მაგალითების დანიშნულება ბიბლიის მუხლები

2 პეტრეს 2:6
მსჯავრი დასდო სოდომისა და გომორას ქალაქებს, ფერფლად აქცია და ამით მაგალითი დაუდო მომავალ უღმერთოებს;

ებრაელთა 4:11
მაშ, ვეცადოთ იმ სიმშვიდეში შესვლას, რათა მათ მსგავსად ურწმუნოებით არ დავეცეთ.

იოანეს 13:14
ამიტომ, თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები.

1 პეტრეს 3:5
ასე იმკობდნენ თავს წარსულში ღმერთის მოიმედე წმიდა ცოლები, ემორჩილებოდნენ რა თავიანთ ქმრებს.

იაკობი 5:10
ჩემო ძმებო, ტანჯვისა და სულგრძელობის მაგალითად გყავდეთ წინასწარმეტყველები, რომლებიც უფლის სახელით ლაპარაკობდნენ.

1 პეტრეს 2:20-22
რადგან რა სარგებელია თუ დანაშაულისთვის გცემენ და ითმენთ? მაგრამ თუ კეთილის ქმედებისთვის ითმენთ ტანჯვას, ეს არის მადლი ღვთის წინაშე! ვინაიდან ამისათვის ხართ კიდეც მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და ნიმუშიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ; რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა დასცდენია მის ბაგეს;

ფილიპელთა 3:17
ძმებო, იყავით ჩემი მომბაძველები და დაუკვირდით მათ, ვინც იმ ნიმუშის თანახმად იქცევა, ჩვენში რომ გაქვთ.

1 კორინთელთა 10:6
და ნიმუშად მოგვეცა ეს, რათა არ შევნატროდეთ ბოროტს, როგორც ისინი შენატროდნენ.

1 კორინთელთა 10:11
ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს.


მსგავსი თემები:

კარგი მაგალითები      სულში ცხოვრების მაგალითები       რწმენის მაგალითები      წინამძღოლობის მაგალითები   შურიანობის მაგალითები      მოთმინების მაგალითები      ცუდი მაგალითები       მიძღვნის მაგალითები       ღალატის მაგალითები      გამბედაობის მაგალითები      თანაგრძნობის მაგალითები      მექრთამეობის მაგალითები      მსჯავრის დადების მაგალითები     გამხნევების მაგალითები     ანგარების მაგალითები      გულმოდგინების მაგალითები       დაუმორჩილებლობის მაგალითები     ღვთიური დაცვის მაგალითები
აშენების მაგალითები     დამსაქმებელთა ცუდი მაგალითები      დამსაქმებელთა კარგი მაგალითები