ღირსების წყარო ბიბლიური ციტატები

იგავნი 3:1
შვილო! ჩემს მოძღვრებას ნუ დაივიწყებ და ჩემი მცნებანი დაიცვას შენმა გულმა,

იგავნი 3:16

დღეგრძელობა მის მარჯვენაშია, მარცხენაში – სიმდიდრე და პატივი.

იგავნი 4:8
დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს მოგაგებს, თუ გულში ჩაიკრავ.

იგავნი 8:18
ჩემთანაა სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე.

იგავნი 11:16
მადლიანი ქალი პატივს იხვეჭს, უმოწყალონი კი სიმდიდრეს იხვეჭენ.

იგავნი 13:18
დარიგების უგულებელმყოფელს სიღარიბე და სირცხვილი მოელის, მხილების გამგონე კი პატივდებული იქნება.

იგავნი 15:33
უფლის შიში სიბრძნეს ასწავლის კაცს; და დიდებას წინ მორჩილება უსწრებს.

იგავნი 18:12
დაცემას წინ ქედმაღლობა უსწრებს, დიდებას – თავმდაბლობა.

იგავნი 20:3
დავისგან თავშეკავება კაცის ღირსებაა, ყველა ბრიყვი კი შფოთის ამტეხია.

იგავნი 21:21
სიმართლისა და მოწყალების მიმდევარი სიცოცხლეს, სიმართლესა და პატივს ჰპოვებს.

იგავნი 14:28
ხალხის სიმრავლე მეფის დიდებაა, მათი სიმცირე კი მთავრის დაქცევაა.

ეზეკიელი 39:13
დამარხავს მათ ამ ქვეყნის მთელი ხალხი და დიადი იქნება ის დღე, როცა გავიმარჯვებ, ამბობს უფალი ღმერთი.

ნაუმი 2:2
ვინაიდან დააბრუნებს უფალი იაკობისა და ისრაელის დიდებას, რამეთუ გააპარტახეს იგი მოძალადეებმა და მოსპეს მისი ლერწები.

ფსალმუნები 3:3
მაგრამ შენ ხარ ჩემი ფარი, უფალო, ჩემი დიდება და ჩემი თავის ამამაღლებელი.

ფსალმუნები 61:7
ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; ღმერთია ჩემი სიმაგრე და თავშესაფარი.

1 მეფეთა 2:7
უფალი აღარიბებს და ამდიდრებს, ამდაბლებს და აღამაღლებს.

ფსალმუნები 20:5
დიდია ღირსება მისი, რადგან შენგანაა მისი ხსნა. შენ შეამკე პატივითა და დიდებით.

დაბადება 12:2
დიდ ერად გაქცევ, გაკურთხებ, განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები.

იერემია 30:19
მადლიერებისა და მოდღესასწაულეთა ხმა გამოვა მათგან; გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან; პატივს მივაგებ და არად ჩასაგდებნი აღარ იქნებიან.

იესო ნავეს ძე 3:7
უთხრა უფალმა იეშუას: „ამ დღეს დავიწყებ შენს განდიდებას მთელი ისრაელის თვალწინ, რათა იცოდნენ, რომ, როგორც მოსესთან ვიყავი, ისე ვიქნები შენთანაც.

იესო ნავეს ძე 4:14
იმ დღეს განადიდა უფალმა იეშუა მთელი ისრაელის თვალში და სიცოცხლის ბოლომდე ეშინოდათ მისი, როგორც ეშინოდათ მოსესი.

1 პეტრეს 2:20
რადგან რა სარგებელია თუ დანაშაულისთვის გცემენ და ითმენთ? მაგრამ თუ კეთილის ქმედებისთვის ითმენთ ტანჯვას, ეს არის მადლი ღვთის წინაშე!