Homeბიბლიაახალი აღთქმა

ებრაელთა 8

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის წერილი ებრაელთა მიმართ
ახალი და უკეთესი აღთქმის მღვდელმთავარი

81 მთავარი, რაზედაც ლაპარაკია, ეს არის: გვყავს ისეთი მღვდელმთავარი, რომელიც დიდების ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში. ის არის წმიდათა მსახური და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა ადამიანმა. ვინაიდან ყოველი მღვდელმთავარი დაყენებულია ძღვენისა და მსხვერპლის შესაწირავად. ამიტომ მასაც უნდა ჰქონდეს რაიმე მისატანი. და თუ დარჩებოდა მიწაზე, აღარ იქნებოდა მღვდელი, ვინაიდან აქ არიან მღვდლები, რომელნიც რჯულის თანახმად სწირავენ ძღვენს, რომლებიც ემსახურებიან ზეციურ სახესა და ჩრდილს, როგორც მოსეს ებრძანა, როცა იგი შეუდგა კარვის გასრულებას. „იხილე, – ეუბნება, – და გააკეთ ყოველივე იმის მსგავსად, რაც მთაზე გეჩვენა“. ახლა კი მან მიიღო უპირატესი მსახურება, რაკი იგი უმჯობესი აღთქმის შუამავალია და უკეთეს დაპირებებზე არის დადგენილი.
   7 ვინაიდან პირველი რომ უნაკლო ყოფილიყო, მეორისათვის ადგილს აღარ მოძებნიდნენ. ვინაიდან უთხრა მათ ყვედრებით: „აჰა, დადგება დღეები, ამბობს უფალი, და დავუდებ ახალ აღთქმას ისრაელის სახლს და იუდას სახლს. ისეთ აღთქმას კი არა, რომელიც მათ მამებს დავუდე იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა, რადგან არ დარჩნენ ჩემს აღთქმაში და მე უგულებელვყავი ისინი, ამბობს უფალი. 10 აჰა, აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში და დავწერ მათ გულებზე, და ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი. 11 აღარავინ ასწავლის თავის მოძმეს და თავის ძმას და ეტყვის: ‘შეიცანი უფალი’; რადგან ყოველი მათგანი, დიდიდან პატარამდე, შემიცნობს მე, 12 რადგან შევუნდობ მათ უსამართლობას და ცოდვებს აღარ გავუხსენებ“. 13 რაკი თქვა: ახალიო, ამით დააძველა პირველი, ხოლო, როცა ძველდება ბერდება, ახლოსაა მოსპობასთან.

თავი მეშვიდე                                                                                                                                          თავი მეცხრე

COMMENTS