სულიერი წინამძღოლები ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 5:4
და არავინ თავისით არ ღებულობს ამ პატივს, არამედ ის, ვინც ღმერთის მიერაა მოწოდებული, როგორც აჰარონი.

გამოსვლა 28:1
„მიიახლოვე აჰარონი, შენი ძმა და მისი ძენი, ისრაელის ძეთაგან, რომ მღვდლობა გამიწიონ: აჰარონი, ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი, აჰარონის ძეები.

მეორე რჯული 18:5
რადგან ის ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა შენი ტომისგან, რათა იდგნენ უფლის სახელით სამსახურში ის და მისი ძენი სამუდამოდ.

ებრაელთა 5:1
ვინაიდან ყოველი მღვდელმთავარი, ადამიანთაგან ამორჩეული, ადამიანთათვის არის დადგენილი ღვთის სამსახურში, რათა შესწიროს ძღვენი და მსხვერპლი ცოდვებისათვის,

რიცხვნი 27:21
დადგეს ელეაზარ მღვდლის წინაშე და გამოუძიებს მას ურიმის სამართალს უფლის წინაშე: მისი ბრძანებით გავა და მისი ბრძანებით შემოვა თვითონ და ისრაელის ყოველი ძე და მთელი თემი მასთან ერთად”.

ებრაელთა 8:3
ვინაიდან ყოველი მღვდელმთავარი დაყენებულია ძღვენისა და მსხვერპლის შესაწირად; ამიტომ საჭიროა თავისთვისაც ჰქონდეს რაიმე, რომ შესწიროს.

მალაქია 2:7
რადგან მღვდლის ბაგეებმა უნდა შეინახოს ცოდნა და მისი პირიდან უნდა ეძებდნენ დარიგებას, რადგან ცაბაოთ უფლის მაცნეა იგი.

ლევიანნი 10:11
და შეგეძლოს ისრაელის შვილებისთვის ყველა იმ წესის სწავლება, რომელიც მოსეს მეშვეობით აქვს უფალს ნათქვამი”.

1 მეფეთა 4:18
ღვთის კიდობნის ხსენებაზე უკან, სკამიდან კარისკენ, გადაიქცა ყელი, ხერხემალი გადაუტყდა და მოკვდა, რადგან მოხუცებული და მძიმე იყო. ორმოც წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.

2 ნეშტთა 24:14
როცა დაასრულეს, მიიტანეს მეფისა და იეჰოიადაყის წინაშე დარჩენილი ვერცხლი და გააკეთეს მისგან ჭურჭელი უფლის სახლისთვის, ჭურჭელი მსახურებისა და სრულადდასაწველებისთვის, ფიალები და ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი. იეჰოიადაყის მთელი მსახურების განმავლობაში მუდმივად აღავლენდნენ სრულადდასაწველთ უფლის სახლში.

2 პეტრეს 1:21
ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას.

იერემია 1:5
„სანამ მუცელში გამოგსახავდი, მანამდე გიცნობდი, სანამ საშოდან გამოხვიდოდი გამოგარჩიე და წინასწარმეტყველად დაგადგინე ერებში”.

მეთეს 2:4
შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ხალხის მწიგნობარნი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა დაბადებულიყო ქრისტე.

მათეს 16:1
მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ზეციდან.

მათეს 21:23
ტაძარში რომ შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: “რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას და ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?”

მათეს 23:2
უთხრა: „მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი.

მათეს 26:59
მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი,

ესაია 28:7
ესენიც ბარბაცებენ ღვინისგან და მაგარი სასმლისგან ირხევიან. მღვდელსა და წინასწარმეტყველს მაგარი სასმელი აბარბაცებთ, აირივნენ ღვინისგან, ბარბაცებენ მაგარი სასმელისგან, ხილვის დროს ირხევიან, განკითხვისას ბორძიკობენ.

იერემია 23:11
„რადგან შეიბღალა წინასწარმეტყველიცა და ღვთისმსახურიც, ჩემს სახლშიც კი ვიპოვე მათი ბოროტება!” – ამბობს უფალი.

საქმეები 14:23
ხელდასმით დაადგინეს თითოეული ეკლესიის ხუცესი და ლოცვითა და მარხვით მიუძღვნეს ისინი უფალს, რომელსაც ერწმუნენ.

ტიტეს 1:5
იმიტომ დაგტოვე კრეტაში, რომ დაასრულო დასასრულებელი და ხუცესები დააყენო ყველა ქალაქში, როგორც მე დაგავალე:

საქმეები 20:18
მაშ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და თქვენს მთელ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც დაგაყენათ სულიწმიდამ, რათა მწყემსოთ ღმერთის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.

საქმეები 20:31
ამიტომ ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამე, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს.

Close
Close