მარკოზის 7:21-22
ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი, მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება.
იობი 35:12
ღაღადებენ იქ ისინი და ის პასუხს არ სცემს, ავკაცთა ამპარტავნების გამო.
ფსალმუნები 9:22-27
ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს. რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს. ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი. გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია შენი სამართალი მისდამი; თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს. თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე”. მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი ენა – სიმრუდე და უკუღმართობაა.
ფსალმუნები 72:3-12
რადგან შემშურდა სულელებისა, როცა ვხედავდი ბოროტთა კეთილდღეობას. რადგან არა აქვთ შეჭირვება სიკვდილამდე, და გამტკიცებულია მათი გვამი. არ იტანჯებიან სხვა კაცთა მსგავსად და სხვა ადამიანებივით არ ტვირთმძიმობენ. ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნება და ძალადობა სამოსელივით შეიმოსეს. სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აევსოთ სიბრიყვით. 8 ლაპარაკობენ დამცინავად და ბოროტად, ძალადობით იმუქრებიან. მათი პირი ცას მისწვდა და მათი ენა დედამიწაზე დაიარება. ამიტომ ბრუნდება მისი ერი აქ, და სვამენ წყალს სავსე თასიდან. და ამბობენ: „როგორ შეიტყობს ღმერთი? განა აქვს გაგება უზენაესს?” აჰა, ესენი არიან ბოროტნი, და უზრუნველნი ამა სოფლისა, იხვეჭენ დოვლათს.
ფსალმუნები 93:3-7
ვიდრემდე, უფალო, ბოროტნი, ვიდრემდე უნდა ილხენდნენ ბოროტნი? აღმითქვამენ და ამბობენ სიცრუეს, ამაყად ყვებიან სიმრუდის მოქმედნი. შენს ერს, უფალო, ჩაგრავენ და შენს სამემკვიდროს ტანჯავენ. ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს ჟლეტენ. ამბობენ: „ვერ იხილავს უფალი, და ვერ გაიგებს ღმერთი იაკობისა.”
მალაქია 3:15
ბედნიერები არიან ამპარტავნებიო, აშენდნენ კიდეც ბოროტმოქმედნი, ღმერთიც კი გამოსცადეს და გადარჩნენო.”
რომაელთა 1:28-31
და რაკი არ ცდილობდნენ ცოდნით ჰყოლოდათ ღმერთი, ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას დაუწესებლის საკეთებლად. აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით, ცილისმწამებელნი, ღვთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგამზრახველნი, მშობლების ურჩნი, უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი.
ესაია 9:9-10
და გაიგებს მთელი ხალხი, ეფრემი და სამარიის მცხოვრები, სიამაყითა და დიდგულობით რომ ამბობენ: „აგურები დაცვივდა, მაგრამ გათლილი ქვით ავაშენებთ. ნეკერჩხალი აიჩეხა და კედრებით შევცვლით მათ”.
დანიელი 4:29-32
თორმეტი თვის შემდეგ, ბაბილონის სამეფო სასახლეში სეირნობისას, ალაპარაკდა მეფე და თქვა: „ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც სამეფო სახლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით, ჩემი სიდიადის საქებრად?” მეფეს ჯერ კიდევ პირზე ჰქონდა სიტყვა, რომ ზეციდან ხმა ჩამოისმა: „შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, გაგშორდა სამეფო. მოიკვეთები კაცთაგან, მინდვრის მხეცებთან გექნება ბინა, ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ და შვიდი ჟამი გადაივლის შენს თავზე, ვიდრე გაიგებდე, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს.”
გამოცხადება 18:7
რაზომადაც განდიდდებოდა და ნებივრობდა, იმზომად მიაგეთ ტანჯვა და გლოვა. ვინაიდან ამბობდა თავის გულში: დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არ ვიხილავო.
გამოსვლა 15:9
თქვა მტერმა: ‘დავედევნები, დავეწევი, გავიყოფ ნადავლს. ამით აივსება ჩემი სული, ვიშიშვლებ მახვილს, მოსრავს მათ ჩემი ხელი.’
3 მეფეთა 20:11
და მიუგო ისრაელის მეფემ და თქვა: „ნუ იტრაბახებს სარტყლის შემომრტყმელი სარტყლის შემხსნელივით.”
4 მეფეთა 14:10
დაგიმარცხებია ედომი და გადიდგულებულხარ. ღირსეულად გეჭიროს თავი და შენთვის იჯექი სახლში. რისთვის სტეხ შფოთს? შენც დაეცემი და იუდაც – შენთან ერთად.”
ესაია 28:15
რადგან თქვენ ამბობდით: „ჩვენ კავშირი შევკარით სიკვდილთან და შავეთთან დავდეთ ხელშეკრულება. როდესაც წამლეკავი შოლტი გადაივლის, ჩვენ ვერ მოგვეწევა, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფარად და ტყუილში დავიმალეთ.”
ეზეკიელი 16:49
აჰა, ეს იყო ურჯულოება სოდომისა, შენი დისა – სიამაყე, პურით სიმაძღრე და სრული სიმშვიდე ჰქონდა მას და მის ასულთ, ღარიბსა და მათხოვარს კი ხელს არ აშველებდნენ.
აბაკუმი 2:4-5
აჰა, გაიბერა, ვერ გასწორდა მასში მისი სული. მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს. მატყუარა ღვინოსავითაა ამპარტავანი, არ მოისვენებს. ჯოჯოხეთივით გაიბერა სული და სიკვდილივით გაუმაძღარია. თავისკენ შემოიკრებს ყველა ხალხს და ყველა ერს თავისთან შემოხვეტავს.
ლუკას 18:9
ზოგიერთებს, ვისაც სჯეროდა, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, უთხრა ეს იგავი:
2 პეტრეს 2:9-10
ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო უკეთურნი შემოინახოს განკითხვის დღისათვის დასასჯელად, უპირატესად კი, ხორციელ გულისთქმებს ბილწად აყოლილნი, უფლებათა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი და დიდებათა გმობის ურიდნი,
ფსალმუნები 16:9-10
ბოროტთაგან, რომელნიც თავს მესხმიან, მტრებისაგან, გარს რომ მერტყმიან სულის ამოსახდელად. ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ,
ფსალმუნები 118:51
ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ გადამიხვევია.
ფსალმუნები 30:18
დაე, დამუნჯდნენ ცრუ ბაგეები, რომელნიც უხეშად ლაპარაკობენ მართალზე, ქედმაღლობით და სიძულვილით.
ფსალმუნები 118:69
ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.
ფსალმუნები 122:4
მეტისმეტად აღივსო ჩვენი სული მდიდართა ვედრებით და ამპარტავანთა სიძულვილით.
იგავნი 17:7
არ უხდება არამზადას ყოყოჩური ენა, მით უფრო, კეთილშობილს – ცრუ ენა.
იგავნი 21:24
ზვიადი, ამპარტავანი და თავქარიანია მისი სახელი, ვინც ამპარტავნობის მძვინვით იქცევა.
იერემია 43:1-2
და იყო, როდესაც იერემიამ დაასრულა ხალხისათვის მათი ღმერთის სიტყვების გადაცემა, ყველა იმ სიტყვისა, რომლითაც უფალმა, მათმა ღმერთმა, მიავლინა მათთან, მაშინ ყაზარია ჰოშაყიას ძემ და იოხანან კარიახის ძემ, და აგრეთვე ყველა ბოროტგანმზრახველმა კაცმა უთხრეს იერემიას: “ტყუილს ამბობ; უფალს, ჩვენს ღმერთს, არ მოუვლინებიხარ ამის სათქმელად: ‘არ წახვიდეთ ეგვიპტეში იქ საცხოვრებლადო!’