3 მეფეთა 17:17-24

By
სექტემბერი 15, 2015
17 ამ ამბების შემდეგ ავად გახდა იმ დედაკაცის – ოჯახის უფროსის ბიჭი. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, იმდენად რომ, სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. 18 და უთხრა დედაკაცმა ელიას: „რა გინდა ჩემგან, ღვთისკაცო? ეტყობა, ჩემი ცოდვების მოსაკითხად და ჩემი ბიჭის მოსაკლავად მოხვედი.“ 19 და უთხრა მან დედაკაცს: „მომეცი შენი ვაჟი.“ და უბიდან გამოართვა დედას ბავშვი, და ზემოთვალში აიყვანა, სადაც თვითონ ცხოვრობდა, და თავის საწოლზე დააწვინა. 20 და შეჰღაღადა უფალს და უთხრა: „უფალო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვრივ ქალსაც, რომელთანაც მწირადა ვარ, ბოროტს უზამ და შვილს მოუკლავ?“ 21 და სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: „უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ყრმის სული მასში.“ 22 და ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და ჩაბრუნდა ყრმაში მისი სული, და გაცოცხლდა იგი. 23 აიყვანა ელიამ ყრმა და ჩამოიყვანა ზემო თვალიდან, მიაწოდა დედას და უთხრა: „ნახე, ცოცხალია შენი ძე.“ 24  და უთხრა დედაკაცმა ელიას: „ახლა კი მივხვდი, რომ ღვთისკაცი ხარ და შენს ბაგეებში ჭეშმარიტად უფლის სიტყვაა.

კომენტარის დატოვება

Close
Close