დაბადება 3:20
და უწოდა ადამმა თავის ცოლს სახელად ევა, რადგან ის გახდა ყოველი ცოცხალის დედა.
იოანეს 3:6
ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი – სული.
საქმეები 17:26
ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ; წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები,
1 კორინთელთა 15:48-49
და როგორიცაა მტვრისგან შექმნილი, ასეთივენი არიან მიწიერნი; და როგორიცაა ზეციერი, ასეთივენი არიან ზეციერნი. და როგორც მტვრისგან შექმნილის ხატებას ვატარებდით, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატებასაც.
რომაელთა 5:12
ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ხოლო ცოდვის მეშვეობით – სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა,
ოსია 6:7
მათ კი ადამივით დაარღვიეს აღთქმა და იქ მიღალატეს.
რომაელთა 5:15-19
მაგრამ მადლის საჩუქარი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის წყალობა და საჩუქარი ერთი კაცის, იესო ქრისტეს მადლით, რომელიც უხვად ეძლევა მრავალს. ხოლო საჩუქარი არ არის იგივე, რაც შედეგი ერთი შემცოდებლისაგან, რადგან განკითხვა ერთისაგან გამოდის მსჯავრდასადებად, მადლის საჩუქარი კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად. ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი მეფობდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლსა და სიმართლის საჩუქარს, იმეფებენ ცხოვრებაში ერთის, იესო ქრისტეს მეშვეობით. ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.
1 კორინთელთა 15:21-22
რადგან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ – მკვდრეთით აღდგომა. რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.
დაბადება 3:17
უთხრა ადამს: „რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!”
რომაელთა 8:20-21
რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ იმედით, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან, ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისთვის.
ეფესელთა 2:3
რომელშიც ოდესღაც ჩვენც მიმოვდიოდით ყველანი, ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გულის ზრახვათა ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით, როგორც დანარჩენები.
რომაელთა 7:5
ვინაიდან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მეშვეობით ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი მოგვეტანა.
ფსალმუნები 49:18
ქურდის დანახვა გსიამოვნებს, მრუშებთან გაქვს წილი.
დაბადება 49:6
ნუ მივა მათ თათბირზე სული ჩემი, ნუმც ზიარებულა მათ საკრებულოს ღირსება ჩემი! რადგან მრისხანებაში მოკლეს კაცი და თავისი ჟინით გამოძარღვეს ხარი!
ლევიანნი 15:31
ასე მოაცილე უწმიდურება ისრაელის შვილებს, რათა არ დაიხოცნონ თავისი უწმიდურებით, შებღალავენ რა ჩემს სავანეს, რომელიც მათ შორისაა.
იესო ნავეს ძე 23:12-13
რადგან თუ კვლავ უკუიქცევით უფლისგან, მიეტმასნებით თქვენ შორის დარჩენილ ხალხებს, დაუმოყვრდებით და აღირევით მათთან, მაშინ, მტკიცედ იცოდეთ, რომ უფალი, თქვენი ღმერთი აღარ განდევნის ამ ხალხებს თქვენგან და მარყუჟად და მახედ გექცევიან ისინი, შოლტად თქვენი ფერდებისთვის და ეკლად თქვენი თვალებისთვის, სანამ არ მოისპობით ამ ბარაქიანი მიწიდან, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
იობი 34:8
უმართლობის ჩამდენთაკენ რომ მიემართება და ბოროტეულის გზებით რომ დაიარება?
ფსალმუნები 140:4
არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვისკენ, ურჯულო კაცებთან ერთად ბოროტ საქმეთა ჩასადენად, ნუმც მეგემოს მათი ნუგბარიდან.
იგავნი 22:24-25
ნუ დაუმეგობრდები ბრაზიანს და ფიცხ კაცს ნუ დაემგზავრები, რომ არ ისწავლო მისი გზები და მახეში არ გააბა საკუთარი თავი.
ლევიანნი 19:17
შენი მოძმე გულში არ გძულდეს; ამხილე შენი მოყვასი და შენზე არ იქნება მისი ცოდვა.
ფსალმუნები 63:5
ძალას იკრებენ ცუდი საქმისთვის, თათბირობენ მახეების დასაგებად, ამბობენ: ვინ შეამჩნევს?
რომაელთა 1:32
იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ; მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც უწონებენ.
2 მეფეთა 3:28-29
მოგვიანებით, როცა გაიგო დავითმა ეს ამბავი, თქვა: „უბრალონი ვართ მე და ჩემი სამეფო უფლის წინაშე საუკუნოდ აბნერ ნერის ძის სისხლში. იოაბის თავს და მამამისის სახლს დაატყდეს! არ გამოილიოს იოაბის სახლში სისხლმდინარი, კეთროვანი, ყავარჯენზე დაყრდნობილი, მახვილით განგმირული და უპურობით დამშეული!”
ფსალმუნები 48:13
ასეთია უგუნურთა გზა, თუმცა შემდგომნი მათი იწონებენ მას.
ეზეკიელი 13:22
რადგან მართლის გულს ტყუილით ანაღვლიანებთ, მე კი არ დამიმწუხრებია იგი; ბოროტეულს ამხნევებდით, რომ არ მოქცეულიყო თავისი ბოროტი გზიდან და არ შეენარჩუნებინა სიცოცხლე.
ლუკას 11:48
ამით ადასტურებთ თქვენი მამების საქმეებს და ეთანხმებით მათ, რადგან მათ დახოცეს წინასწარმეტყველნი, თქვენ კი სამარხებს უშენებთ.
საქმეები 7:60
მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას”. ეს თქვა და განისვენა.
საქმეები 22:20
როცა შენი მოწამის, სტეფანეს სისხლი იღვრებოდა, მეც იქ ვიდექი, ვიწონებდი ამას და მისი მკვლელების ტანისამოსს ვდარაჯობდი.
რომაელთა 14:22
გაქვს რწმენა? გქონდეს შენთვის ღვთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არ სდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს.
ეფესელთა 5:11
და ნუ ეზიარებით სიბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ.