მეორე რჯული 11:2-7

By
მარტი 1, 2016
2 უწყოდეთ ეს დღეს, რადგან არ ველაპარაკები თქვენს ძეებს, რომელთაც არ უნახავთ და არ იციან თქვენი ღმერთის სასჯელი, მისი სიდიადე, ძლიერი ხელი და შემართული მკლავი, 3 მისი ნიშნები და საქმეები, რაც შუაგულ ეგვიპტეში გაუკეთა ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მთელ მის ქვეყანას, 4 რაც ეგვიპტის ლაშქარს, მის ცხენებსა და ეტლებს უყო, როგორ დაფარა წითელი ზღვის ტალღებით, როცა დაგედევნენ და მოსპო ისინი უფალმა დღემდე; 5 რაც უდაბნოში გაგიკეთათ, ვიდრე ამ ადგილამდე მოხვიდოდით; 6 რაც გაუკეთა დათანს და აბირამს, რეუბენის ძის ელიაბის ძეებს, როცა დააღო მიწამ პირი და შთანთქა ისინი, მათი სახლეულობა, კარვები და მთელი ქონება, რაც კი ისრაელში გააჩნდათ. 7 რადგან თქვენი თვალით იხილეთ უფლის დიადი საქმენი, რომლებიც მოიმოქმედა მან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close