ფსალმუნები 138:15-16
არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში. ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავლისა ჩემისა, როცა ჯერ არ იყო არც ერთი მათგანი.
დაბადება 2:7
და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.
იობი 10:8-11
შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქმნეს მე ერთიანად, ყოველმხრივ, და შენვე მანადგურებ? აბა, გაიხსენე, თიხასავით რომ შემქმენი, და ისევ მტვრად მაქცევ? განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე? ტყავით და ხორცით შემმოსე, ძვლებითა და ძარღვებით მომქსოვე,
1 მეფეთა 16:2
და გაგზავნა და მოაყვანინა. და წითური იყო, ლამაზი თვალები ჰქონდა და საამო სახე. თქვა უფალმა: “ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის.”
2 მეფეთა 11:2
და ადგა დავითი საღამო ჟამს თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. და ბანიდან მობანავე ქალი დაინახა. ქალი ძალზე ლამაზი იყო სახით.
დანიელი 10:6
ტანი ქრიზოლითს მიუგავდა, სახე – ელვის შესახედაობას, თვალები – ცეცხლოვან ჩირაღდნებს, ხელ-ფეხი – პრიალა სპილენძს, სიტყვების ჟღერა – მრავალი ხალხის ხმას.
გამოსვლა 28:42
და დაუმზადე მათ სელის შარვალი, დასაფარავად სხეულის სიშიშვლისა. წელიდან წვივამდე რომ სწვდებოდეს.
ესაია 20:2
იმ დროს ილაპარაკა უფალმა ესაიას, ამოცის ძის ხელით ასე: „წადი და მოიხსენი ძაძა წელიდან და ფეხსაცმელი გაიძვრე ფეხზე.” და ასე მოიქცა და დადიოდა ტიტველი და ფეხშიშველი.
იობი 2:7
და გავიდა სატანა უფლისაგან და შეჰყარა იობს საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე.
1 კორინთელთა 6:19-20
ანდა, ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღვთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით? 20 ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღვთისაა.
ლევიანნი 19:28
„‘არ დაიკაწროთ მკვდრისთვის თქვენი სხეული და ნუ გაიკეთებთ წარწერებს ჩხვლეტით. მე ვარ უფალი.
დაბადება 3:16
და უთხრა დედაკაცს: „გავამრავლებ შენს ტანჯვას ფეხმძიმობის ჟამს და ტკივილში შობ შვილებს. შენი ქმრისაკენ იქნება შენი სწრაფვა და ის კი იბატონებს შენზე.”
2 ნეშტთა 21:19
ასე იყო დღე და დღე. მეორე წლის ბოლოს კი გამოსცვივდა ნაწლავები სენისაგან და საშინელ ტანჯვაში მოკვდა. მისმა ხალხმა არ დაუნთო კოცონი, როგორც მის მამებს დაუნთო.
იობი 7:5
ჩემი ხორცი მატლებით შეიმოსა და მიწის მტვრით, ჩემი კანი სკდება და იხრწნება.
იობი 17:7
თვალთ დამიბნელდა დარდისაგან, და აჩრდილივით არის ჩემი სხეულის ასოები.
1 კორინთელთა 9:27
არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, მე თვითონ უღირსი არ დავრჩე.
რომაელთა 6:13
ნურც მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის იარაღად, არამედ წარუდგინეთ ღმერთს თავნი თქვენნი, როგორც მკვდრეთით გაცოცხლებულნი, და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს.
1 კორინთელთა 15:44
ითესება მიწიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მიწიერი სხეული და არის სულიერი სხეული.
1 კორინთელთა 6:18
გაურბოდეთ სიძვას. ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.
მათეს 6:26
ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სული საზრდოზე მეტი არ არის და სხეული – სამოსელზე?
ებრაელთა 10:5
ამიტომ ქრისტე სოფელში მოსვლისას ამბობს: „მსხვერპლი და შესაწირავი არ გსურს, მაგრამ სხეული განმიმზადე მე.
იობი 30:30
კანი გამიშავდა და ძვლები მივარვარებს სიცხისაგან.
ფსალმუნები 37:7
რადგან ჩემი წელი გათანგულია სიცხით და აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში.
2 კორინთელთა 12:7
რათა არ გავმედიდურდე მეტისმეტი გამოცხადებებით, ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქეჯნოს, რათა არ გავმედიდურდე.
ლევიანნი 13:2-17
„თუ ადამიანს, გამოაჩნდება თავისი სხეულის კანზე სიმსივნე, ან ლაქა, და თუ ეს გადაიქცევა მისი სხეულის კანზე კეთროვან წყლულად, მიყვანილ იქნას იგი აარონთან – მღვდელთან, ან ერთ-ერთთან მის ძეთაგან – მღვდელთან. და შეხედავს მღვდელი სხეულის კანის წყლულს და, თუ თმა წყლულზე გათეთრებულია და პირი წყლულისა უფრო ღრმაა სხეულის კანზე, მაშინ ეს წყლული კეთრისაა. და დაინახავს მას მღვდელი და უწმიდურად შერაცხავს. და თუ თეთრი ლაქაა მისი სხეულის კანზე და მისი პირი არააა უფრო ღრმა სხეულის კანზე და მასზე თმა არაა გათეთრებული, მღვდელი განამარტოებს წყლულიანს შვიდი დღით. და ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ წყლული დარჩა ხილულად, მაგრამ არ გავრცელდა წყლული ტანზე, მაშინ განამარტოოს იგი შვიდი დღით მეორედ. და ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს მეორედ, და თუ წყლული ნაკლებ შეიმჩნევა და არ გავრცელდა კანზე, მაშინ მღვდელი გამოაცხადებს მას სუფთად. სირსველია ის. და გაირეცხოს მან თავისი სამოსელი და სუფთა იქნება. და თუ სირსველი ძალიან გავრცელდა კანზე მღვდლისგან მისი დათვალიერებისა და მისი სუფთად მიჩნევის შემდეგ, კვლავ უნდა ეჩვენოს მღვდელს. და თუ შეამჩნევს მღვდელი, რომ, აჰა, გავრცელდა სირსველი კანზე, მაშინ შერაცხავს მას მღვდელი უწმიდურად. კეთრია ის. „თუ კეთროვანი წყლული აქვს ადამიანს, მაშინ იგი მიყვანილ უნდა იქნას მღვდელთან. და ნახავს მღვდელი და, თუ სიმსივნე თეთრია კანზე და გათეთრებულია თმა და ცოცხალი ხორცის ხორცმეტობაა სიმსივნეზე, მაშინ ეს ძველისძველი კეთრია მის კანზე და მას მღვდელი უწმიდურად შერაცხავს. არ განამარტოვებს მას, რადგან იგი უკვე უწმიდურია. და თუ კანის დაავადება გამოფურჩქნულია კანზე და ფარავს ეს დაავადება მთელ კანს – თავიდან ფეხებამდე – რის დანახვაც შეუძლია მღვდელს, და დაინახავს მღვდელი, რომ დაფარა დაავადებამ მთელი მისი სხეული, მაშინ მიიჩნიოს მან ავადმყოფი დაავადებისაგან სუფთად, რადგან მთლად გათეთრდა, სუფთაა იგი. როცა გამოჩნდება მასში ცოცხალი ხორცი, იგი უწმიდურია. როცა დაინახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს, მიიჩნევს მას უწმიდურად. ცოცხალი ხორცი უწმიდურია, კეთრია იგი. თუ ცოცხალი ხორცი კვლავ გათეთრდა, მაშინ მივა ის მღვდელთან, და შეხედავს მას მღვდელი და ნახავს, რომ წყლული გათეთრებულია, მაშინ იგი სუფთად მიიჩნევს წყლულს. სუფთაა იგი.
რიცხვნი 12:10
და ღრუბელი განშორდა კარავს. და აჰა, მირიამი თოვლივით დაფარა კეთრმა. და შეხედა აარონმა მირიამს, და აჰა, კეთროვანია იგი.
2 ნეშტთა 26:19-21
და განრისხდა ყუზიაჰუ, ხელში კი საცეცხლური ეჭირა საკმევად. და როცა განურისხდა მღვდლებს, კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე, უფლის სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან. და მიიხედეს მისკენ ყაზარიაჰუ მღვდელმთავარმა და ყველა მღვდელმა და აჰა, შუბლზე კეთრი აქვს. და სასწრაფოდ გამოიყვანეს იქიდან. თვითონაც ჩქარობდა გამორიდებას, რადგან უფალმა დაჰკრა მას. სიკვდილამდე კეთროვანი იყო მეფე ყუზიაჰუ, და ცხოვრობდა ცალკე სახლში, როგორც კეთროვანი, რადგან მოკვეთილი იყო უფლის სახლიდან. და იოთამი, მისი ძე, განაგებდა მეფის სახლს და განიკითხავდა ქვეყნის ერს.
მათეს 8:2-3
აჰა, მივიდა მასთან კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: „უფალო, თუ გინდა, შეძლებ ჩემს განწმედას.” და გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „განიწმიდე!” და მყისვე განიწმიდა იგი თავისი კეთრისაგან.
იოანეს 20:25
უთხრეს მას სხვა მოწაფეებმა: „ჩვენ ვიხილეთ უფალი.” მან უთხრა მათ: „თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვიხილავ და ნალურსმევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში – საკუთარ ხელს, არ ვიწამებ!
გალატელთა 6:17
ამიერიდან ნუღარავინ შემაწუხებს, რადგან უფალ იესოს წყლულებს ვატარებ ჩემი სხეულით.