად.

რომაელთა 8:10
და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის.

რომაელთა 8:17
ხოლო თუ შვილები – მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი, და ქრისტეს თანამემკვიდრენი თუ მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად კიდეც ვიდიდოთ.

რომაელთა 12:5
ასევე ჩვენც, მრავალნი ერთ სხეულს შევადგენთ ქრისტეში, ხოლო ყოველი ჩვენგანი ასოები ვართ ერთიმეორისათვის.

1 კორინთელთა 1:9
სარწმუნოა ღმერთი, რომელმა მოგიწოდათ თავის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან თანაზიარებისათვის.

1 კორინთელთა 6:13-17
საჭმელი მუცლისთვის, ხოლო მუცელი საჭმლისთვის; ღმერთი კი ერთსაც მოსპობს და მეორესაც. სხეული კი არის არა მრუშობისთვის, არამედ უფლისთვის, ხოლო უფალი – სხეულისთვის. ღმერთმა აღადგინა უფალი და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით. ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოები არიან? განა ქრისტეს ასოებს ავიღებ და მეძავის ასოებად ვაქცევ? არამც და არამც! ანდა ნუთუ არ იცით, რომ ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მასთან ერთად? რადგან ნათქვამია: იქნება ორი ერთ ხორცად. ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სული იქნება უფალთან.

1 კორინთელთა 10:16
კურთხევის სასმისი, ჩვენ რომ ვაკურთხებთ, განა ქრისტეს სისხლთან ზიარება არ არის? პური, ჩვენ რომ ვტეხთ, განა ქრისტეს სხეულთან ზიარება არ არის?

2 კორინთელთა 11:2
ვინაიდან მოშურნე ვარ თქვენ მიმართ ღვთიური მოშურნეობით, რადგან დაგნიშნეთ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.

2 კორინთელთა 13:5
საკუთარი თავი შეამოწმეთ, ხართ თუ არა რწმენაში. საკუთარი თავი გამოსცადეთ. ნუთუ არ იცნობთ საკუთარ თავს, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა, გამოუცდელნი ხართ.

ეფესელთა 5:20
იმიტომ, რომ მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.

კოლოსელთა 3:3
ვინაიდან თქვენ დაიხოცეთ და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში;

ებრაელთა 2:11
რადგან, განმწმედელი და განწმედილნი, ყველანი ერთისგან არიან; ამიტომ არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ;

1 იოანეს 2:6
ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, მოვალეა ისევე მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.

1 იოანეს 2:24
დარჩეს თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ და თუ დარჩება თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძესა და მამაში.

1 იოანეს 3:6
ყოველი, ვინც რჩება მასში, არ სცოდავს; ყოველ შემცოდეს არ უხილავს და არ იცნობს მას.

1 იოანეს 4:13
იმით ვგებულობთ, რომ ჩვენ მასში ვრჩებით და ის – ჩვენში, რომ თავისი სულისგან მოგვცა.

1 იოანეს 5:12
ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს; ვისაც არ ჰყავს ძე ღვთისა, სიცოცხლე არ აქვს.

1 იოანეს 5:20
ვიცით ისიც, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონიერება, რა­თა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ ღმერთის ჭეშმარიტ ძეში, იესო ქრისტეში. ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.

2 იოანეს 1:9
ყველას, ვინც შორდება და არ მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, ღმერთი არა ჰყავს. ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს მამაც ჰყავს და ძეც.

გამოცხადება 3:20
აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან.


მსგავსი თემები:

მამისა და ძის თანაზიარება       თანაზიარება სულიწმინდასთან