რომაელთა 9:15
რადგან ეუბნება მოსეს: „მოწყალე ვიქნები მათთვის, ვისაც შევიწყალებ და შემბრალე – მათთვის, ვისაც შევიბრალებ”.
გამოსვლა 33:19
უპასუხა უფალმა: „ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინ და განვაცხადებ ჩემს სახელს ‘უფალი’ და შევიწყალებ ვისაც შევიწყალებ, და შევიბრალებ ვისაც შევიბრალებ”.
რომაელთა 9:19
ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინც სურს, მას გააჯიუტებს.
რომაელთა 11:32
ვინაიდან ყველანი ურჩობაში ჩაკეტა ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს.
იერემია 31:20
„განა ჩემი ძვირფასი ძე არ არის ეფრემი? საყვარელი შვილი? რამდენჯერაც გამახსენდება, სიყვარულით თვალწინ მიდგება. ამიტომაც შფოთავს ჩემი შინაგანი მასზე და შევიწყალებ!” – ამბობს უფალი.
მეორე რჯული 13:17
დარისხებულიდან არაფერს მიეკაროს შენი ხელი, რათა განელდეს უფლის მძვინვარე რისხვა და გიჩვენოს წყალობა, შეგიწყალოს და გაგამრავლოს, როგორც დაუფიცა შენს მამებს;
ესაია 54:10
რადგან მთები დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი წყალობა კი არ დაიძვრება და ჩემი მშვიდობის აღთქმა არ შეირყევა შენგან, ამბობს უფალი, შენი შემბრალე.
ესაია 54:7-8
მცირე ხნით მიგატოვე და დიდი თანაგრძნობით შეგკრებ. მრისხანების გზნებაში, ცოტა ხნით დავმალე სახე შენგან, მაგრამ საუკუნო წყალობით შეგიბრალებ!” – ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი.
რომაელთა 9:33
როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცდურის კლდეს; და ყოველი მისი მორწმუნე, არ შერცხვება”.
ლუკას 1:50
წყალობა მისი თაობიდან თაობამდეა მის მოშიშთათვის.
ოსია 2:19
საუკუნოდ დაგნიშნავ ჩემზე, დაგნიშნავ სიმართლეში და სამართალში, მადლსა და წყალობაში.
ოსია 2:23
დავთესავ მას ჩემთვის მიწაზე, შევიწყალებ არაშეწყალებულთ და ვეტყვი არა ჩემს ხალხს: „ჩემი ხალხი ხარ”, ის კი მეტყვის: „ჩემი ღმერთი ხარ!”
ოსია 1:7
იუდას სახლს კი შევიბრალებ და ვიხსნი უფლის, მათი ღვთის ხელით; არც მშვილდით, არც მახვილით, არც ბრძოლით, არც ცხენებითა და არც მხედრებით არ ვიხსნი მათ.
იოველი 2:18
მოშურნეა უფალი თავისი ქვეყნისთვის და შეიბრალებს თავის ხალხს.
მიქა 7:19
კვლავ შეგვიბრალებს და ფეხქვეშ გათელავს ჩვენს დანაშაულს; ზღვის სიღრმეებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას.
ზაქარია 1:16
ამიტომ ასე ამბობს უფალი: სიბრალულით მოვბრუნდები იერუსალიმისკენ და აშენდება მასში ჩემი სახლი – ამბობს ცაბაოთ უფალი – საზომი ლარი გაიჭიმება იერუსალიმზე.
ზაქარია 10:6
გავამაგრებ იუდას სახლს და ვიხსნი იოსების სახლს! მოვაქცევ მათ, რადგან შევიწყნარე ისინი და იქნებიან ისე, თითქოს არც მიმიტოვებია, რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი და შევისმენ მათ ხმას.
ებრაელთა 8:12
ვინაიდან შევუნდობ მათ უმართლობას და ცოდვებს აღარ გავუხსენებ”.
მეორე რჯული 32:36
რადგან უფალი განიკითხავს თავის ხალხს, შეიბრალებს თავის მონებს, როცა დაინახავს, რომ გამოეცალათ ძალა – აღარც ტყვე დარჩა და აღარც თავისუფალი.
ესაია 14:1
როცა შეიბრალებს უფალი იაკობს, ისევ აირჩევს ისრაელს და მათივე მიწაზე დაასახლებს; შეუერთდებიან მათ უცხოტომელნი და იაკობის სახლს შეემატებიან.
ეზეკიელი 39:25
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: “ახლა დავაბრუნებ ტყვეობიდან იაკობს, წყალობას დავუშვებ მთელ ისრაელის სახლზე და მოშურნე ვიქნები ჩემი წმიდა სახელის გულისთვის.
ფსალმუნები 101:13
შენ აღსდგები და შეიწყალებ სიონს, რადგან ჟამია მისი შეწყალებისა; დადგა დანიშნული დრო.
იერემია 42:12
შეგიწყალებთ და ისიც შეგიბრალებთ და თქვენს მიწაზე დაგაბრუნებთ.
იონა 4:11
მე კი არ უნდა მენანებოდეს ნინევე, დიდი ქალაქი, რომელშიც ასოცი ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც თავიანთი მარჯვენა ვერ გაურჩევიათ მარცხენისაგან და სადაც უამრავი საქონელია?”
2 ტიმოთეს 1:18
ინებოს ღმერთმა, რომ უფლის მიერი წყალობა ჰპოვოს იმ დღეს; ხოლო ეფესოში როგორც იმსახურა, შენ უკეთ იცი.
იუდა 1:21
დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაელოდეთ ჩვენი უფლისგან, იესო ქრისტესგან წყალობას საუკუნო სიცოცხლისთვის.