ფსალმუნები 77:22
რადგან არ ერწმუნენ ღმერთს და არ მიენდნენ მის ხსნას.
ებრაელთა 3:12
თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.
ფსალმუნები 77:40
რამდენჯერ გაჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს უკაცრიელ ადგილას.
ებრაელთა 3:16-19
ვინ იყო, რომ მოისმინა და აჯანყდა? ყველა ხომ იმათგან იყო, ვინც მოსეს მიერ გამოვიდა ეგვიპტიდან? მაშ, ვიღაზე მრისხანებდა იგი ორმოც წელიწადს? თუ არა ცოდვის ჩამდენებზე, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაიყარა? ვის დაუფიცა, რომ ვერ შევიდოდნენ მის სიმშვიდეში, თუ არა ურჩებს? და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ მართლა ვერ შეძლეს შესვლა ურწმუნოების გამო.
ებრაელთა 4:1-2
ამიტომ გვეშინოდეს, რათა, ვიდრე მის სიმშვიდეში შესასვლელი აღთქმა რჩება, ვინმე თქვენგანი დაგვიანებული არ აღმოჩნდეს. რადგან კი გვეხარა, როგორც მათ, მაგრამ მოსმენილ სიტყვას სარგებლობა არ მოუტანია მათთვის, რადგან მსმენელთა რწმენას არ შეერწყა.
ებრაელთა 4:11
მაშ, ვეცადოთ იმ სიმშვიდეში შესვლას, რათა მათ მსგავსად ურწმუნოებით არ დავეცეთ.
ებრაელთა 11:31
რწმენამ არ დაღუპა ურჩებთან ერთად მეძავი რახაბი, რომელმაც მშვიდობით მიიღო მზვერავები.
ეფესელთა 2:2
რაშიც ოდესღაც დადიოდით ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრისა და იმ სულის სურვილისამებრ, ამჟამად ურჩ ძეებში რომ მოქმედებს.
1 იოანეს 5:10
ღმერთის ძის მორწმუნეს თავის თავშივე აქვს მოწმობა; ვისაც ღმერთი არ სწამს, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არ სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა დაამოწმა თავის ძეზე.
ფსალმუნები 105:24
უგულებელჰყვეს სანუკვარი ქვეყანა, არ ირწმუნეს მისი ნათქვამი.
ლუკას 8:12
გზის პირას დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ; მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ.
2 კორინთელთა 4:3-4
თუ არის კიდეც დაფარული ჩვენი სახარება, დაღუპულთათვის არის დაფარული. ურწმუნოთათვის, რომლებსაც ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა არ ებრწყინა მათთვის სახარების ნათელს ქრისტეს დიდებაზე, რომელიც ღვთის ხატია.
რომაელთა 1:18-21
ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას. იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, რადგან ღმერთმა განუცხადა მათ. ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა – ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.
რომაელთა 2:5
ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენთვისვე იხვეჭ რისხვას, იმ დღისთვის, როცა გამოცხადდება რისხვა და მართლმსაჯულება ღვთისა,
ეფესელთა 4:18
დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
იოანეს 5:38
მისი სიტყვა არ მკვიდრობს თქვენში, რადგან არ გწამთ მისი წარმოგზავნილისა.
იოანეს 8:43-44
რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა. თქვენი მამა ეშმაკია და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.
იოანეს 12:37-40
ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ იწამეს იგი,38რათა ასრულებულიყო წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვა, რომელმაც თქვა: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენი ნათქვამი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?” ისიც თქვა ესაიამ, რა მიზეზით არ შეეძლოთ ერწმუნათ: „თვალები დაუბრმავა მათ და გული გაუქვავა, რათა თვალებით ვერ იხილონ და გულით ვერ მიხვდნენ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი”.
1 კორინთელთა 2:14
მშვინვიერი ადამიანი კი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისგანაა, ვინაიდან სისულელედ მიაჩნია და არ ძალუძს გაგება, რადგან სულიერად განისჯება.
მათეს 13:58
არ მოუხდენია იქ ბევრი ძალთაქმედებანი მათი ურწმუნოების გამო.
რომაელთა 11:20
კეთილი; ისინი თავიანთი ურწმუნოების გამო გადატყდნენ, შენ კი დგახარ რწმენით; ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს.
ებრაელთა 6:4-6
ვინაიდან შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც მიიღეს ზეციური ნიჭი და სულიწმიდის მოზიარენი გახდნენ, იგემეს ღვთის სიტყვის სიკეთე და მომავალი საუკუნის ძალები, და მერე დაეცნენ, ამის შემდეგ კვლავ განახლდნენ მოსანანიებლად, რადგან ისინი ისევ ჯვარს აცვამენ ძე ღვთისას და ლანძღავენ.
იოანეს 8:24
ამიტომ გითხარით: თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი; რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით”.
იოანეს 3:18
ვისაც სწამს იგი, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე მსჯავრდადებულია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი.
მარკოზის 16:16
ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება; ხოლო, ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდადებული იქნება.
იოანეს 12:48
ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ მიიღებს ჩემს ნათქვამს, ჰყავს თავისი განმკითხავი; სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს.
2 თესალონიკელთა 2:12
რომ განკითხულ იქნას ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, მაგრამ მოიწონა უსამართლობა.
გამოცხადება 21:8
ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შემბილწველთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით. ეს არის მეორე სიკვდილი”.
მსგავსი თემები: