ქედმაღლობა ბიბლიის მუხლები

1 მეფეთა 2:3
აღარ ილაპარაკებთ ქედმაღლურად, აღარ გამოვა თავხედური სიტყვები თქვენი ბაგიდან, რადგან ყოვლისმცოდნე ღმერთია უფალი, ყოველი საქმე მას აბარია.

რომაელთა 12:3
ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ საღად, იმ რწმენის კვალობაზე, რაც ღმერთმა გიწილადათ თითოეულს.

იგავნი 8:13
უფლის შიში ბოროტების სიძულვილია. სიამაყე და ქედმაღლობა და ბოროტი გზა, და უკუღმართი პირი მძულს მე.

ესაია 13:11
და მე დავსჯი ქვეყნიერებას ბოროტების გამო და უკეთურთ მათი ურჯულოების გამო, და ბოლოს მოვუღებ ბოროტმზრახველთა ზვიადობას, და მტარვალთა ამპარტავნებას დავამცირებ.

1 ტიმოთეს 5:8
ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.

ლუკას 18:9-14
ზოგიერთებს, ვისაც სჯეროდა, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, უთხრა ეს იგავი: „ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად – ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟე. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: ‘გმადლობ, შენ, ღმერთო, რომ არა ვარ, როგორც სხვა ადამიანები არიან – მძარცველები, უსამართლონი, მრუშნი, ან როგორც ეს მებაჟეა. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.’ ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ‘ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.’ თქვენ გეუბნებით: ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე იგი, ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება.”

რომაელთა 14:1
რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა აზრებზე საკამათოდ.

მარკოზის 7:21-22
ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი, მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება.

ესაია 2:17
დამდაბლდება ადამიანის ქედმაღლობა, და დამცირდება კაცთა ამპარტავნება, და მარტო უფალი განდიდდება იმ დღეს.

გამოსვლა 18:11
ახლა კი გავიგე, რომ დიდია უფალი ყველა ღმერთზე. ეს გამოჩნდა, როცა ისინი კადნიერად ქედმაღლობდნენ მათზე.

1 მეფეთა 15:23
რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა. ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე.რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას.”

2 ნეშტთა 36:15-16
უფალი, მათი მამა-პაპის ღმერთი, ადრიდანვე უგზავნიდა და უგზავნიდა მათ სიტყვას თავის მოციქულთა ხელით, რადგან ებრალებოდა თავისი ერი და თავისი სამყოფელი. მაგრამ ისინი აბუჩად იგდებდნენ ღვთის მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ერს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა.

ფსალმუნები 74:2-4
„როცა გამოვნახავ დროს, გავასამართლებ სისწორით. ირყეოდნენ დედამიწა და მისი მცხოვრებნი:– მე გავამაგრე მისი სვეტები.” ვუთხარი ამპარტავნებს: ‘ნუ იამპარტავნებთ!’ და ბოროტეულებს: ‘ნუ მოიმაღლებთ თქვენს რქას.

ესაია 2:11
ადამიანის თვალთა ქედმაღლობა დამცირდება, და კაცთა ამპარტავნება დამდაბლდება, და მარტო უფალი განდიდდება იმ დღეს.

ესაია 5:15
და დამდაბლდება ადამიანი და დამცირდება კაცი, და ქედმაღალთა თვალები დაიხრება.

იერემია 48:29-30
გვესმა მოაბის ამპარტავნობა, მეტისმეტად ამაყია ის, მისი ქედმაღლობა და მისი ამპარტავნობა, მისი სიამაყე და მისი დიდგულობა. მე ვიცი,” – სიტყვა უფლისა, – „მისი მძვინვარება, მაგრამ ფუყეა იგი, არაფრის მაქნისია.

იერემია 50:31-32
აჰა, მოვდივარ შენზე, მედიდურო, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი; რადგან დადგა შენი დღე, შენი განკითხვის ჟამი! წაფორხილდება მედიდური და დაეცემა; არავინ იქნება მისი ამყენებელი; ცეცხლს წავუკიდებ მის ქალაქებს და შეჭამს მის შემოგარენს.

ეზეკიელი 7:8-10
ახლა მალე გადმოგაღვრით ჩემს რისხვას და შენზე მოვიკლავ ჩემს წყრომას; განგსჯი შენს საქმეთაებრ და მთელს შენს სიბილწეებს თავზე დაგათევ! არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, რადგან შენს წინააღმდეგ მოვაქცევ შენს საქმეებს და შენი სიბილწენი შენთანვე იქნება; და მიხვდებით, რომ უფალი ვარ, შემმუსვრელი! აჰა, დღე! აჰა; დადგა! მოაწია ჯერმა! კვერთხი აყვავდა, ამპარტავნობა გაიფურჩქნა!

დანიელი 5:20
მაგრამ როდესაც გადიდგულდა იგი და სული ამპარტავნობით გაისასტიკა, სამეფო ტახტიდან ჩამოგდებული და პატივაყრილი იქნა.

იერემია 9:23-24
ასე თქვა უფალმა: „თავს ნუ შეიქებს ბრძენი თავისი სიბრძნით და თავს ნუ შეიქებს ძლიერი თავისი ძალით, და თავს ნუ შეიქებს მდიდარი თავისი სიმდიდრით. არამედ მაქებელმა იმითი შეიქოს თავი, რომ მიხვდა და მიცნობს მე, რადგან მე, უფალი, ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე, რადგან ეს არის ჩემთვის სასურველი!” – სიტყვა უფლისა.–

იერემია 13:15
ისმინეთ და ყურადიღეთ, ნუ გამედიდურდებით, რადგან უფალი ლაპარაკობს.

რომაელთა 11:20
კეთილი. ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენითა დგახარ. ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს.