ღვთის ხასიათის ცოდნა ბიბლიის მუხლები

3 მეფეთა 8:43
ზეციდან მოისმინე, შენი სამკვიდრებლიდან და აღუსრულე უცხოტომელს ყოველივე, რასაც შემოგავედრებს, რათა დედამიწის ყოველმა ხალხმა იცოდეს შენი სახელი, ეშინოდეთ შენი, როგორც შენ ხალხს, ისრაელს და გაიგონ რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, რომელიც ავაშენე.

ფსალმუნები 90:14
რადგან შემიყვარა, მეც გადავარჩენ, დავიცავ, რადგან იცის ჩემი სახელი.

გამოსვლა 9:14
თორემ, ამჯერად ყველა ჩემს სენს შევყრი შენს გულს, შენს მსახურთ და შენს ხალხს, რათა გაიგო, რომ არავინ არის ჩემი მსგავსი მთელ დედამიწაზე.

რომაელთა 2:18
იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გაქვს ნასწავლი.

მათეს 25:24
მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ მკაცრი კაცი ხარ – იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია.

ლუკას 19:22
უთხრა მას: შენივე ნათქვამით განგიკითხავ, ბოროტო მონავ. იცოდი, რომ მკაცრი კაცი ვარ – ვიღებ, რაც არ დამიდევს და ვიმკი, რაც არ დამითესავს.

მათეს 25:26
მაშინ მიუგო ბატონმა პასუხად: ბოროტო და უქნარა მონავ! იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია;

იონა 4:2
შეღაღადა უფალს და უთხრა: „გემუდარები, უფალო, განა ამას არ ვამბობდი ჯერ კიდევ ჩემს ქვეყანაში ყოფნისას? ამის გამო გავიქეცი თარშიშს, რადგან ვიცოდი, რომ შემწყნარებელი ღმერთი ხარ და მიმტევებელი, სულგრძელი და დიდმოწყალე, და თავს არიდებ დასჯას.

იოანეს 9:31
ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს. არამედ, მხოლოდ იმას, ვინც ღმერთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს იგი.

ლუკას 10:22
ყოველივე მამისგან გადმომეცა, და არავინ იცის ვინ არის მამა, გარდა ძისა; და არავინ იცის ვინ არის ძე, გარდა მამისა, და იმისა, ვისაც ძეს სურს რომ განუცხადოს“.

რომაელთა 1:19
იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, რადგან ღმერთმა განუცხადა მათ.

რომაელთა 11:34
რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება. ვინ იყო მისი მრჩეველი?

1 კორინთელთა 2:16
ვინ შეიცნო უფლის გონება, რომ განსაჯოს იგი? ჩვენ კი ქრისტეს გონება გვაქვს!

კოლასელთა 1:9
ამიტომ იმ დღიდან, ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, მთელი სიბრძნითა და სულიერი განსჯის უნარით,

1 იოანეს 3:16
იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი თავი გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ თავები ძმებისთვის.

1 იოანეს 4:16
ჩვენ შევიცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი – მასში.

გამოსვლა 18:11
ახლა კი ვიცი, რომ ყველა ღმერთზე დიდია უფალი; რადგან რაშიც ამაყად ექცეოდნენ ისრაელიანებს, იმაში იმძლავრა მათზე.

იობი 18:11
ყოველმხრივ შიში და ძრწოლა აკრავს და ფეხდაფეხ მისდევენ ისინი.

იესო ნავეს ძე 4:24
რათა დედამიწის ყველა ხალხმა გაიგოს უფლის ხელის ამბავი, რადგან ძლიერია იგი და მუდამ გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა.

გამოსვლა 11:7
ხოლო ისრაელიანებს – კაციდან პირუტყვამდე – ძაღლიც არ შეუყეფს, რათა იცოდეთ, რომ ზღვარს დებს უფალი ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის.

გამოსვლა 8:10
და უთხრა: „ხვალ“. მიუგო მოსემ: „იყოს შენი სიტყვისამებრ, რათა გაიგო, რომ არავინ არის უფლის, ჩვენი ღმერთის მსგავსი.