დაბადება 3:4-6
უთხრა გველმა ქალს: „არ მოკვდებით.5მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”. და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა.
რიცხვნი 20:12
უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: „რადგან არ მერწმუნეთ და არ გამოავლინეთ ჩემი სიწმიდე ისრაელის ძეთა თვალწინ, ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყანაში, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული”.
მეორე რჯული 9:23
როცა გაგგზავნათ უფალმა კადეშ-ბარნეაყიდან სიტყვებით: წადით და დაიპყარით ქვეყანა, რომელიც მოგეცითო, წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის ბრძანებას, არ ერწმუნეთ და არ შეისმინეთ მისი ხმა.
4 მეფეთა 5:11-13
განრისხდა ნაყამანი, წავიდა, თან თქვა: „აჰა, ვიფიქრე, უსათუოდ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღმერთის სახელს ახსენებს, კეთრიან ადგილზე დამადებს ხელს და განმკურნავს-მეთქი. განა დამასკოს მდინარეები აბანა და ფარფარი, ისრაელის მთელ წყლებს არ სჯობია? განა იქ ვერ დავიბან და გავსუფთავდები?” გატრიალდა და წავიდა გაჯავრებული. მიეახლნენ მსახურები, ელაპარაკნენ და უთხრეს: „მამავ, დიდი და საძნელო საქმე რომ ეთქვა წინასწარმეტყველს, ხომ გააკეთებდი? მით უმეტეს, როცა გეუბნება: განიბანე და გასუფთავდებიო”.
4 მეფეთა 7:2
მიუგო ღვთისკაცს მეფის ერთ-ერთმა მსახურმა, რომლის მკლავსაც მეფე ეყრდნობოდა: „აჰა, სარკმელებიც რომ გააკეთოს უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი რამ?” მიუგო ელისემ: „შენი თვალით იხილავ, მაგრამ ჭამით ვერ შეჭამ”.
მათეს 17:17
იესომ თქვა:„ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე გითმინოთ? აქ მომიყვანეთ!”
ლუკას 24:11
მაგრამ ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები და არ დაიჯერეს.
ლუკას 1:20
და აჰა, დადუმდები, და ვეღარ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს არ ახდება, რაკი არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც თავის დროზე აღსრულდება”.
ლუკას 22:67
უთხრეს: „თუ ქრისტე ხარ, გვითხარი”. უთხრა: „რომ გითხრათ, არ მერწმუნებით,
იოანეს 5:38
მისი სიტყვა არ მკვიდრობს თქვენში, რადგან არ გწამთ მისი წარმოგზავნილისა.
იოანეს 7:5
რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.
იოანეს 20:25
უთხრეს მას დანარჩენმა მოწაფეებმა: „ჩვენ ვიხილეთ უფალი”. მან კი თქვა: „სანამ მის ხელებზე ნალურსმნევს არ ვნახავ და ნალურსმნევში თითს არ ჩავყოფ, მის ფერდში კი – ხელს, არ ვიწამებ!”
საქმეები 19:9
მაგრამ, როცა ზოგიერთები გაჯიუტდნენ, არ ირწმუნეს და საჯაროდ ბოროტად ლაპარაკობდნენ უფლის გზაზე, მიატოვა ისინი, გამოაცალკევა მოწაფენი და ყოველდღე შეაგონებდა ტირანუსის სკოლაში.
საქმეები 26:9-11
მართალია, მეც ვფიქრობდი, რომ ყველა ღონე უნდა მეხმარა იესო ნაზარეველის სახელის წინააღმდეგ, ასეც ვიქცეოდი იერუსალიმში; და მღვდელმთავართა მიერ მოცემული ძალაუფლებით აღჭურვილმა მრავალი წმიდანი ჩავყარე საპყრობილეში და მათ დახოცვაზე თანხმობას ვიძლეოდი. ყველა სინაგოგაში მრავალგზის ვტანჯავდი მათ და ვაიძულებდი დაეგმოთ. მეტისმეტად განმძვინვარებული, სხვა ქალაქებშიც ვდევნიდი მათ.
1 ტიმოთეს 1:13
მე, რომელიც უწინ მგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი ვიყავი, მაგრამ შეწყალებულ ვიქენი, ვინაიდან უმეცრებით და ურწმუნოებით ვაკეთებდი ამას.
მსგავსი თემები: