ისრაელის განდგომა ბიბლიური ციტატები

ფსალმუნები 77:40
რამდენჯერ გაჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს უკაცრიელ ადგილას.

ფსალმუნები 77:8
არ დაემსგავსონ თავიანთი მამების ჯიუტსა და ურჩ თაობას, რომელმაც არ მოიმზადა გული და არ იყო ღვთისადმი ერთგული.

მეორე რჯული 31:27
რადგან ვიცი თქვენი სიჯიუტე და ქედმაგრობა: აჰა, რაც ცოცხალი ვარ, სულ ჯიუტობთ უფლის წინაშე და ჩემი სიკვდილის შემდეგ რაღას იზამთ?

ფსალმუნები 104:28
მიავლინა წყვდიადი და დააბნელა, არ შეწინააღმდეგებიან მის სიტყვას.

ფსალმუნები 105:7
ვერ შეიცნეს ჩვენმა მამებმა შენი სასწაულები ეგვიპტეში, არ გაიხსენეს მრავალი წყალობა შენი და ზღვასთან აგიჯანყდნენ, წითელ ზღვასთან.

ფსალმუნები 106:11
რადგან ეურჩებოდნენ ღვთის სიტყვებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ.

ესაია 63:10
მაგრამ აუჯანყდნენ და დაამწუხრეს მისი წმიდა სული; ამიტომ მტრად მოეკიდა მათ და ებრძოდა.

ეზეკიელი 20:8
მაგრამ ამიჯანყდნენ, არ მოინდომეს ჩემი მოსმენა; არც ერთმა არ მოიშორა თავისი სისაძაგლე თვალთაგან, არ მიატოვეს ეგვიპტის კერპები. ვთქვი: გადმოვღვრი-მეთქი ჩემს გულისწყრომას და აღვასრულებ მათზე ჩემს რისხვას შუაგულ ეგვიპტის მიწაზე.

ნეემია 9:28
სულს მოითქვამდნენ თუ არა, კვლავ ბოროტად იქცეოდნენ შენ წინაშე. ამიტომ, კვლავ მტრების ხელში ყრიდი მათ და ისინი ბატონობდნენ მათზე; შემოგღაღადებდნენ და ისევ ისმენდი ზეციდან, მრავალჯერ გამოიხსნიდი მათ, შენი დიდი სიბრალულისამებრ.

ნეემია 9:16-31
მაგრამ გაიმაგრეს ქედი ჩვენმა მამებმა, გაამაყდნენ და არ ისმინეს შენი მცნებანი.  არ ინებეს მოსმენა და არ გაიხსენეს შენი საკვირველებანი, რომლებიც მოიმოქმედე მათ შორის; ქედები გაიმაგრეს და წინამძღოლი დაიყენეს, რათა ურჩობით მონობაში დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ შენ, ღმერთო მიმტევებელო, მადლიანო, შემბრალებელო, სულგრძელო და დიდად მოწყალევ, შენ არ მიატოვე ისინი.  თუმცა მათ ხბო ჩამოასხეს და ამბობდნენ: ესააო შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან! და დიდი საგმობი საქმენი ჩაიდინეს მათ, მაგრამ შენი დიდი სიბრალულის გამო არ მიატოვე ისინი უდაბნოში, დღისით ღრუბლის სვეტი არ განშორებია მათ გამძღოლად და ღამით ცეცხლის სვეტი, იმ გზის გასანათებლად, რომელსაც მიუყვებოდნენ.  შენი კეთილი სული მიეცი მათ შესაგონებლად, შენი მანნა არ მოგიკლია მათი პირისთვის და წყალი – მათი მწყურვალებისას.  ორმოც წელს ინახავდი მათ უდაბნოში, არაფერი მოჰკლებიათ – სამოსელი მათი არ გაცვეთილა და ფეხები მათი არ დასიებულა.  მიეცი მათ სამეფოები და ხალხები, მიწები დაუნაწილე მათ და დაეპატრონენ სიხონის ქვეყანას, ხეშბონის მეფის ქვეყანას და ყოგის, ბაშანის მეფის ქვეყანას.  ცის ვარსკვლავებივით გაამრავლე მათი ძენი და მოიყვანე ისინი ქვეყანაში, რომელზეც ეუბნებოდი მათ მამებს, რომ შესულიყვნენ მის დასამკვიდრებლად.  შევიდნენ ძენი და დაიმკვიდრეს ქვეყანა; დაუმორჩილე მათ ქანაანელთა ქვეყნის მკვიდრნი, ხელში ჩაუგდე ისინი, მათი მეფენი და ქვეყნის ხალხნი, რომ საკუთარი ნებისამებრ მოქცეოდნენ მათ. დაიპყრეს გამაგრებული ქალაქები და ნოყიერი მიწა, დაიმკვიდრეს ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, ამოკვეთილი ჭები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები და ნაყოფიერი ხეები მრავლად; ჭამეს, გაძღნენ, გასუქდნენ და განცხრომას მიეცნენ შენი დიდი სიკეთის წყალობით.  მაინც განგიდგნენ და აგიჯანყდნენ, ზურგს უკან მოისროლეს შენი რჯული, შენი წინასწარმეტყველნი კი, რომლებიც შენკენ მოსაბრუნებლად შეაგონებდნენ მათ, დახოცეს და დიდი საგმობი საქმენი ჩაიდინეს.  ამიტომ ჩაყარე ისინი მტრების ხელთ, რათა შეევიწროებინათ. შემოგღაღადებდნენ შეჭირვების ჟამს და შენც უსმენდი ზეციდან შენი დიდი სიბრალულისამებრ, მხსნელთ მოუვლენდი და იხსნიდნენ ისინი მათ მტრების ხელიდან.  სულს მოითქვამდნენ თუ არა, კვლავ ბოროტად იქცეოდნენ შენ წინაშე. ამიტომ, კვლავ მტრების ხელში ყრიდი მათ და ისინი ბატონობდნენ მათზე; შემოგღაღადებდნენ და ისევ ისმენდი ზეციდან, მრავალჯერ გამოიხსნიდი მათ, შენი დიდი სიბრალულისამებრ. 29 შეაგონებდი მათ, რომ შენს რჯულს დაბრუნებოდნენ, მაგრამ ურჩობდნენ და არ ისმენდნენ შენს მცნებებს; არღვევდნენ შენს კანონებს, რომლის დაცვითაც იცოცხლებს კაცი; ზურგი გაქციეს, ქედი გაიმაგრეს და არაფერს ისმენდნენ.  მრავალ წელს უთმენდი მათ და შეაგონებდი შენი სულით, წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ არ შეისმინეს და დედამიწის ხალხებს ჩაუგდე ხელთ ისინი.  და მაინც, შენი დიდი სიბრალულის გამო, ბოლომდე არ გაგინადგურებია და მიგიტოვებია ისინი, რადგან მწყალობელი და შემბრალე ღმერთი ხარ შენ.

ფსალმუნები 105:43
მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ეურჩებოდნენ საკუთარი ზრახვებით და მცირდებოდნენ თავიანთი დანაშაულის გამო.

მეორე რჯული 1:26
თქვენ კი არ ინებეთ წასვლა და წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის ბრძანებას.

მეორე რჯული 9:7
გახსოვდეს, ნუ დაივიწყებ, როგორ ანრისხებდი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში, ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის დღიდან ამ ადგილზე მოსვლამდე, მუდამ უჯანყდებოდი უფალს.

ოსია 7:13
ვაი მათ, რადგან განმიდგნენ! განადგურება მათ, რადგან ჩემს წინააღმდეგ აღდგნენ! გამოვისყიდიდი მათ, მაგრამ სიცრუეს ლაპარაკობენ ჩემს წინააღმდეგ.

ესაია 1:20
მაგრამ თუ იუარებთ და ამიჯანყდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის პირმა თქვა ასე.

ესაია 30:1
„ვაი მეამბოხე შვილებს, ამბობს უფალი, რჩევას რომ იღებენ, თუმცა არა ჩემსას! კავშირს რომ ჰკრავენ, მაგრამ არა ჩემი სულით, რათა ცოდვას ცოდვა მიუმატონ.

ესაია 48:8
არც გსმენია და არც იცოდი, აქამდე ყურიც არ გქონდა გახსნილი, რადგან ვიცოდი, რომ მიღალატებდი და მეამბოხე გერქვა დედის მუცლიდანვე.

იერემია 6:28
ყველანი ჯიუტად მოჯანყენი არიან, ცილისმწამებელნი, სპილენძი და რკინა, ყველანი გაიხრწნენ.

იერემია 2:29
რისთვისღა მედავებით? ყველა ჩემ წინააღმდეგ აღდექით”, – ამბობს უფალი.

იერემია 3:13
ოღონდ მიხვდი შენს ურჯულოებას, რადგან უფლის, შენი ღმერთის წინააღმდეგ ჩაიდინე დანაშაული, განავრცე შენი გზები უცხოებისკენ ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ, არ ისმინე ჩემი ხმა!

იერემია 4:17
მეველეებივით გარს უვლიან იერუსალიმს, რადგან მე ამიჯანყდა, ამბობს უფალი.

იერემია 5:23
ეს ხალხი კი ურჩია, მეამბოხე გული აქვს; ამიჯანყდნენ და წავიდნენ.

ეზეკიელი 3:9
კაჟზე მაგარი ალმასივით გაგიმაგრე შუბლი. ნუ შეგეშინდება მათი, ნუ შეგაკრთობს მათი სახე, რადგან მოჯანყე სახლია”.

ეზეკიელი 17:12
„უთხარი მეამბოხე სახლს: ვითომ ვერ ხვდებით, რას ნიშნავს ეს? უთხარი: აჰა, მოვიდა ბაბილონის მეფე იერუსალიმში, წაიყვანა მისი მეფე და მთავრები და მიიყვანა თავისთან ბაბილონში.

ეზეკიელი 23:4
ელაპარაკე მეამბოხე სახლს იგავით და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ქვაბი შემოდგი ცეცხლზე, შემოდგი და შიგ წყალი ჩაასხი.

ეზეკიელი 44:6
ეტყვი ისრაელის მეამბოხე სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: საკმარისია თქვენი სისაძაგლენი, ისრაელის სახლო!

ლუკას 20:9-18
და იწყო ხალხთან ამ იგავის მოყოლა: „ერთმა კაცმა ვენახი გააშენა და მევენახეებს გადასცა. თვითონ კი დიდი ხნით სხვა ქვეყანაში წავიდა.  დრო რომ დადგა, მონა გაუგზავნა მევენახეებს, რათა ვენახის მოსავალი მიეცათ მისთვის. მევენახეებმა კი სცემეს იგი და ხელცარიელი გაუშვეს.  კვლავ გაუგზავნა მათ სხვა მონა, მაგრამ ისიც სცემეს, შეურაცხყვეს და ხელცარიელი გააგდეს.  მერე მესამეც გაუგზავნა. ამჯერად, ისიც დაჭრეს და გარეთ გააგდეს.  მაშინ თქვა ვენახის პატრონმა: როგორ მოვიქცე? ჩემს საყვარელ ძეს გავუგზავნი, იქნებ მისი მაინც მოერიდოთო.  მაგრამ მევენახეებმა ის რომ დაინახეს, მოითათბირეს ერთმანეთში და თქვეს: ეს მემკვიდრეა. მოვკლათ იგი და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო. გააგდეს ვენახის გარეთ და მოკლეს. მაშ, რას უზამს მათ ვენახის პატრონი?  მოვა, დახოცავს ამ მევენახეებს და ვენახს სხვებს გადასცემს”. მისმა მსმენელებმა თქვეს: „ნუმც მოხდება ასე”. მან შეხედა მათ და თქვა: „რას ნიშნავს დაწერილი: ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა?  ყველა, ვინც ამ ლოდზე დაეცემა, დაიმტვრევა; ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს”.

1 კორინთელთა 10:6
და ნიმუშად მოგვეცა ეს, რათა არ შევნატროდეთ ბოროტს, როგორც ისინი შენატროდნენ.

1 კორინთელთა 10:1-12
არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვა.  ყველანი მოსეს მიერ მოინათლნენ ღრუბელსა და ზღვაში.  ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს  და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ; ხოლო ის კლდე იყო ქრისტე.  მაგრამ მათგან უმრავლესობა როდი მოიწონა ღმერთმა; ამიტომ უდაბნოში მიმოიფანტა მათი გვამები.  და ნიმუშად მოგვეცა ეს, რათა არ შევნატროდეთ ბოროტს, როგორც ისინი შენატროდნენ.  არც კერპთაყვანისმცემლები გახდეთ, ზოგიერთი მათგანივით, როგორც წერია: დასხდა ხალხი საჭმელ-სასმელად, და წამოდგა სათამაშოდ. ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძავობდა, და ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი დაეცა.  ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა, და გველებისგან დაიღუპნენ.  არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა, და დაიღუპნენ მომსვრელისგან.  ყოველივე ეს, სანიმუშოდ დაემართათ მათ და აღწერილია ჩვენს შესაგონებლად, ვინც საუკუნეთა აღსასრულს მიაღწია.  ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფხიზლოს, რომ არ წაიქცეს!

ფსალმუნები 94:7-11
რადგან ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენ კი მისი სამწყსოს ხალხი და ცხვარი მის ხელში. დღეს, თუ მოისმენთ მის ხმას,  ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს მასას უდაბნოში,  როცა მცდიდნენ თქვენი მამები; გამომცადეს, თუმცა იხილეს ჩემი საქმენი.  ორმოც წელიწადს მაძულებდა თავს ის თაობა და ვთქვი: მცდარი გულის ხალხია, არ იციან ჩემი გზები.  ამიტომ დავიფიცე ჩემი მრისხანებისას, რომ ვერ შემოვლენ-მეთქი ჩემს სიმშვიდეში.