ძველი აღთქმა
3 მეფეთა
41 და იყო მეფე სოლომონი მეფედ მთელს ისრაელზე. იოშაფატ ახილუდის ძე – მემატიანე. 2 ეს თავკაცები ჰყავდა მას: ყაზარიაჰუ, ცადოკ მღვდლის ძე, იოშაფატ ახილუდის ძე – მემატიანე. 3 ელიხორეფი და ახია, შიშას ძენი – მწერლები.იოშაფატ ახილუდის ძე – მემატიანე. 4 ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე – ჯარის სარდალი, ცადოკი და აბიათარი – მღვდლები. 5 ყაზარიაჰუ ნათანის ძე – მოურავთ უფროსი, ზაბუდ ნათანის ძე – მღვდელი, მეფის მეგობარი. 6 ახიშარი – სასახლის ზედამხედველი, ადონირამ ყაბდას ძე – ხარკის განმგებელი. 7 თორმეტი მოურავი ჰყავდა სოლომონს მთელს ისრაელში, ისინი ამარაგებდნენ სარჩოთი მეფესა და მის სახლს. თითოეულს წელიწადში ერთი თვის მანძილზე უნდა ეზიდნა სარჩო. 8 ესენია მათი სახელები: ბენ-ხური ეფრემის მთიდან. 9 ბენ-დეკერი მაკაცში, შაყალბიმში, ბეთ-შემეშში, ელონში და ბეთ-ხანანში. 10 ბენ-ხესედი არუბოთში. მისი იყო სოქო და ხეფერის მთელი მხარე. 11 ბენ-აბინადაბი მთელს ნაფათ-დორში. სოლომონის ასული ტაფათი ჰყავდა ცოლად. 12 ბაყანა ახილუდის ძე თაყანაქში, მეგიდოში და მთელს ბეთ-შეანში, ცართანასთან რომ არის, იზრეყელის ქვემოთ, ბეთ-შეანიდან ვიდრე აბელ-მეხოლამდე და იოკმეყამის გაღმა მხარემდე. 13 ბენ-გებერი გილყადის რამოთში. მისი იყო იაირისშენები, მენაშეს ძისა, გილყადში. მისი იყო არგობის მხარე ბაშანში, სამოცი დიდი ქალაქი, გალავნიანი და სპილენძის ურდულებიანი. 14 ახინადაბ ყიდოს ძე მახანაიმში, 15 ახიმაყაცი ნაფთალის მხარეში, მასაც სოლომონის ასული ჰყავდა ცოლად, ბასმათი. 16 ბაყანა ხუშაის ძე აშერის მხარეში და ბეყალოთში. 17 იეჰოშაფატ ფარუახის ძე ისაქარის მხარეში. 18 შიმყი ელას ძე ბენიამინის მხარეში, 19 გებერი ურის ძე გილყადის ქვეყანაში, სიხონის, ამორეველთა მეფის, ქვეყანაში და ყოგის, ბაშანის მეფის, ქვეყანაში – თითო მოურავი თითო ქვეყანაში. 20 ჭამდნენ, სვამდნენ, მხიარულობდნენ ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იუდა და ისრაელი. 21 და ეპყრა სოლომონს ყველა სამეფო მდინარიდან ფილისტიმელთა ქვეყნამდე და ეგვიპტის საზღვრამდე. და მოართმევდნენ ხოლმე ძღვენს და ემორჩილებოდნენ სოლომონს მთელი მისი სიცოცხლე. 22 ეს იყო სოლომონის ყოველდღიური სარჩო: ოცდაათი ქორი გამტკიცული ფქვილი და სამოცი ქორი სადაგი ფქვილი, 23 ათი ნასუქალი ხარი და ათი ნაიალაღარი ხარი, ასი ცხვარი, გარდა ნანადირევი ირმებისა, და ქურციკებისა, ჯეირნებისა და გამოკვებილი ბატებისა. 24 ეს იმიტომ, რომ ბატონობდა იგი მთელს მდინარის გამოღმა მხარეზე თიფსახიდან ვიდრე ღაზამდე, და მდინარის გამოღმა ყველა მეფეზე, და ზავი ჰქონდა ყველა ქვეყანასთან, ირგვლივ. 25 უშიშრად ისხდა სოლომონის დროს იუდა და ისრაელი, თითოეული თავისი ვაზის ძირას და თავისი ლეღვის ძირას, დანიდან ვიდრე ბეერ-შებაყამდე. 26 ჰქონდა სოლომონს ოთხი ათასი თავლა ეტლის ცხენებისათვის და ჰყავდა თორმეტი ათასი ცხენოსანი. 27 ამარაგებდნენ ის მოურავები თითოეული თავის განკუთვნილ თვეში მეფე სოლომონს და მეფე სოლომონის სუფრის ყველა მეინახეს, თითოეული თავის განკუთვნილ თვეში, და არაფერს აკლებდნენ. 28 მოჰქონდათ ქერი და თივა ცხენებისთვის და ბედაურებისთვის, თითოეულს მისთვის მიჩენილ ადგილზე. 29 და მიჰმადლა ღმერთმა სოლომონს სიბრძნე, დიდი ჭკუა და ზღვის ქვიშასავით ვრცელი გონება, 30 სოლომონის სიბრძნე აღემატებოდა აღმოსავლელთა მთელს სიბრძნეს და ეგვიპტელთა მთელს სიბრძნეს. 31 ყველა ადამიანზე ბრძენი იყო იგი – ეთან ეზრახელზე, ჰემანზე, ქალქოლზე, დარდაყ მახოლის ძეზე და განითქვა მისი სახელი ყველა ხალხში, ვინც კი ირგვლივ იყო. 32 წარმოთქვა სამი ათასი იგავი და შეთხზა ათას ხუთი გალობა. 33 ლაპარაკობდა ხეებზე – ლიბანის ნაძვიდან დაწყებული უსუპამდე, კედელზე რომ იზრდება; ლაპარაკობდა ცხოველებზე და ფრინველებზე, ქვემძრომებზე და თევზებზე. 34 მოდიოდნენ ყველა მოდგმის ხალხისგან სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და ქვეყნის ყველა მეფისგან, ვისაც კი სმენოდა მისი სიბრძნის ამბავი.
COMMENTS