სიმამაცე – ბიბლიური ციტატები

მეორე რჯული 31:6-7
გამაგრდით და განმტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთი, მოდის შენთან ერთად. ის არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს.” და მოუხმო მოსემ იესოს, და უთხრა მას მთელი ისრაელის თვალწინ: “გამაგრდი და განმტკიცდი, რადგან შენ შეხვალ ამ ხალხთან ერთად იმ ქვეყანაში, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა მათ მამებს, და მას შენ დაუმკვიდრებ მათ.

1 კორინთელთა 16:13
იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით მამაცნი, გამაგრდით.

1 ნეშტთა 28:20
და უთხრა დავითმა თავის ძეს სოლომონს: „მტკიცედ დეგ და გამხნევდი, და შეუდექი საქმეს. ნუ შიშობ, და ნუ ძრწი, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთან არის, არ განგიდგება იგი და არ მიგატოვებს, ვიდრე არ შეასრულებ უფლის სახლის სამსახურის ყველა საქმეს.

ფილიპელთა 1:28
ნურაფერში შეუშინდებით მოწინააღმდეგეს: ეს მათთვის დაღუპვის ნიშანია, თქვენთვის კი – ხსნისა. ეს ღვთისაგან არის.

იესო ნავეს ძე 1:6-9
გამაგრდი და განმტკიცდი, რადგან შენ დაუნაწილებ ამ ხალხს იმ ქვეყანას, რომლის მიცემაც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს. ოღონდ გამაგრდი და ძალზე განმტკიცდი, რათა დაიცვა შესასრულებლად მთელი რჯული, რომელიც გიბრძანა შენ მოსემ, ჩემმა მსახურმა. ნუ გადაუხვევ მისგან მარცხნივ ან მარჯვნივ, რათა ყველგან ხელი მოგემართოს, სადაც კი წახვალ. ნუ განეშორება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეებს; მასზე ფიქრობდე დღე და ღამ, რათა დაიცვა აღსასრულებლად ყველაფერი, რაც იქ სწერია, რადგან მაშინ წარგემართება შენ გზები და მოგემართება ხელი. აჰა, მე გიბრძანებ შენ: გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შედრკები და ნუ შეძრწუნდები, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ.”

იესო ნავეს ძე 1:18
ყველა კაცი, რომელიც არ დაემორჩილება შენს ბრძანებას და არ მოისმენს შენს სიტყვებს ყველაფერში, რასაც უბრძანებ მას, მოკვდება. ოღონდ შენ გამაგრდი და განმტკიცდი.”

მათეს 28:20
ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე. ამინ.”

2 ტიმოთეს 1:7
ვინაიდან ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.

იესო ნავეს ძე 10:25
და უთხრა იესომ მათ: „ნუ შეგეშინიდებათ და ნურც შეძრწუნდებით, გაძლიერდით და განმტკიცდით, რადგან ასე მოექცევა უფალი ყველა თქვენს მტერს, ვისაც კი შეებრძოლებით.”

1 მეფეთა 14:6
და უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: „წამოდი, გავიდეთ მაგ წინადაუცვეთელთა საყარაულოსთან, ეგების გაგვამარჯვებინოს უფალმა, რადგან უფლისათვის არ არის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი.”

1 მეფეთა 17:37
და თქვა დავითმა: „უფალი, რომელსაც დავუხსნივარ ლომისაგან და დათვისაგან, ახლაც დამიხსნის ამ ფილისტიმელისაგან.” და უთხრა საულმა დავითს: „წადი, უფალი იყოს შენთან!”

2 მეფეთა 10:12
გამაგრდი და მტკიცედ ვიდგეთ ჩვენი ხალხისათვის და უფლის, ჩვენი ღმერთის, ქალაქისთვის, და უფალმა ქმნას, რაც ენებოს.”

2 ნეშტთა 15:8
როცა ასამ მოისმინა ეს სიტყვები და ყოდედის [ძის] წინასწარმეტყველება, გამხნევდა და აღმოფხვრა სიბილწენი იუდასა და ბენიამინის ქვეყნიდან, აგრეთვე იმ ქალაქებიდან, ეფრემის მთაზე რომ დაიპყრო. და განაახლა უფლის სამსხვერპლო, უფლის სტოას წინ რომ არის.

1 კორინთელთა 2:3
და ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშში და დიდ ძრწოლაში.

2 ნეშტთა 19:11
აჰა, მღვდელმთავარი ამარიაჰუ გეყოლებათ ყველა საუფლო საქმეში, ზებადიაჰუ იშმაყელის ძე კი, იუდას სახლის წინამძღოლი, ყველა სამეფო საქმეში. ზედამხედველებად ლევიანები იქნებიან თქვენს წინაშე. მტკიცედ იდექით და იმოქმედეთ და კეთილთან იქნება უფალი.”

2 ნეშტთა 25:8
მხოლოდ შენ წადი, იმოქმედე და მტკიცედ იყავი ბრძოლაში, თორემ დაგამარცხებს უფალი შენი მტრების წინაშე, რადგან ღმერთს შეწევნაც შეუძლია და დამარცხებაც.”

2 ნეშტთა 32:7
„განმტკიცდით და გაძლიერდით! ნუ შიშობთ და ნუ თრთით აშურის მეფისა და იმ ურდოს წინაშე, თან რომ ახლავს, რადგან ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მასთან.

ეზრა 10:4
ადექი, რადგან შენზეა ეს საქმე და ჩვენც შენთან ვართ. გამხნევდი და იმოქმედე!”

ფსალმუნები 26:14
მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული, და გქონდეს უფლის იმედი.

ფსალმუნები 30:24
გამხნევდით და გული გაიმაგრეთ, ყველამ, ვისაც უფლის მოლოდინი გაქვთ.

იგავნი 14:26
უფლის შიშში ძლიერია რწმენა და მის შვილებს ექნებათ თავშესაფარი.

იგავნი 28:1
ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით მშვიდად არიან.

ესაია 41:6
თითოეული თავის მოყვასს ეხმარება და თავის ძმას ეუბნება: „მტკიცედ იყავი!”

დანიელი 11:25
აღძრავს თავის ძალასა და გულს სამხრეთის მეფის წინააღმდეგ დიდძალი ლაშქრით. სამხრეთის მეფეც დიდძალი და მეტისმეტად ძლიერი ლაშქრით გამოვა საომრად, მაგრამ მას ვერ გაუძლებს, რადგან ზრახვები იქნება განზრახული მის წინააღმდეგ.

ამოსი 2:16
გულმაგარიც კი მამაცთა შორის შიშველი გაიქცევა იმ დღეს”, – ამბობს უფალი.

საქმეები 4:13
როცა ხედავდნენ პეტრესა და იოანეს ესოდენ სიმტკიცეს და მიხვდნენ, რომ ისინი უწიგნური და უბრალო ადამიანები არიან, გაუკვირდათ. თანაც იცოდნენ, რომ ისინი იესოსთან ნამყოფები იყვნენ.

საქმეები 4:29-31
ახლა კი, დაინახე, უფალო, მათი მუქარა და მიეცი შენს მონებს ძალა, მთელი გაბედულებით ილაპარაკონ შენი სიტყვა, როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნებლად, ნიშნებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით.” როცა ლოცულობდნენ, შეიძრა ის ადგილი, სადაც ისინი იყვნენ შეკრებილნი, და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღვთის სიტყვას.

ებრაელთა 4:16
აბა, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.

ებრაელთა 10:19
ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს გაბედულება წმიდაში შესვლისა იესოს სისხლის მეშვეობით, ახალი და ცოცხალი გზით,

ებრაელთა 13:6
ასე რომ, თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე და არ მეშინია; რას დამაკლებს კაცი?“