შეშინებული – ბიბლიური ციტატები

ესაია 41:10
ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.’

2 ტიმოთეს 1:7
ვინაიდან ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.

მეორე რჯული 31:6
გამაგრდით და განმტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთი, მოდის შენთან ერთად. ის არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს.”

იოანეს 14:27
მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.

რომაელთა 8:28
ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.

ფსალმუნები 26:1
უფალი შუქი არის და ხსნაა ჩემი: ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლის: ვისგან შევძრწუნდე?

იესო ნავეს ძე 1:9
აჰა, მე გიბრძანებ შენ: გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შედრკები და ნუ შეძრწუნდები, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ.”

მათეს 10:28
ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავენ, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც.

1 იოანეს 4:18
სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიშში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არ არის სიყვარულში სრულყოფილ.

1 პეტრეს 5:7
თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.

იგავნი 3:5-6
დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს.

1 კორინთელთა 10:13
არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; და სარწმუნო ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ ატანა.

ესაია 41:13
რადგან მე, შენი უფალი ღმერთი, შენი მარჯვენის დამჭერი გეუბნები: „ნუ გეშინია, მე შეგეწევი.”

ფილიპელთა 4:6-7
არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.

ფსალმუნები 33:4
მე მოვიძიე უფალი და მიპასუხა და გამომიხსნა ყველა ჩემი განსაცდელიდან.

ფსალმუნები 54:22
მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდის წაბორძიკებას.

2 კორინთელთა 12:9
და მითხრა: „გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა.“ ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.

იერემია 29:11
რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.

რომაელთა 8:15
ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!”

ებრაელთა 13:5-6
თქვენი გზა იყოს ვერცხლმოყვარეობის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ”. ამიტომ გამხნევებულნი ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს მე კაცი?”

ფსალმუნები 22:4
შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.

მათეს 6:33
თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ.

ფილიპელთა 4:6
არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს

ლუკას 12:32
ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ მოისურვა თქვენთვის სასუფევლის მოცემა.

ფილიპელთა 4:13
ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში.

იოანეს 16:33
ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს.”

1 ნეშტთა 28:20
და უთხრა დავითმა თავის ძეს სოლომონს: „მტკიცედ დეგ და გამხნევდი, და შეუდექი საქმეს. ნუ შიშობ, და ნუ ძრწი, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთან არის, არ განგიდგება იგი და არ მიგატოვებს, ვიდრე არ შეასრულებ უფლის სახლის სამსახურის ყველა საქმეს.

ფსალმუნები 55:3-4
საშიშროების დღეს შენ მოგენდობი. ღმერთში ვადიდებ მისსავე სიტყვას, ღმერთზე ვარ მინდობილი და არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი?

1 კორინთელთა 16:13
იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით მამაცნი, გამაგრდით.

ფსალმუნები 116:6
უფალი ჩემთან არის – არ მეშინია, რას მიზამს კაცი?

ფსალმუნები 26:14
მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული, და გქონდეს უფლის იმედი.

მეორე რჯული 31:8
და თავად უფალი წაგიძღვება შენ, იგი იქნება შენთან, არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს. ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები.”

ფსალმუნები 61:1-2
მხოლოდ ღმერთისადმია მდუმარება ჩემი სულისა; მისგან მოდის ჩემი ხსნა. მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, ჩემი მაღალი კოშკი; აღარ დავეცემი მეტად.

ფსალმუნები 55:11
ღმერთს მივენდე – არ მეშინია; რას მიზამს კაცი?

ფსალმუნები 45:1-3
ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად. ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ. თუნდაც იხმაურონ, იბობოქრონ მათმა წყლებმა. მთები შეირყევიან მათი მედიდურებით.

იგავნი 29:25
ადამიანთა მოშიშარს მახე დაეგება, ხოლო უფალს მინდობილი დაცული იქნება.

გამოსვლა 14:13
და უთხრა მოსემ ხალხს: „ნუ გეშინიათ, დადექით და იხილავთ უფლის ხსნას, რომელსაც ის მოიმოქმედებს დღეს თქვენთვის. რადგან ეგვიპტელებს, რომლებსაც თქვენ ხედავთ დღეს, კვლავ აღარ იხილავთ უკუნისამდე.

ფსალმუნები 22:1
უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება.

იაკობის 1:2-4
ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც მრავალნაირ განსაცდელში ცვივდებით. რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს. მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ სრულქმნილნი, წუნდაუდებელნი და ყოველმხრივ უნაკლონი.