2 ნეშტთა 15

ივნისი 12, 2015
ძველი აღთქმა
2 ნეშტთა 
151 მაშინ ყაზარიაჰუ ყოდედის ძეზე გადმოვიდა ღვთის სული, 2 და გამოეგება იგი ასას და უთხრა: „ყური დამიგდეთ, ასა, მთელო იუდავ და ბენიამინო, უფალი თქვენთან არის, როცა თქვენ მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ მას, იპოვით; თუ თქვენ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ. 3 დიდხანს იყო ისრაელი ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, დამმოძღვრავი მღვდლისა და რჯულის გარეშე. 4 გასაჭირში იყო და მოუხმო უფალს, ისრაელის ღმერთს. და ეძებდნენ მას და აპოვნინა თავი. 5 იმ ხანებში არ ჰქონდა მშვიდობა არც გამომსვლელს და არც შემსვლელს, რადგან დიდი შფოთი იყო ატეხილი იმ ქვეყნების მთელ მოსახლეობაში. 6 ხალხი ხალხს ებრძოდა, ქალაქი – ქალაქს, რადგან ღმერთმა შეაშფოთა ისინი ყოველგვარი გასაჭირით. 7 თქვენ კი განმტკიცდით და ნუ დაუძლურდება თქვენი ხელები, რადგან თქვენი საქმისამებრ მოგეზღვებათ”. 8 როცა ასამ მოისმინა ეს სიტყვები და ყოდედის [ძის] წინასწარმეტყველება, გამხნევდა და აღმოფხვრა სიბილწენი იუდასა და ბენიამინის ქვეყნიდან, აგრეთვე იმ ქალაქებიდან, ეფრემის მთაზე რომ დაიპყრო. და განაახლა უფლის სამსხვერპლო, უფლის სტოას წინ რომ არის. 9 და შემოიკრიბა მან მთელი იუდა და ბენიამინი, ეფრემისაგან, მენაშესგან და სიმონისგან წამოსულ ხიზნებთან ერთად, რადგან მრავალნი გადავიდნენ მის მხარეზე ისრაელიდან, რაკი დაინახეს, რომ მასთან იყო უფალი. 10 ასას მეფობის მეთხუთმეტე წელს, მესამე თვეში, შეიყარნენ იერუსალიმს. 11 და მსხვერპლად შესწირეს უფალს იმ დღეს მოტანილი ნადავლიდან შვიდასი ხარ-ძროხა და შვიდასი წვრილფეხა. 12 აღთქმა დადეს, რომ ეძიათ უფალი, მამათა ღმერთი, მთელი გულითა და მთელი სულით. 13 და ყველა, ვინც არ ეძიებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, უნდა მომკვდარიყო, დიდი იქნებოდა თუ პატარა, კაცი თუ ქალი. 14 ეფიცებოდნენ უფალს დიდი ხმითა და ღაღადით, საყვირებითა და ბუკებით. 15 და ხარობდა მთელი იუდა ამ ფიცის გამო, რადგან მთელი გულით შეჰფიცეს, მთელი გულმოდგინებით ეძიებდნენ მას და მან აპოვნინა თავი. და უბოძა უფალმა მათ სიმშვიდე ყოველი მხრიდან. 16 მაყაქას, მეფე ასას დედასაც კი, დედოფლობა ჩამოართვა, რადგან აშერისათვის კერპი ჰქონდა გაკეთებული. და აჩეხა ასამ მისი კერპი, ნაფოტებად აქცია და კიდრონის ხევში დაწვა. 17 ისრაელში კი არ მოუშლიათ გორაკები. მხოლოდ ასას გული იყო სრულიად მინდობილი უფალს მთელი მისი სიცოცხლე. 18 და შეიტანა ღვთის სახლში მამამისის და თავისი შეწირული ნივთები – ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი. 19 და ომები აღარ ყოფილა ასას მეფობის ოცდამეათე წლამდე.
თავი მეთოთხმეტე                                                                                                                           თავი მეთექვსმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close