ღალატის მაგალითები – ბიბლიური ციტატები

იესო ნავეს ძე 9:22
და მოუხმო მათ იესომ, და უთხრა: „რად მოგვატყუეთ, რომ გვითხარით: ძალიან შორს ვართო თქვენგან, და ჩვენი მეზობლები კი ყოფილხართ?

მსაჯული 16:18-20
და დაინახა დალილამ, რომ მან გული გაუხსნა. კაცი, გააგზავნა და მოუხმო ფილისტიმელთა მთავრებს და უთხრა: „ახლა კი ამოდით, რადგან ყველაფერი გამიმხილა, რაც გულში ჰქონდა.” და ავიდნენ მასთან ფილისტიმელთა მთავრები და ვერცხლიც ამოუტანეს საკუთარი ხელით. და კალთაში ჩააძინა იგი დალილამ, და მოუხმო კაცებს, და მისი თმის შვიდივე ნაწნავი მოაპარსვინა; და დაიწყო ქალმა მისი მოთრგუნვა, და გამოეცალა სამსონს ძალა. და თქვა დალილამ: „ფილისტიმელნი მოსულან შენზე, სამსონ!” და გაიღვიძა მან და თქვა: „გავალ წინანდებურად და თავს დავიხსნი.” და არ იცოდა, რომ უფალმა პირი იბრუნა მისგან.

ფსალმუნები 40:9
ჩემმა განუყრელმა მეგობარმაც კი, ვისი იმედიც მქონდა, ვინც ჩემს პურს ჭამდა, წიხლი ჩამაზილა.

ფსალმუნები 54:12-14
რადგან ვინც მე მლანძღავს ჩემი მტერი არ არის – იმას ავიტანდი –; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა ჩემზე – მას დავემალებოდი; მაგრამ შენ შენა ხარ ის, კაცი ჩემი სწორი, ამხანაგი და მეგობარი ჩემი. ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად, ღვთის სახლში დავდიოდით ბრბოს შორის.

2 მეფეთა 3:27
და როცა დაბრუნდა აბნერი ხებრონს, გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, ვითომც განმარტოვებით საუბარი სურდა მასთან, და მუცელში ჩასცა მახვილი. და მოკვდა ყასაელის, იოაბის ძმის, სისხლის საზღაურად.

Close
Close