HomeUncategorized

ოსია 1

ძველი აღთქმა
ოსია
11 უფლის სიტყვა, რომელიც იყო ოსიას მიმართ, ბეერის ძისა, იუდას მეფეების – ყუზიას, იოთამის, ახაზის და იეხიზკიას დროს, და ისრაელის მეფის იერობყამ იოაშის ძის დროს. 2 როცა იწყო უფალმა ქადაგება ოსიას პირით, უთხრა: „წადი, მოიყვანე გარყვნილი ქალი და გააჩინე გარყვნილების შვილები, რადგან გაირყვნა ქვეყანა და განადგურდა უფალი.” 3 წავიდა და მოიყვანა გომერი, დიბლაიმის ასული. დაორსულდა ქალი და უშვა ვაჟი. 4 უთხრა უფალმა: „დაარქვი სახელად იზრეყელი. რადგან, ცოტაც და, უნდა მოვკითხო იზრეყელის სისხლი იეჰუს სახლს და გავაუქმო ისრაელის მეფობა. 5 იმ დღეს იქნება, რომ შევმუსრავ ისრაელის მშვილდს იზრეყელის ველზე.” 6 კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა უფალმა: „დაარქვი სახელად ლორუხამა (არშესაწყალისი), რადგან აღარ შევიწყალებ ისრაელის სახლს და არასოდეს შევუნდობ. 7 იუდას სახლს კი შევიწყალებ და ვიხსნი უფლის, მათი ღვთის, ხელით; არც მშვილდით, არც მახვილით, არც ბრძოლით, არც მხედრებით არ ვიხსნი მათ.” 8 მოწყვიტა ძუძუს ლორუხამა და ისევ დაორსულდა და შვა ვაჟი. 9 თქვა უფალმა: „დაარქვი სახელად ლოყამი (არა ჩემი ერი), რადგან აღარ ხართ ჩემი ერი და მეც აღარ ვარ თქვენი.” 10 ზღვის ქვიშასავით იქნება ისრაელიანთა რიცხვი, რომელიც არც გაიზომება და არც აღირიცხება; და ნაცვლად იმისა, რომ უთხრან, ლოყამი (არა ჩემი ერი) ხართო, ეტყვიან, ცოცხალი ღვთის შვილები ხართო. 11 შეიყრებიან ერთად იუდაელები და ისრაელიანები და დაისვამენ ერთ მთავარს და გამოვლენ ქვეყნიდან, რადგან დიდი იქნება იზრეყელის დღე.
დანიელი                                                                                                                                                     თავი მეორე

COMMENTS