გამოსვლა 23:21
იფხიზლე მის წინაშე და ისმინე მისი ხმა, ნუ აუჯანყდები მას, რადგან არ გაპატიებთ დანაშაულს, რადგან მასშია ჩემი სახელი.
მეორე რჯული 29:20
არ აპატიებს მას უფალი, რადგან აღინთება მაშინ უფლის რისხვა და შური იმ კაცზე და ეწევა მას ყოველი წყევლა, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი და აღგვის უფალი მის სახელს ცისქვეშეთიდან.
იესო ნავეს ძე 24:19
და უთხრა იესომ ხალხს: „ვერ შეძლებთ უფლის მომსახურებას, რადგან წმიდა ღმერთია იგი, შურისმგებელი ღმერთია იგი, არ გაპატიებთ თქვენს დანაშაულსა და ცოდვებს.
ესაია 22:14
გამოუცხადა ცაბაოთ უფალმა ჩემს ყურს: „ნამდვილად არ მიგეტევებათ ეს დანაშაული, სანამ არ მოკვდებით,“ ამბობს ღმერთი, ცაბაოთ უფალი.
4 მეფეთა 24:4
იმ უდანაშაულო სისხლის გამო, რომელიც დაღვარა მან და აღავსო მისით იერუსალიმი; არ ინება უფალმა ამის პატიება.
მათეს 12:31-32
ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ. ვინც სიტყვას იტყვის ძე კაცისას წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ თუ ვინმე სულიწმიდის წინააღმდეგ იტყვის, არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და არც მომავალში.
მარკოზის 3:29
მაგრამ, ვინც სულიწმიდას დაგმობს, მას არასოდეს მიეტევება, არამედ მარადიული მსჯავრის თანამდებია.“
მათეს 6:15
ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
მარკოზის 4:12
რადგან ხედვით ხედავენ და ვერ შეიცნობენ, სმენით ისმენენ და ვერ იგებენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ.“
ოსია 1:6
კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა მას უფალმა: „ლორუხამა დაარქვი სახელად, რადგან აღარ შევიბრალებ ისრაელის სახლს და აღარასოდეს მივუტევებ.
იოანეს 20:23
ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ.“
იობი 7:21
რად არ მომიტევებ შეცოდებას და არ განმაშორებ ჩემს დანაშაულს? რადგან, ცოტაც და დავწვები მტვერში, ძებნას დამიწყებ და აღარ ვიქნები!“
იერემია 5:7
„როგორღა გაპატიო ეს? შენმა ძეებმა მიმატოვეს და იმათ იფიცებენ, ღმერთები რომ არ არიან; მე ვანაყრებდი მათ, ისინი კი მრუშობდნენ და მეძავთა სახლებში მიიჩქაროდნენ.
ნეემია 4:5
ნუ მიუტევებ მათ დანაშაულს და შენ წინაშე ნუ წაიშლება მათი ცოდვა, რადგან შეურაცხყოფდნენ მშენებლებს.
ესაია 2:9
მოიდრიკა ადამიანი და დამდაბლდა კაცი; არ შეუნდობ მათ.
იერემია 18:23
უფალო, შენ იცი მათი ყველა ბოროტი განზრახვა ჩემ წინააღმდეგ; ნუ აპატიებ დანაშაულს, ნუ წაშლი მათ ცოდვებს შენს თვალთაგან. დაე, დაემხონ შენ წინაშე. შენი რისხვის ჟამს გაუსწორდი მათ.
ფსალმუნები 108:14
გაუხსენდეს მისი მამების ბრალი უფლის წინაშე და დედამისის ცოდვა ნუ წაიშლება.