ძველი აღთქმა
3 მეფეთა
121 და წავიდა შექემში რეხაბყამი, რადგან შექემში იყო მისული მთელი ისრაელი მის გასამეფებლად. 2 ეს ამბავი იერობყამ ნაბატის ძემ ჯერ კიდევ ეგვიპტეში ყოფნისას შეიტყო, სადაც სოლომონ მეფისგან იყო გაქცეული, და დაბრუნდა იერობყამი ეგვიპტიდან. 3 და გაგზავნეს კაცი და მოიწვიეს იგი, და მოვიდნენ იერობყამი და ისრაელის მთელი კრებული და ასე უთხრეს რეხაბყამს: 4 „უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა. ახლა შენ შეგვიმსუბუქე ეს ძნელი სამუშაო და მძიმე უღელი, მამაშენმა რომ დაგვაკისრა, და გემსახურებით.” 5 და უთხრა მათ: „წადით და სამი დღის მერე მოდით ჩემთან.” წავიდა ხალხი. 6 და რჩევა ჰკითხა მეფე რეხაბყამმა უხუცესებს, რომელნიც მამამისს, სოლომონს, ახლდნენ სიცოცხლეში, და უთხრა: „როგორ მირჩევდით, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?” 7 და ელაპარაკნენ მას, უთხრეს: „თუ დღეს მაგ ხალხის მსახური იქნები, ემსახურები და დააკმაყოფილებ მათ, კარგ სიტყვებს ეტყვი, მაშინ შენი მსახურნი იქნებიან სამარადჟამოდ.” 8 არ დაუგდო ყური უხუცესების რჩევას, რაც ურჩიეს, და ჰკითხა რჩევა მოყმეებს, რომელნიც მასთან შეზრდილნი იყვნენ და გარს ეხვივნენ. 9 და უთხრა მათ: „რას მირჩევთ, რა ვუპასუხო მაგ ხალხს, რომ მეუბნებიან: შეგვიმსუბუქეო მამაშენისგან დაკისრებული უღელი?”„რა წილი გვიდევს დავითში? 10 და ელაპარაკნენ მოყმენი, მასთან რომ იყვნენ შეზრდილნი, უთხრეს: „ასე უთხარი იმ ხალხს, რომელიც გეუბნება: უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა და ახლა შენ უნდა შეგვიმსუბუქოო, ასე უთხარი მათ: მამაჩემის წელზე მსხვილია-თქო ჩემი ნეკა-თითი. „რა წილი გვიდევს დავითში?რა მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისგან? 11 ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ გსჯიდათ შოლტებით მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!” „რა წილი გვიდევს დავითში?რა მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისგან?შენ-შენი კარვებისკენ, ისრაელო! 12 და მოვიდნენ იერობყამი და მთელი ხალხი მესამე დღეს რეხაბყამთან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს: სამი დღის შემდეგ მოდითო ჩემთან. „რა წილი გვიდევს დავითში?რა მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისგან?შენ-შენი კარვებისკენ, ისრაელო!ახლა შენ მიხედე შენს სახლს, დავით!” 13 მკაცრად მიუგო მეფემ ხალხს, ყური არ ათხოვა უხუცესთა რჩევას, რაც ურჩიეს.„რა წილი გვიდევს დავითში?რა მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისგან?შენ-შენი კარვებისკენ, ისრაელო!ახლა შენ მიხედე შენს სახლს, დავით!”და თავ-თავის კარვებში წავიდ-წამოვიდა ისრაელი. 14 მოყმეთა რჩევის თანახმად ელაპარაკა, უთხრა: „ხომ დაგიმძიმათ მამაჩემმა უღელი, მე კიდევ უარესად დაგიმძიმებთ უღელს. ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!”„რა წილი გვიდევს დავითში?რა მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისგან?შენ-შენი კარვებისკენ, ისრაელო!ახლა შენ მიხედე შენს სახლს, დავით!”და თავ-თავის კარვებში წავიდ-წამოვიდა ისრაელი. 15 და არ შეიწყნარა მეფემ ხალხის სათხოვარი, რადგან ასეთი იყო უფლის ნება, რათა აღსრულებულიყო მისი სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერობყამ ნაბატის ძისთვის ახია შილოამელის პირით. „რა წილი გვიდევს დავითში?რა მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისგან?შენ-შენი კარვებისკენ, ისრაელო!ახლა შენ მიხედე შენს სახლს, დავით!”და თავ-თავის კარვებში წავიდ-წამოვიდა ისრაელი. 16 და როცა დაინახა მთელმა ისრაელმა, რომ არ უსმინა მათ მეფემ, მაშინ სიტყვა შეუბრუნა ხალხმა მეფეს და უთხრა:„რა წილი გვიდევს დავითში?რა მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისგან?შენ-შენი კარვებისკენ, ისრაელო!ახლა შენ მიხედე შენს სახლს, დავით!”და თავ-თავის კარვებში წავიდ-წამოვიდა ისრაელი. 17 მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელის ძეებზე შერჩა მეფობა რეხაბყამს. 18 და გაგზავნა მეფე რეხაბყამმა ჰადორამი, ხარკის ამკრეფი, მაგრამ ქვებით ჩაქოლა ხალხმა, და მოკვდა იგი. მაშინ სასწრაფოდ ახტა ეტლზე მეფე რეხაბყამი და იერუსალიმში გაიქცა. 19 და განუდგა ისრაელი დავითის სახლს და ასეა ეს დღემდე. 20 როცა შეიტყო მთელმა ისრაელმა, რომ დაბრუნდა იერობყამი, დაიბარეს საკრებულოში და გაამეფეს მთელს ისრაელზე. ერთადერთი იუდას შტო იყო [და ბენიამინის], რომ შერჩა დავითის სახლს. 21 და მივიდა რეხაბყამი იერუსალიმში და შეკრიბა იუდას მთელი სახლი და ბენიამინის შტო – ასოთხმოცი ათასი რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელის სახლს და დაებრუნებინათ მეფობა რეხაბყამ სოლომონის ძისთვის. 22 და გამოეცხადა ღვთის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს: 23 „ასე უთხარი რეხაბყამ სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, იუდასა და ბენიამინის მთელს სახლს და დანარჩენ ხალხს: 24 ასე ამბობს-თქო უფალი: ‘ნუ გახვალთ საბრძოლველად თქვენს ძმებთან, ისრაელის ძეებთან! თავ-თავის სახლში გაბრუნდეს ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი.’“ და ირწმუნეს უფლის სიტყვა და უფლის სიტყვისამებრ გაბრუნდნენ უკან. 25 და ააშენა იერობყამმა შექემი ეფრემის მთაზე და იქ დასახლდა. მერე წავიდა იქიდან და ფენუელი ააშენა. 26 და ამბობდა თავის გულში იერობყამი: „კვლავ დაუბრუნდება მეფობა დავითის სახლს. 27 თუ ამ ხალხმა მსხვერპლის შესაწირად უფლის სახლში, იერუსალიმს დაიწყო სიარული, გული მოუბრუნდება ამ ხალხს თავისი ბატონის, რეხაბყამისკენ, იუდას მეფისკენ, მე მომკლავენ და რეხაბყამთან, იუდას მეფესთან, დაბრუნდებიან.” 28 და ითათბირა მეფემ და გააკეთა ორი ოქროს ხბო და უთხრა ხალხს: „გეყოფათ იერუსალიმში სიარული. აჰა, შენი ღმერთები, ისრაელო, რომელთაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.” 29 და ერთი ხბო ბეთელში დადგა, მეორე დანში გაგზავნა. 30 ეს იყო ცოდვის დასაბამი. და დაიწყო ხალხმა სიარული ხბორების თაყვანის საცემად თვით დანამდე. 31 და ააშენა გორაკის სახლი და განაწესა მღვდლები იმ ხალხიდან, რომელიც ლევის შტოს არ ეკუთვნოდა. 32 და დააწესა იერობყამმა დღესასწაული მერვე თვეს, თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ დღესასწაულის მსგავსი, იუდაში რომ იმართებოდა, და მსხვერპლი აღავლინა სამსხვერპლოზე. ასევე ჰქონდა მოწყობილი ბეთელში, რომ მსხვერპლი შეეწირათ ხბორებისთვის, რომლებიც გააკეთა. და დაუდგინა ბეთელში მღვდლები გორაკებს, რომლებიც აღმართა. 33 და ავიდა თავის აგებულ სამსხვერპლოზე მერვე თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ თვეში, რომელიც თავისი ნებით ამოარჩია, და დაუწესა დღესასწაული ისრაელის ძეთ, და ავიდა სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად.
COMMENTS